Galaxy AIაქ არის
შეაბიჯე AI-თ მხარდაჭერილი ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციების ახალ ეპოქაში
Galaxy Watch Ultra, უძლებს 55°C-მდე ტემპერატურას, ზღვის დონიდან 9,000 მ-მდე სიმაღლეს, გააჩნია წყლის მიმართ გამძლეობის 10 ATM რეიტინგი და უახლესი მძლავრი 3 ნმ პროცესორის წყალობით მუშაობს სრულიად უხარვეზოდ. დალაშქრე უფრო დიდი მანძილები მძლავრი ელემენტის მეშვეობით, რომლის მუშაობის ხანგრძლივობაც ენერგიის დაზოგვის რეჟიმში 100 საათს აღწევს. ახალი BioActive სენსორი მუდმივად აკონტროლებს შენს ჯანმრთელობას, Galaxy AI-ს წყალობით კი შენს შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. , , , , , ,
-
ჩვენი ყველაზე მძლავრი ჭკვიანი საათის პროცესორი
-
კოსმოსური ხარისხის ტიტანიუმი + დარტყმაგამძლე დიზაინი
-
Sapphire Crystal მინა
-
სწრაფი წვდომის ღილაკი
-
BioActive სენსორი
-
ორმაგი სიხშირის GPS
-
დინამიური სამაგრების სისტემა
დიდი ტევადობის
ელემენტი
გააფართოვე შესაძლებლობების საზღვრები, დაიპყარი მწვერვალები და დალაშქრე დიდი მანძილები ელემენტის დამუხტვის საჭიროებაზე ფიქრის გარეშე. რეჟიმებს შორის უსწრაფესად გადართვის შესაძლებლობა — გამოიყენე „ვარჯიშისას ენერგიის დაზოგვის რეჟიმი“ ან „ენერგიის დაზოგვის რეჟიმი“ მოწყობილობით ხანგრძლივად სარგებლობისთვის. საკმარისი ენერგია ნებისმიერ გამოწვევასთან გასამკლავებლად. , , , ,
-
ენერგიის
საათამდე100
დაზოგვის
რეჟიმი -
ვარჯიშისას ენერგიის დაზოგვის რეჟიმი
საათამდე48
Galaxy Watch Ultra აჩვენებს Multisport Tile ეკრანს, სადაც ნაჩვენებია ცურვის, ველოსიპედისა და სირბილის მანძილი.
გამოსცადე საოკეანო თავგადასავლები
— დაწყებული წყნარი ოკეანის უზარმაზარ ტალღებზე სერფინგით და დამთავრებული კარიბის ზღვის მარჯნის რიფების შესწავლით. გადაეშვი თავგადასავლებში შენს საათთან ერთად, რომელიც მზად არის წყლის ნებისმიერი აქტივობისთვის.
შენი საგანგაშო
სირენა
თუ რაიმე საფრთხის შემცველ სიტუაციაში აღმოჩნდები, 5 წამის განმავლო-
ბაში დააჭირე ხელი სწრაფი წვდომის ღილაკს და გაააქტიურე მძლავრი help. მკვეთრი 86 დეციბელი სიმძლავრის ხმის გაგება შესაძლებელია 180 მეტრის სიშორეზეც, მის გავრცელებას ხელს ვერ უშლის ისეთი ბარიერებიც კი, როგორიცაა ტყის მასივი. თუ GPS არ არის საკმარისი, SOS ფუნქციით აღჭურვილი ჭკვიანი საათი დაგეხმარება. მას აქვს ვარდნის შემთხვევების ამოცნობის, Home ღილაკზე ხელის დაჭერით გადაუდებელ სიტუაციებში დახმარების შემოთავაზების და სამედიცინო ინფორმაციაზე მომენტალური წვდომის შესაძლებლობები. , , ,
-
86dB-მდე
-
180მ-მდე
დააჭირე 5 წამის
განმავლო-
ბაში
თავად გაიკვალე გზა
გადაუხვიე გზას და შექმენი საკუთარი მარშრუტი. ველოსიპედით გადალახე გაუკვალავი გზები და შეადგინე საწყის წერტილში დაბრუნების საკუთარი მარშრუტები. შემატე შენს თავგადასავლებს მეტი სიმძაფრე.
ქვიან ბილიკზე ველოსიპედით მიმავალი მამაკაცი ტკბება ხედით, მის მაჯაზე ვხედავთ Galaxy Watch Ultra-ს. მის წინ ველოსიპედს ატარებს კიდევ ერთი მამაკაცი.
ნუ მისცემ სიბნელეს შენი შეჩერების უფლებას
არ გადაუხვიო დასახულ მარშრუტს უკუნ სიბნელეშიც კი. დაღამებისთანავე, ეკრანი ავტომატურად გადაერთვება ღამის რეჟიმზე, რაც ბნელ პირობებში მხედველობის დაძაბვის თავიდან აცილებაში დაგეხმარება. განაგრძე თავგადასავლების ძიება მთელი ღამის განმავლობაში და დატკბი ირმის ნახტომის სილამაზით. ,
კადრში ვხედავთ Galaxy Watch Ultra-ს დღის სინათლეზე. კადრი იცვლება, ნელ-ნელა ბნელდება და ვხედავთ, თუ როგორ ნათდება საათის ეკრანზე ღამის რეჟიმის ციფერბლატი.
