შეცდომა 4Е, 4С, Е1 Samsung-ის სარეცხ მანქანაზე
რამ მოხდა
სარეცხი მანქანის ეკრანზე დაეწერა შეცდომის კოდი
«4E»,
«4C»,
ან «E1».
მოდელებზე მონიტორის გარეშე ინთება ყველა რეჟიმის ინდიკატორი+დაბლიდან მეორე ტემპერატურის ინდიკატორი.
რას ნიშნავს შეცდომის კოდი
მანქანას წყალი არ მიეწოდება.
რატომ გაჩნდა შეცდომის კოდი
მიზეზი შეიძლება იყოს რამოდენიმე:
- წყლის მიწოდების ონკანი გადაკეტილია;
- სახლში არ არის ცივი წყალი ან წნევა დაბალია;
- შემავალი მილი მოკეცილი ან შეკუმშულია-მისი საშუალებით მანქანას წყალი მიეწოდება;
- დაბინძურდა შემავალი ფილტრი;
- მანქანიდან წყალი თავისით გაედინება.
რა მოვიმოქმედოთ
კიდევ ერთხელ ჩართეთ სარეცხი მანქანა იმავე რეჟიმზე და შეამოწმეთ, თუ ისმის წყლის შესვლის ხმა.
წყლის შესვლის ხმა ისმის
თუ თქვენ გესმით წყლის შესვლის ხმა, მაგრამ შეცდომის კოდი მაინც ეწერება, მაშინ:
-
ან მანქანაში ძაკიან ბევრი სარეცხია ამორჩეული რეჟიმისთვის,
იფორმაცია მაქსიმალურ დატვირთვაზე მითითებულია ინსტრუქციაში, სექცია "ექსპლუტაცია" ან "რეცხვის ინსტრუქცია".
-
ან სარეცხი, რომელიც დოლურაშია ჩატვირთული, იწოვს ძალიან ბევრ წყალს: ბალიშები, საბანი და ა.შ.
რეცხვისთვის მანქანაში შედის გარკვეული წყლის რაოდენობა. თუ სარეცხი იწოვს იმაზე მეტ წყალს, ვიდრე გათვლილია, მისი დონე მანქანაში მცირდება. სენსორი აფიქსირებს ამას და მანქანა აჩვენებს შეცდომას.
თუ არ არის ჩატვირთული ბევრი სარეცხი, და არ არის ისეთი ქსოვილი რაც ბევრ წყალს იწოვს, მაშინ შეამოწმეთ წყლის ნაპორი შემავალ მილში. თუ ნაპორი დაბალია, დაექერა შრცდომის კოდი. ამ შემთხვევაში მიმართეთ სანტეხნიკს.
არ ისმის წყლის შესვლის ხმა
თუ რეცხვის ჩართვის შემდგომ არ გესმით წყლის შესვლის ხმა, და მანქანა აჩვენებს შეცდმოას, მაშინ:
-
დარწმუნდით რომ შემავალი წყლის ონკანი გახსნილია.
-
დარწმუნდით, რომ სახლში ცივი წყალი არის. ამისთვის გახსენით ცივი წყლის ონკანი. თუ წყალი არ არის ამ წნევა დაბალია-მიმართეთ სანტექნიკს. საერცხი მანქანას არ შეუდკია რეცხვის დაწყება წყლის გარეშე.
-
თუ ონკანი გახსნილია, და სახლში წყალი არის, შეამოწმეთ წყლის წნევა შემავალ მილში.
-
თუ წნევა ძლიერია:
ა. მოხსენით და გაასუფთავეთ შემავალი ფილტრი.
ბ. დარწმუნდით, რომ სანიაღვრე მილი სწორადაა დაერთებული: ის უნდა გამოდიოდეს მანქანიდან და მაშინვე ეშვებოდეს ქვევით. თუ მილი არასწორადაა განთავსებული, წყალი გავა მანქანიდან და აჩვენებს შეცდომას.
გ. გათიშეთ მაქანა დენის წყაროდან 15 წუტით, რომ გადაიტვირთის კონტროლის ბლოკი.
დ. ჩართეთ მანქანა დენის წყაროში და ჩართეთ იმავე რეჟიმზე.
ი. თუ კოდი არ დაეწერა ისარგებლეთ მანქანით, ყველაფერი რიგზეა. თუ დაეწერა შეცდომის კოდი — მიმართეთ მხარდაჭერას.
თუ წნევა დაბალია:
მიმართეთ სანენიკს. სარეცხ მანქანას არ შეუძლა რეცხვის დაწყება წყლის დაბალი ჭნევით.
თუ წნევა არაა:
ა. მოხსენით მილის მეორე ბოლო წყლის კანალს და სცადეთ მასში წყლის ჩასხმა.
ბ. თუ წყალი გავა მილში, მიმართეთ სანტექნიკს წყლის ინკანის და წყლის მილების შესამოწმლებად.
თუ წყალი მილში არ გადის ესეიფი ის დაბინძურდა. იყიდეთ ახალი მილი ან გარეცხეთ ძლიერი წყლის ნაპორის ქვეშ.
შეაფასეთ სტატია
სტატია დაეხმარა?
რა შეიძლება გაუმჯობესდეს სტატიაში?