Bespoke Jet Plus 210W უნივერსალური Clean Station

VS20B95823W/EV

აირჩიე ფერი

ფერი :
  • თეთრი ხაზი
    გაუმჯობესებული უნივერსალური Clean Station
  • ახლო ხედის შიდა ილუსტრაცია Bespoke Jet Plus-ის HexaJet Motor-ს აქვს ლურჯი ზოლები, რომლებიც აჩვენებენ ძლიერ შეწოვას.
    გაუმჯობესებული წმენდის პროცესი და შედეგები
  • თეთრი ხაზი
    HexaJet Motor

სრულყოფილი წმენდა და კომფორტი

მარტივი და ჰიგიენური დაცლა დამუხტვის დროს

გაუმჯობესებული უნივერსალური Clean Station

მარტივად და ჰიგიენურად დაცალე მტვრის კონტეინერი მტვერსასრუტის დამუხტვის დროს. „Air Pulse“ ტექნოლოგია დაგეხმარება მტვრის კონტეინერის ეფექტურად დაცლაში. გაფილტვრის სისტემა იჭერს მტვრის უმცირესი ნაწილაკების 99.999%**-ს და ავტომატურად ხურავს საფარს კონტეინერის დაცლის შემდეგ.

Ნაბიჯი 1. დააჭირეთ ღილაკს. Bespoke Jet plus სავსე ნაგავსაყრელი განთავსებულია All-in-one Clean Station-ზე. ერთი შეხებით მტვერი ეშვება სუფთა სადგურში. ნაბიჯი 2. ნაგვის ურნის დაცლა. ლურჯი ზოლები ასახავს ძლიერ შეწოვას. ნაბიჯი 3. ავტომატური დახურვის ურნა. ჩნდება სერთიფიკატი, რომელიც მიუთითებს SLG Dust-ის შესანარჩუნებლად წვრილი მტვრის 99,999%** შეკავების შესაძლებლობაზე. Ნაბიჯი 1. დააჭირეთ ღილაკს. Bespoke Jet plus სავსე ნაგავსაყრელი განთავსებულია All-in-one Clean Station-ზე. ერთი შეხებით მტვერი ეშვება სუფთა სადგურში. ნაბიჯი 2. ნაგვის ურნის დაცლა. ლურჯი ზოლები ასახავს ძლიერ შეწოვას. ნაბიჯი 3. ავტომატური დახურვის ურნა. ჩნდება სერთიფიკატი, რომელიც მიუთითებს SLG Dust-ის შესანარჩუნებლად წვრილი მტვრის 99,999%** შეკავების შესაძლებლობაზე.
* დაფუძნებულია სხვადასხვა ტიპის მტვერზე ჩატარებული შიდა ტესტირების შედეგებზე. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამოყენების რეალური პირობების მიხედვით.** ტესტირება ჩატარებულია SLG Prüf- und Zertifizierungs GmbH-ის IEC 62885-2, CL.5.11 სტანდარტის შესაბამისად. შედეგები შესაძლოა განხვავდებოდეს გამოყენების რეალური პირობების მიხედვით. იგულისხმება მტვრის ნაწილაკები, რომელთა ზომაა 0.5-4.2µm.

უაღრესად ეფექტური და სრულყოფილი წმენდა

გაუმჯობესებული წმენდის ტექნოლოგია

გაასუფთავე იატაკი ეფექტურად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. HexaJet Motor-ის შეწოვის მაქსიმალური სიმძლავრეა 210W*. ჰაერის სისტემის აეროდინამიური დიზაინი ახდენს ჰაერის ნაკადის ოპტიმიზებას, ხოლო მულტი-ციკლონური ჰაერის გაფილტვრის სისტემა ეფექტურად შეიწოვს მტვრის უმცირეს ნაწილაკებსაც კი. გარდა ამისა, შემცირებულია მოტორის წონაც**, რაც ამარტივებს მოწყობილობის კონტროლს.

* დაფუძნებულია SLG Prüf- und Zertifizierungs GmbH-ის მიერ, IEC62885-4 Cl.5.8 სტანდარტის შესაბამისად ჩატარებული ტესტირების შედეგებზე. მონაცემები აღებულია არა-მოტორიზებული ინსტრუმენტის შემავალი ჰაერის ხვრელიდან, ცარიელი მტვრის კონტეინერით, Jet რეჟიმის და მაღალი სიმძლავრის, სრულად დამუხტული ელემენტის გამოყენებით. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამოყენების რეალური პირობების მიხედვით.** VS9000 მოტორი: 205გ. ახალი მოტორი: 109გ.