ორმაგი სიხშირის GPS. სრული მზადყოფნა ბეტონის ჯუნგლებთან გასამკლავებლად
Galaxy Watch-ის ისტორიაში ყველაზე ზუსტი GPS დაგეხმარება კურსის შენარჩუნებაში მაშინაც კი, თუ გზის გაკვალვას მჭიდროდ განლაგებულ შენობებს შორის ცდილობ. Galaxy Watch Ultra მუშაობს L1 და L5 სიხშირეებზე, რაც უზრუნველყოფს ადგილმდებარეობის დადგენის მაქსიმალურ სიზუსტეს. , ,
აკონტროლე ენერგიის ქულა და
მიაღწიე დასახულ მიზნებს
აღმოაჩინე შენი სხეულის პოტენციალი ენერგიის ქულის მეშვეობით. Galaxy AI -ს მეშვეობით ხდება შენი ზოგადი მდგომარეობის ინდიკატორების დადგენა და შენთვის ყოველდღიური ქულის მონიჭება. რა არის შენი დღევანდელი ქულა? მზად ხარ საკუთარი თავის გამოსაწვევად? თუ გრძნობ, რომ ჯერ არ ხარ მზად ამისთვის, ეცადე დაარეგულირო ძილი, ივარჯიშო და ჩაერთო სხვა აქტივობებში, რათა შენი სხეული სასურველ ფორმაში მოიყვანო და არსებული შედეგები უფრო მეტად გააუმჯობესო.
როდესაც ენერგიის ქულა იზრდება ეკრანზე და ჩერდება '94'-ზე, საათის ირგვლივ ჩნდება ბარათები ძილის ქულის, ნაბიჯებისა და გულისცემის სხვადასხვა მეტრიკის მქონე ბარათებით.
გააუმჯობესე შენი ველოსიპედის ტარების შედეგები პერსონალიზებული FTP-ის მეშვეობით
უფრო ძლიერად ატრიალე პედლები და დაფარე უფრო დიდი მანძილები. Galaxy AI სწრაფად გამოითვლის ზღვრულ ფუნქციურ ენერგიას (FTP) 10 წუთის განმავლობაში ველოსიპედით სიარულის შემდეგ გაზომილი გულისცემის სიხშირის საფუძველზე. აირჩიე შენი ვარჯიშის ინტენსივობა შენი FTP-ის მიხედვით და მიაღწიე მაქსიმალურ შედეგებს. ,
ისუნთქე თავისუფლად ძილის აპნოეს ამოცნობის ფუნქციის დახმარებით
შენი უსაფრთხო და მშვიდი ძილისთვის. Galaxy Watch Ultra აკონტროლებს შენი ძილის ჩვევებს და გეხმარება ძილთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების გამოვლენაში. პირველად Galaxy Watch-ის ისტორიაში, ის გვთავაზობს ძილის აპნოეს ფუნქციას.
- *ძილის აპნოეს ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Android OS 9.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Samsung Galaxy სმარტფონთან დაკავშირებული Galaxy Watch Ultra სმარტფონი და Samsung Health Monitor app-ის უახლესი ვერსია.
- *ამ ეტაპზე, ძილის აპნოეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებში. ძილის აპნოეს ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა სულ მცირე 2 დღის ძილის მონაცემები 10 დღის პერიოდიდან (არ არის აუცილებელი, რომ მოცემული 2 დღე იყოს ერთმანეთის მომდევნო დღეები, თუმცა ეს 2 დღე არჩეული უნდა იყოს ამ 10-დღიანი პერიოდიდან).
- *არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. ძილის აპნოეს ამოცნობის შედეგები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
- *ძილის აპნოეს ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Android OS 9.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Samsung Galaxy სმარტფონთან დაკავშირებული Galaxy Watch Ultra სმარტფონი და Samsung Health Monitor app-ის უახლესი ვერსია.
- *ამ ეტაპზე, ძილის აპნოეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებში. ძილის აპნოეს ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა სულ მცირე 2 დღის ძილის მონაცემები 10 დღის პერიოდიდან (არ არის აუცილებელი, რომ მოცემული 2 დღე იყოს ერთმანეთის მომდევნო დღეები, თუმცა ეს 2 დღე არჩეული უნდა იყოს ამ 10-დღიანი პერიოდიდან).
- *არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. ძილის აპნოეს ამოცნობის შედეგები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
გსურს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება? უბრალოდ დაიხედე მაჯაზე
დაამატე სწრაფი შემოწმება შენი ვარჯიშის რუტინაში — შეამოწმე ყველაფერი, არტერიული წნევის და ბიოიმპედანსური ანალიზის ჩათვლით. გულისცემის არარეგულარული რიტმის აღმოჩენის შემთხვევაში, შენი გულისცემის სიხშირის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ჩაიტარე ECG პირდაპირ შენი მაჯიდან.
დაამატე სწრაფი შემოწმება შენი ვარჯიშის რუტინაში — შეამოწმე ყველაფერი, არტერიული წნევის და ბიოიმპედანსური ანალიზის ჩათვლით. გულისცემის არარეგულარული რიტმის აღმოჩენის შემთხვევაში, შენი გულისცემის სიხშირის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ჩაიტარე ECG პირდაპირ შენი მაჯიდან.
გაზომილი ეკგ-ის GUI ჩანს წუთში ცვლის დროს. გაზომვის ზემოთ არის მოძრავი გრაფიკი, რომელიც ასახავს გულისცემას და ტექსტი "მაღალი HR" გამაფრთხილებელი ნიშნით.
