შეცდომის კოდი 5Е, 5С, Е2 Samsung-ის სარეცხ მანქანაზე

რა მოხდა

სარეცხი მანქანის ეკრანზე დაეწერა შეცდომის კოდი
"5E",

"5C",

ან "E2".

მოდელებზე მონიტორის გარეშე ინთება ყველა რეჟიმის ინდიკატორი+დაბლიდან მეორე ტემპერატურის ინდიკატორი.

რას ნიშნავს შეცდომის კოდი

სარეცხი მანქანიდან წყალი არ გაედინება.

რატომ გაჩნდა შეცდომა

  • სანიაღვრე მილი დაბინძურდა;
  • დაბინძურებულია კანალიზაცია;
  • დაბინძურდნენ მილები მანქანის შიგნით;
  • დაბინძურდა სანიაღვრე სატუმბის ფილტრი სანიაღვრე ფილტრი);
  • სანიაღვრე მილი გადაკეცილი ან შეკუმშულია;
  • არ მუშაობს სანიაღვრე სატუმბი;
  • მანქანაში წყალი გაიყინა (თუკი მანქანა ინახებოდა ინახებოდა მინუს ტემპერატურაზე).

რა მოვიმოქმედოთ შემდგომ

  1. გათიშეთ მანქანა დენის წყაროდან.

  2. დაღვარეთ წყალი ავარიული მილის მეშვეობით და გაასუფთავეთ სანიაღვრე ფილტრი.

  3. თუკი შეცდომა ისევ გაჩნდა, შეამოწმეთ, კანალიზაცია ხომ არ არის დაბინძურებული. ამისთვის ჩართეთ მანქანა თავისუფალ დინებაზე:

    ა. გათიშეთ მანქანა დენის წყაროდან
    ბ. გამოაერთეთ სანიაღვრე მილი კანალიზაციიდან (სიფონიდან, მილიდან). თუ სანიაღვრე მილი დაგრძელებულია, მოხსენით ის ნაწილი, რომელიც დააგრძელეთ;
    გ. ჩაუშვით სანიაღვრე მილის ბოლო აბანოში ან ნიჟარში. დარწმუნდით რომ მილი არსად გადაკეცილი არაა.
    დ. ჩართეთ მანქანა რეჟიმზე "გავლება+გაწურვა"( სარეცხისა და ფხვნილის გარეშე).

    თუკი წყალი გავიდა, გაწმინდეთ კანალიზაცია (სიფონი, მილები) რომელიც ხელს უშლის წყლის დინებას. ამის შემდგომ შეაერთეთ მანქანა კანალიზაციასთან.

    თუ წყალი არ გავიდა მიმართეთ Samsung-ის მხარდაჭერას.

შეაფასეთ სტატია

სტატია დაეხმარა?

რა შეიძლება გაუმჯობესდეს სტატიაში?


მოხარული ვიყავით, რომ სასარგებლო იყო

მადლობელი ვიქნებით, თუ გადახედავთ სხვა სტატიებს ან გააზიარებთ ამას.

ბოდიში, რომ ვერ დაგეხმარე

მოგვეცით კიდევ ერთი შანსი-დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის სამსახურს