- *HR შეტყობინებები განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის და ფიტნეს მიზნებისთვის. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის ან დაავადების გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. მოწყობილობის და აპლიკაციის მეშვეობით მოპოვებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც სამედიცინო რჩევა. მომხმარებლებმა სამედიცინო კონსულტაცია უნდა გაიარონ სამედიცინო პროფესიონალთან.
- *არ არის განკუთვნილი გულისცემის არარეგულარული რიტმის ყოველი ეპიზოდის შესახებ მონაცემების მიღებისთვის, რაიმე სახის დიაგნოსტირების მიზნით და გულის რაიმე სხვა დაავადების ამოცნობისთვის. არ არის განკუთვნილი 22 წელზე ნაკლები ასაკის მომხმარებლებისთვის. მომხმარებლებმა თავად არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია და არ უნდა მიიღონ თვითნებური სამედიცინო ზომები მხოლოდ მოწყობილობის მეშვეობით მიღებული მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სფეროს კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე. PPG სენსორი არ წარმოადგენს დიაგნოსტიკის ან მკურნალობის ტრადიციული მეთოდების ალტერნატივას.
- *ECG აპლიკაცია არ არის განკუთვნილი 22 წელზე ნაკლები ასაკის მომხმარებლებისთვის და ასევე არ წარმოადგენს დიაგნოსტიკის ან მკურნალობის ტრადიციული მეთოდების ალტერნატივას. მომხმარებლებმა თავად არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია და არ უნდა მიიღონ თვითნებური სამედიცინო ზომები მხოლოდ მოწყობილობის მეშვეობით მიღებული მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სფეროს კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე. დამატებითი ინფორმაციის და იმ ქვეყნების შესახებ სიახლეების მისაღებად, სადაც ხელმისაწვდომია ეს სერვისი, იხილე: https://www.samsung.com/ge/apps/samsung-health-monitor/
- *გულისცემის არარეგულარული რიტმის შესახებ შეტყობინების (IHRN) ფუნქციის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და რეგიონის მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის სამედიცინო მოწყობილობის სახით (SaMD) გამოყენების დამტკიცებასთან/რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ეს ფუნქცია მუშაობს მხოლოდ იმ საათებსა და სმარტფონებზე, რომელთა შეძენაც მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია (თუმცა, სერვისით სარგებლობა შესაძლოა შეიზღუდოს, თუ მომხმარებელი გადაინაცვლებს იმ ქვეყანაში, სადაც ეს სერვისი არ არის ხელმისაწვდომი). არ არის განკუთვნილი AFib-ის არსებობაზე მიმანიშნებელი გულისცემის არარეგულარული რიტმის ყოველი ეპიზოდის შესახებ მონაცემების მიღებისთვის. გარდა ამისა, შეტყობინების არარსებობა არ მიანიშნებს დაავადების არარსებობაზე. არ არის განკუთვნილი იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც დასმული აქვთ არითმიის დიაგნოზი ან არიან 22 წელზე ნაკლები ასაკის. მომხმარებლებმა თავად არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია და არ უნდა მიიღონ თვითნებური სამედიცინო ზომები მხოლოდ მოწყობილობის მეშვეობით მიღებული მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სფეროს კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე.
- *გულისცემის არარეგულარული რიტმის შესახებ შეტყობინების ფუნქცია ხელმისაწვდომია შემდეგ ქვეყნებში** (2024 წლის ივლისის თვის დასასრულის მონაცემებით). აშშ, კორეა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდონეზია, ჰონგ-კონგი, რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, პანამა, გვატემალა, დომინიკელთა რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ეკვადორი და არგენტინა - ხელმისაწვდომია Galaxy Watch4 და შემდგომ მოდელებზე (Galaxy Fit-ის გარდა). სერვისი არ არის ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებში ან რეგიონებში, თუ ეს სხვაგვარად არ არის მითითებული ქვეყნების სიაში.
- *მომავალში IHRN შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს სხვა ქვეყნებში ამ რეგიონებში, თითოეულ ქვეყანაში ან რეგიონში მოქმედი მარეგულირებელი პროცესებიდან გამომდინარე.
- *ECG აპლიკაციის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და რეგიონის მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის სამედიცინო მოწყობილობის სახით (SaMD) გამოყენების დამტკიცებასთან/რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ECG აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ იმ საათებსა და სმარტფონებზე, რომელთა შეძენაც მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია (თუმცა, სერვისით სარგებლობა შესაძლოა შეიზღუდოს, თუ მომხმარებელი გადაინაცვლებს იმ ქვეყანაში, სადაც ეს სერვისი არ არის ხელმისაწვდომი). დამატებითი ინფორმაციის და იმ ქვეყნების შესახებ სიახლეების მისაღებად, სადაც ხელმისაწვდომია ეს სერვისი, იხილე: https://www.samsung.com/apps/samsung-health-monitor არ არის განკუთვნილი 22 წელზე ნაკლები ნაკლები ასაკის მომხმარებლებისთვის. მომხმარებლებმა თავად არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია და არ უნდა მიიღონ თვითნებური სამედიცინო ზომები მხოლოდ მოწყობილობის მეშვეობით მიღებული მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სფეროს კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე.
აკონტროლე შენი AGEs ინდექსი და იცხოვრე უფრო აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების სტილით
აკონტროლე შენი კვების რაციონი და გახდი შენი თავის საუკეთესო ვერსია. გაძლიერებული გლიკოლიზის საბოლოო პროდუქტების ინდექსი (AGEs) წარმოადგენს შენი მეტაბოლიზმის მაჩვენებელს, რომელზეც პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს შენი კვების რაციონი და ცხოვრების სტილი. Galaxy Watch Ultra-ს მეშვეობით ხდება AGEs ინდექსის განსაზღვრა ძილის დროს, შედეგების შემოწმება კი პირდაპირ შენს მაჯაზე დამაგრებული მოწყობილობის მეშვეობითაა შესაძლებელი. აკონტროლე შენი კვების რაციონი, გაიუმჯობესე ცხოვრების სტილი და მიაღწიე სასურველ შედეგებს. , ,
შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესის ჰარმონიზაცია
მოიპოვე წვდომა და აკონტროლე შენს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ზოგად სიჯანსაღესთან დაკავშირებული ინფორმაცია შენს Samsung Galaxy მოწყობილობაზე დაინსტალებული Samsung Health app-ის მეშვეობით. გამოიყენე დეტალური მონაცემები და მიაღწიე სიჯანსაღესთან დაკავშირებით დასახულ მიზნებს.
ისიამოვნე Android სმარტფონებთან დაკავშირების გამარტივებული გამოცდილებით
გამოსცადე Galaxy Wearable შენს Android სმარტფონზე. მარტივად დააკავშირე Galaxy Watch, Buds ან Ring შენს Android სმარტფონთან. საჭიროა მხოლოდ Galaxy Wearable და Samsung Health აპლიკაციების გადმოწერა Google Play-დან. Galaxy Wearable აპლიკაციაში შეგიძლია გამოსცადო სხვადასხვა ციფერბლატები, გააერთიანო და ერთმანეთს შეუხამო სასურველი ფუნქციები. , , , , , , , , ,
Double Pinch ფუნქციის მეშვეობით შეძლებ დარჩე მოვლენათა ეპიცენტრში
გადაიღე ფოტოები, უპასუხე ზარებს, ან გამორთე მაღვიძარა — ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ Double Pinch. ფუნქციის მეშვეობით. სხვა Samsung Galaxy მოწყობილობებთან დაწყვილების შემთხვევაში Galaxy Watch Ultra კიდევ უფრო მძლავრ მძლავრ მოწყობილობად იქცევა. შეინარჩუნე კონტროლი, შეინარჩუნე კავშირი. ,
სამაჯურები ნებისმიერი სიტუაციისთვის.
უნივერსალური UI ყველა მოწყობილობისთვის
საათის სამაჯურების ფართო არჩევანი საშუალებას გაძლევს შესაბამისად აღიჭურვო ნებისმიერი ტიპის ექსპედიციისთვის. უახლესი პროცესორით მხარდაჭერილი განახლებული One UI-ს მეშვეობით, Galaxy Watch Ultra შენს ერთგულ თანამგზავრად იქცევა ნებისმიერი თავგადასავლის დროს.
შენთვის იდეალური საათის
მოძებნის დროა
5-ბირთვიანი
5-ბირთვიანი
2-ბირთვიანი
2-ბირთვიანი
მდე
მდე
მდე
მდე
/ 425mAh
/ 425mAh
(*ჩართული ელემენტის დაზოგვის ფუნქციით)
(*ჩართული ელემენტის დაზოგვის ფუნქციით)
(*ჩართული ელემენტის დაზოგვის ფუნქციით)
(*ჩართული ელემენტის დაზოგვის ფუნქციით)
პერსონალიზებული ზღვრული ფუნქციური ენერგია
პერსონალიზებული ზღვრული ფუნქციური ენერგია
პერსონალიზებული ზღვრული ფუნქციური ენერგია
პერსონალიზებული ზღვრული ფუნქციური ენერგია
- Samsung-ის მიერ ჩატარებული შიდა ლაბორატორიული ტესტირების შედეგების მიხედვით, მაჯაზე დამაგრებული Galaxy Watch Ultra უძლებს -20°C-დან 55°C-მდე ტემპერატურას. რეალური წარმადობა შეიძლება განსხვავებული იყოს და დამოკიდებულია გამოყენების პირობებზე. ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურის პირობებში შესაძლოა მოხდეს დამუხტვის პროცესის შეწყვეტა, კონკრეტული ფუნქციების ავტომატურად დეაქტივაცია ან მათზე წვდომის შეზღუდვა, ან შესაძლოა საათი ავტომატურად გაითიშოს უსაფრთხოების მიზნით. გარდა ამისა, დაბალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს ელემენტის წარმადობაზე.
- ენერგიის დაზოგვის რეჟიმში შესაძლოა მიუწვდომელი გახდეს ზოგიერთი ფუნქცია, მაგალითად Wi-Fi კავშირი, მოწყობილობის გაღვიძების ჟესტი და სხვა ფუნქციები. შესაძლოა შეიზღუდოს CPU-ს მუშაობის სიჩქარე, ინტერნეტ-კავშირის ფონურ რეჟიმში გამოყენება და ადგილმდებარეობის სერვისები.
- ელემენტის სტანდარტულ რეჟიმში გამოყენებისას, როდესაც გამორთულია ენერგიის დაზოგვის რეჟიმი ან ვარჯიშისას ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობაა დაახლოებით 60 საათი Always On Display რეჟიმის გაააქტიურების შემთხვევაში და 80 საათი Always On Display რეჟიმის გათიშვის შემთხვევაში.
- ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობის მონაცემები ეფუძნება Samsung-ის მიერ მოხმარების სტანდარტული პირობებისთვის ჩატარებული შიდა ლაბორატორიული ტესტირების შედეგებს. ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა განსხვავდება გამოყენების პირობების, მოწყობილობის მოდელის და ელემენტის მწარმოებლის მიხედვით.
- Galaxy Watch Ultra ძლებს 100 მეტრი სიღრმის წყალში 10 წუთის განმავლობაში, შესაბამისად, ის აკმაყოფილებს ISO22810 სტანდარტის მოთხოვნებს. ტესტირების დროს მოხდა მოწყობილობის მოთავსება წყალში, რომელიც შეიცავდა 5% მარილსა და 4ppm ქლორს. Galaxy Watch Ultra-ს მინიჭებული აქვს IP68 რეიტინგი. შედეგები დაფუძნებულია ლაბორატორიულ ტესტებზე, რომლის დროსაც მოხდა მოწყობილობის 1,5 მეტრი სიღრმის მტკნარ წყალში მოთავსება 30 წუთის განმავლობაში. მოწყობილობა არ არის განკუთვნილი წყლის მაღალი წნევის პირობებში და დაივინგის დროს გამოყენებისთვის. მისი გამოყენება დაშვებულია არაღრმა წყალთან დაკავშირებული აქტივობების დროს, როგორიცაა აუზში ან ოკეანეში ცურვა. წყლის მიმართ გამძლეობა არ არის მუდმივი და შესაძლოა შემცირდეს დროთა განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის, მათ შორის მოწყობილობის მოვლისა და გამოყენების ინსტრუქციებისთვის იხილე მომხმარებლის სახელმძღვანელო.
- Galaxy Watch Ultra-ს მიღებული აქვს MIL-STD-810H სერტიფიკატი: MIL-STD-810H წარმოადგენს US სამხედრო ძალების მიერ შექმნილ ტესტირების სტანდარტიზებულ ფორმას, რომლითაც ხდება მოწყობილობის შესაძლებლობების შეფასება, რაც მოიცავს მაღალი/დაბალი ტემპერატურის, სიმაღლის, ტენიანობის, ჩაძირვის, მარილის სპრეის, მტვრის, ვიბრაციის, ვარდნის და სხვა ფაქტორების მიმართ გამძლეობის ტესტებს. ტესტირება ტარდება კონკრეტულ გარემო პირობებში, შესაბამისად, რეალურ სიტუაციებში გამოყენებისას ეს მაჩვენებლები შესაძლოა განსხვავებული იყოს. ექსტრემალურ პირობებში გამოყენების შემთხვევაში ეს შედეგები გარანტირებული არ არის.
- კოსმოსური ხარისხის ტიტანიუმი გამოყენებულია მეტალის ჩარჩოს წინა და უკანა ნაწილების დასამზადებლად, გარდა ეკრანის და ფიზიკური ღილაკებისა. ჩარჩოს დანარჩენი ნაწილები დამზადებულია პლასტმასისგან და მე-2 მარკის ტიტანიუმისგან.
- შედარებულია წინა Galaxy Watch სერიის მოდელებთან.
- სტანდარტული მაჩვენებლები ეფუძნება მესამე მხარის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ტესტირების შედეგებს. სტანდარტული მაჩვენებელი არის მიახლოებითი საშუალო მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია ელემენტების ნიმუშების ტევადობის მაჩვენებლის გადახრის გათვალისწინებით, რომელთა ტესტირება განხორციელდა IEC 61960 სტანდარტის შესაბამისად. ნომინალური ტევადობაა 590mAh. ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქსელის პარამეტრების, გამოყენების პირობების და სხვა ფაქტორების მიხედვით.
- ვარჯიშისას ენერგიის დაზოგვის რეჟიმში შესაძლოა მიუწვდომელი გახდეს ზოგიერთი ფუნქცია, მაგალითად ინტერნეტ/Bluetooth კავშირის, IoT მართვის და სხვა ფუნქციები.
- საათის დამატებითი სამაჯურები იყიდება ცალკე.
- ქსოვილის სამაჯური იყიდება ცალკე.
- აქტიურდება, როდესაც ხდება მარშრუტის GPX ფორმატის ფაილის იმპორტირება ლაშქრობისთვის ან ველოსიპედის ტარებისთვის და Samsung Health-ის პარამეტრებში ეს მარშრუტი არჩეულია სამიზნე მარშრუტად.
- Track Back ფუნქციის გამოსაყენებლად, ლაშქრობის ან ველოსიპედის ტარების თითოეული სესიის დაწყებამდე უნდა მოხდეს მისი გააქტიურება Samsung Health-ის პარამეტრებში.
- სირენის ხმის სიმძლავრეა დაახლოებით 86 დეციბელი, რომელიც ისმის 180 მეტრამდე მანძილზე. ხმის სიმაღლე და გავრცელების მანძილი დამოკიდებულია გარემო პირობებზე.
- სირენის ხანგრძლივობა განსხვავდება ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობის მიხედვით.
- გადაუდებელი სიტუაციებისთვის არჩეული კონტაქტებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი. GPS-ის სიზუსტე შესაძლოა შეამციროს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სატელიტის სიგნალის შეფერხება ისეთი დაბრკოლებებით, როგორიცაა მაგალითად მაღალი შენობები.
- Galaxy Watch Ultra გამოირჩევა მტვრის მიმართ გამძლეობით და მინიჭებული აქვს IP68 რეიტინგი მესამე მხარის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე: ტესტირების კამერაში, რომელშიც მოთავსებული იყო მოწყობილობა, მოხდა 2 კგ ტალკის ფხვნილის შეფრქვევა (ნაწილაკების მაქს. დიამეტრი 0,05 მმ) თითოეულ კუბურ მეტრზე (მოწყობილობის შიგნით არსებული წნევა კამერაში არსებულ ჰაერის წნევაზე ნაკლები იყო) 2 საათის განმავლობაში. მტვრის მიმართ გამძლეობა შესაძლოა შეიცვალოს გამოყენების რეალური პირობების მიხედვით.
- Race ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ღია ცის ქვეშ სირბილის ან ველოსიპედის ტარების დროს. მონაცემების შესადარებლად, უნდა გაირბინო ადრე გამოყენებული მარშრუტი. მონაცემების შესადარებლად მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მაქსიმუმ 14 დღის წინ გენერირებული ჩანაწერი.
- Race ფუნქციის მეშვეობით შედეგების შედარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამჟამად არჩეული საწყისი წერტილი ემთხვევა წარსულში არჩეულ საწყის წერტილს. იმ შემთხვევაში, თუ საწყისი წერტილები იქნება სხვადასხვა, ავტომატურად მოხდება გადართვა სირბილის რეჟიმზე.
- Heart Rate Zone-ის პერსონალიზების ფუნქციის გააქტიურება ხდება ღია სივრცეში სირბილის აქტივობის არჩევისას. საჭიროა 4 კმ/სთ ან მეტი სიჩქარით უწყვეტად სირბილი 10 წუთზე მეტი დროის განმავლობაში.
- ღამის რეჟიმის გააქტიურება შესაძლებელია საათის მხოლოდ კონკრეტულ ციფერბლატების არჩევის შემთხვევაში.
- თავისუფალი სტილის სამაჯური იყიდება ცალკე.
- GPS accuracy may vary depending on network environment and other factors.
- ენერგიის ქულა ხელმისაწვდომია Android სმარტფონებზე (Android 11 ან უფრო ახალი ვერსია) და საჭიროებს Samsung Health აპლიკაციას (v6.27 ან უფრო ახალი ვერსია). საჭიროა Samsung account-ზე ავტორიზაცია. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და რეგიონის მიხედვით. ენერგიის ქულის შესამოწმებლად, უნდა მოხდეს Samsung Galaxy Watch-ის ან Samsung Galaxy Ring-ის მეშვეობით შეგროვებული ჯანმრთელობის მონაცემების სინქრონიზება Samsung Health App-თან. საჭიროა სულ მცირე წინა დღის აქტივობის, ძილის და ძილის დროს გულისცემის სიხშირის მონაცემები. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. შედეგები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
- პერსონალიზებული FTP-ის (ზღვრული ფუნქციური ენერგიის) გაზომვისთვის, Samsung Galaxy სმარტფონი დაკავშირებული უნდა იყოს ძალის მზომთან. FTP-ის უფრო ზუსტად გამოსათვლელად, აუცილებელია Galaxy Watch-ის დაკავშირება სმარტფონთან. FTP ავტომატურად გამოითვლება ველოსიპედით 4 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში საშუალო ან მაღალი ინტენსივობის რეჟიმში სიარულის შემდეგ. ამ დროს ველოსიპედზე დამაგრებული უნდა იყოს ძალის მზომი. ფუნქცია იყენებს მანქანურ სწავლებას, ამიტომ რაც უფრო ხშირად ივლით ველოდიპედით, მით უფრო ზუსტი იქნება გამოთვლილი FTP-ის მნიშვნელობა. ველოსიპედზე დასამაგრებელი ძალის მზომი.
- საჭიროებს Samsung Health აპლიკაციის 6.24 ან უფრო ახალ ვერსიას.
- Galaxy Watch Ultra დაწყვილებული უნდა იყოს Android 11 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Samsung Galaxy სმარტფონთან.
- ძილის მონიტორინგის ფუნქციები განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის და ფიტნეს მიზნებისთვის. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის ან ძილის დარღვევების გამოვლენის, დიაგნოსტირების, მკურნალობისთვის. გაზომვის მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
- ძილის ქოუჩინგის ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა სულ მცირე 7 დღის, მათ შორის 2 არასამუშაო დღის ძილის მონაცემები.
- არტერიული წნევის გაზომვის სიზუსტისთვის საჭიროა ჩაატარო მისი კალიბრაცია 4 კვირაში ერთხელ მანჟეტიანი წნევის აპარატის გამოყენებით. საჭიროა Android 9.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Samsung Galaxy სმარტფონი.
- არტერიული წნევის გაზომვის აპლიკაციის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და რეგიონის მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის სამედიცინო მოწყობილობის სახით (SaMD) გამოყენების დამტკიცებასთან/რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, არტერიული წნევის გაზომვის აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ იმ საათებსა და სმარტფონებზე, რომელთა შეძენაც მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია (თუმცა, სერვისით სარგებლობა შესაძლოა შეიზღუდოს, თუ მომხმარებელი გადაინაცვლებს იმ ქვეყანაში, სადაც ეს სერვისი არ არის ხელმისაწვდომი). დამატებითი ინფორმაციის და იმ ქვეყნების შესახებ სიახლეების მისაღებად, სადაც ხელმისაწვდომია ეს სერვისი, იხილე: https://www.samsung.com/apps/samsung-health-monitor არ არის განკუთვნილი 22 წელზე ნაკლები ასაკის მომხმარებლებისთვის.
- მომხმარებლებმა არტერიული წნევა უნდა გაიზომონ მოსვენებულ მდგომარეობაში, როგორც ამას ტრადიციული წნევის საზომი აპარატის გამოყენების შემთხვევაში გააკეთებდნენ და თავი უნდა შეიკავონ წნევის გაზომვისგან ვარჯიშის, თამბაქოს მოხმარების ან ალკოჰოლის მიღების დროს. არტერიული წნევის გაზომვის აპლიკაცია არ არის განკუთვნილი ჰიპერტენზიის ან სხვა გულის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის და 22 წელზე ნაკლები ასაკის მომხმარებლებისთვის. მომხმარებლებმა თავად არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია და არ უნდა მიიღონ თვითნებური სამედიცინო ზომები მხოლოდ მოწყობილობის მეშვეობით მიღებული მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სფეროს კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე. არტერიული წნევის გაზომვის აპლიკაცია არ წარმოადგენს დიაგნოსტიკის ან მკურნალობის ტრადიციული მეთოდების ალტერნატივას.
- არტერიული წნევის გაზომვების ისტორიის ნახვა შესაძლებელია დაკავშირებული სმარტფონის Samsung Health Monitor აპლიკაციაში. 36. არის განკუთვნილი ჯანმრთელობის რაიმე მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის და ფიტნეს მიზნებისთვის.
- არის განკუთვნილი ჯანმრთელობის რაიმე მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის და ფიტნეს მიზნებისთვის.
- სხეულის მდგომარეობის ფუნქცია მხარდაჭერილია მხოლოდ Samsung Galaxy Watch4 სერიის და უფრო გვიან გამოშვებულ Galaxy Watch მოდელებზე. სხეულის მდგომარეობის ფუნქციის გამოყენება დაუშვებელია იმპლანტირებული კარტდიოსტიმულატორის ან სხვა სამედიცინო მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში ან ორსულობის დროს. მოწყობილობის და აპლიკაციის მეშვეობით მოპოვებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც სამედიცინო რჩევა. სხეულის მდგომარეობის განსაზღვრის შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული 20 წლამდე მომხმარებლების შემთხვევაში. მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
- Compatible smartphones and available features may vary by country/region, carrier or device.
- გამოსახულება სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით. რეალური UX/ UI შეიძლება განსხვავებული იყოს.
- შეტყობინებების პასუხების რეკომენდაციების ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy Watch7 და Galaxy Watch Ultra მოდელებზე. საათზე დაინსტალებული უნდა იყოს Wear OS-ის უალესი ვერსია და დაწყვილებული უნდა იყოს One UI 6.1.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Galaxy Z Flip6-თან, 2024 წლის ივლისის მონაცემებით.
- სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება არჩეული ენის და აპლიკაციის მიხედვით. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
- ნაგულისხმევი პარამეტრებით Double Pinch ფუნქცია გამორთულია. ფუნქციის გამოსაყენებლად უნდა მოხდეს მისი გააქტიურება საათზე ან Samsung Galaxy Wearable აპლიკაციაში.
- Galaxy Watch Ultra დაწყვილებული უნდა იყოს One UI 6.1.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Samsung Galaxy სმარტფონთან.
- ქსოვილის სამაჯური და თავისუფალი სტილის სამაჯური იყიდება ცალკე.
- Multisport ფუნქციის „სწრაფი წვდომის“ ღილაკის მეშვეობით სამართავად, უნდა მოხდეს ამ ფუნქციის კონფიგურირება „სწრაფი წვდომის“ ღილაკის პარამეტრებში.
- FTP-ის განსაზღვრის ფუნქციით სარგებლობისთვის საჭიროა Samsung Health აპლიკაცია (6.27 ან უფრო ახალი ვერსია).
- AGEs ინდექსის განსაზღვრის ფუნქციით სარგებლობისთვის საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია და Samsung Health აპლიკაციის 6.27 ან უფრო ახალი ვერსია. ხელმისაწვდომია Android OS 10 (Q OS) ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე მოწყობილობებზე. AGEs ინდექსის ფუნქცია მხარდაჭერილია Samsung Galaxy Watch7-ზე და უფრო გვიან გამოშვებულ Samsung Galaxy Watch მოდელებზე.
- არ არის განკუთვნილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირების და მკურნალობისთვის. AGEs ინდექსი წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
- Galaxy Watch Ultra იყენებს ოპტიკური ბიო-სიგნალის სენსორს, რომელიც მუშაობს IEC 62471 უსაფრთხოების რეგულაციების სტანდარტის შესაბამისად განსაზღვრული დიაპაზონის ფარგლებში.
- საჭიროა Galaxy Watch7-ის, Galaxy Watch Ultra-ს და Galaxy Ring-ის დაწყვილება Android 11.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე სმარტფონთან და სულ მცირე 1,5 GB მეხსიერება.
- Galaxy Buds-ის Bluetooth Audio-ს სახით დაკავშირება შესაძლებელია ნებისმიერ OS მოწყობილობასთან, თუმცა Galaxy Wearable აპლიკაციაში დამატებითი პარამეტრების კონფიგურაციისთვის საჭიროა Galaxy Buds-ის დაწყვილება Android 10.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე სმარტფონთან და სულ მცირე 1.5GB მეხსიერება.
- Galaxy Wearable აპლიკაციის დამატებითი პარამეტრები მოიცავს Noise Control, Adaptive EQ, Pinch Control ფუნქციებს და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას.
- ზოგიერთი ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ Samsung Galaxy სმარტფონებზე.
- Galaxy Wearable აპლიკაცია არ არის მხარდაჭერილი iOS მოწყობილობებზე.
- Samsung Health Monitor აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Galaxy სმარტფონებზე.
- Gesture და Find My Ring ფუნქციები ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Galaxy სმარტფონებზე.
- Galaxy Watch7-ის და Galaxy Watch Ultra-ს შეტყობინებებზე პასუხის რეკომენდაციების ფუნქცია (Suggested Replies) ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Galaxy სმარტფონებზე.
- ფუნქციების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის, რეგიონის და ოპერატორის მიხედვით.
- Android წარმოადგენს Google LCC-ის სავაჭრო ნიშანს.
მახასიათებლები
-
NFC
კი
-
Bluetooth ვერსია
Bluetooth v5.3
-
ზომა (მთავარი ეკრანი)
1.5" (37.3mm)
-
პროცესორი
1.6GHz, 1.5GHz
-
შიდა მეხსიერება (GB)
32
-
სენსორები
აქსელერომეტრი, ბარომეტრი, ბიოელექტრული წინაღობის სენსორი, ელექტრო კარდიოგრამა, გიროსკოპი, ელ. კომპასი, ტემპერატურის ინფრა წითელი სენსორი, ნათების სენსორი, გულისცემის ოპტიკური სენსორი
-
SIM ზომა
ჩაშენებული SIM
-
ინფრაწითელი
3G WCDMA, 4G LTE FDD, 4G LTE TDD
-
3G UMTS
B1(2100), B2(1900), B4(AWS), B5(850), B8(900)
-
4G FDD LTE
B1(2100), B2(1900), B3(1800), B4(AWS), B5(850), B7(2600), B8(900), B12(700), B13(700), B14(700), B18(800), B19(800), B20(800), B25(1900), B26(850), B28(700), B66(AWS-3), B71(600)
-
4G TDD LTE
B40(2300)
-
აუდიოს დაკვრის ფორმატი
MP3, M4A, 3GA, AAC, OGG, OGA, WAV, AMR, AWB
-
ლოკაციის ტექნოლოგია
GPS, Glonass, Beidou, Galileo
-
Wi-Fi
802.11a/b/g/n 2.4GHz+5GHz
-
NFC
კი
-
Bluetooth ვერსია
Bluetooth v5.3
-
Bluetooth პროფილი
A2DP, AVRCP, HFP, HSP
-
Wear OS Powered by Samsung
-
ტექნოლოგია (მთავარი ეკრანი)
Super AMOLED
-
ზომა (მთავარი ეკრანი)
1.5" (37.3mm)
-
რეზოლუცია (მთავარი ეკრანი)
480 x 480
-
ფერების სიღრმე (მთავარი ეკრანი)
16M
-
CPU სიჩქარე
1.6GHz, 1.5GHz
-
CPU ტიპი
Penta-Core
-
ოპერატიული მეხსიერება (GB)
2
-
შიდა მეხსიერება (GB)
32
-
ხელმისაწვდომი შიდა მეხსიერება (GB)
21.1
-
აქსელერომეტრი, ბარომეტრი, ბიოელექტრული წინაღობის სენსორი, ელექტრო კარდიოგრამა, გიროსკოპი, ელ. კომპასი, ტემპერატურის ინფრა წითელი სენსორი, ნათების სენსორი, გულისცემის ოპტიკური სენსორი
-
მოწყობილობის ზომა (HxWxD, mm)
47.4 x 47.1 x 12.1 მმ
-
კორპუსის წონა (g)
60.5 გ
-
გამძლეობა
10 ATM
-
ელემენტის მოცულობა (mAh, ტიპური)
590
-
მოხსნადი
არა
-
გამოყენების დრო (საათი, AOD Off)
მდე 80
-
გამოყენების დრო (საათი, AOD On)
მდე 60
-
ტიპური გამოყენების დრო (Power Saving ჩართულია, საათი)
არა უმეტეს 100
-
გარე ვარჯიში, GPS ჩართულია (Power Saving ჩართულია, სთ.)
არა უმეტეს 48
-
ფერი
ტიტანიუმ ნაცრისფერი
მომხმარებლის ინსტრუქცია და ჩაწერა
ხშირად დასმული შეკითხვები
- რა არის Galaxy მოწყობილობის ორსიხშირიანი GPS
- Galaxy Watch Ultra მოწყობილობის ციფერბლატის ღამის რეჟიმი
- როგორ გამოვიყენო სწრაფი გაშვების ღილაკი Galaxy Watch Ultra მოწყობილობაზე
- Galaxy Watch Ultra და Watch7 მოწყობილობების უსადენო დამუხტვა და უსადენო უკუდამუხტვა
- როგორ დავაკავშირო Samsung Galaxy მოწყობილობასთან ერთდროულად ორი Bluetooth მოწყობილობა
ბოლოს ნანახი