შეწოვის მაღალი სიმძლავრე, გაუმჯობესებული მობილურობა

HexaJet Motor

გაწმინდე ეფექტურად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. მსუბუქ* და მძლავრ HexaJet Motor-ს გააჩნია ინოვაციური დიზაინი, რაც ახდენს ჰაერის ნაკადის და ეფექტურობის ოპტიმიზებას და აქვს მუშაობის 10-წლიანი გარანტია**. ის კომპაქტური და მსუბუქია, თუმცა ბრუნვის მაქსიმალური სიჩქარე 135,000rpm-ს, შემავალი სიმძლავრე 580W-ს,*** ხოლო შეწოვის სიმძლავრე 210W-ს**** აღწევს.

Bespoke Jet Plus-ის HexaJet ძრავა დაიშალა, ლურჯი ზოლები მიედინება ქვემოდან ზევით, რაც მიუთითებს ძლიერ შეწოვის ძალაზე. მარჯვნივ ტექსტი ჩნდება ცალ-ცალკე: 47%-ით მსუბუქია* ქვემოთ ისარით, ბრუნავს 135000 ბრ/წთ-ით, შეყვანის სიმძლავრე 580w*** და შეწოვის სიმძლავრე 210w****. ციფრული ინვერტორული ძრავის გარანტია 10 წელია. შრომის ხარჯები გამორიცხულია და იხილეთ სრული პირობები ონლაინ. Bespoke Jet Plus-ის HexaJet ძრავა დაიშალა, ლურჯი ზოლები მიედინება ქვემოდან ზევით, რაც მიუთითებს ძლიერ შეწოვის ძალაზე. მარჯვნივ ტექსტი ჩნდება ცალ-ცალკე: 47%-ით მსუბუქია* ქვემოთ ისარით, ბრუნავს 135000 ბრ/წთ-ით, შეყვანის სიმძლავრე 580w*** და შეწოვის სიმძლავრე 210w****. ციფრული ინვერტორული ძრავის გარანტია 10 წელია. შრომის ხარჯები გამორიცხულია და იხილეთ სრული პირობები ონლაინ.
* VS9000 მოტორი: 205გ. ახალი მოტორი: 109გ.** ნაწილების გამართულად ფუნქციონირების 10 წლიანი გარანტია არ მოიცავს სამუშაოს ღირებულებას და ვრცელდება გაყიდვაში მხოლოდ 2023 წლის იანვრის შემდეგ ჩაშვებულ მტვერსასრუტების Digital Inverter Motor-ზე. გარანტია ვრცელდება მხოლოდ HexaJet Motor-ზე (Digital Inverter Motor). პირობების სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ონლაინ.*** დაფუძნებულია IEC 60335-1 Cl. 10 სტანდარტის საფუძველზე ჩატარებული შიდა ტესტირების შედეგებზე.**** დაფუძნებულია SLG Prüf- und Zertifizierungs GmbH-ის, IEC62885-4 Cl.5.8 სტანდარტის საფუძველზე ჩატარებული ტესტირების შედეგებზე.

წარმადობა

შეწოვის უმაღლესი სიმძლავრე და სუფთა ჰაერი

Jet Cyclone

ისიამოვნე ჰაერის სისუფთავით და შეწოვის უმაღლესი სიმძლავრით Jet Cyclone-ის მაღალეფექტური, მულტი-ციკლონური სტრუქტურის მეშვეობით. ჰაერის მოძრაობის ოპტიმალური გზა ამცირებს ჰაერის წინააღმდეგობას, ხოლო 9 ციკლონის და 27 საჰაერო ხვრელის წყალობით მინიმუმამდე მცირდება შეწოვის სიმძლავრის დანაკარგი.

გაფილტვრა

უაღრესად ეფექტური გაფილტვრის მექანიზმი სუფთა ჰაერის მიღების და გამოშვების მიზნით

99.999% მრავალდონიანი გაფილტვრის სისტემა

გაფილტვრის მრავალდონიანი სისტემა იჭერს მტვრის ნაწილაკების 99.999%-ს*** და უშვებს სუფთა ჰაერს, გარდა ამისა, ის ამცირებს შინაური ცხოველების ალერგენების რაოდენობას. მთავარი ციკლონი და ცხაურის ლითონის ფილტრი აგროვებს მტვრის მსხვილ ნაწილაკებს.

*დაფუძნებულია SLG Prüf- und Zertifizierungs GmbH-ის მიერ IEC 62885-4 Cl. 5.11 სტანდარტის შესაბამისად, Jet რეჟიმში ჩატარებული ტესტირების შედეგებზე. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამოყენების რეალური პირობებიდან გამომდინარე.** დაფუძნებულია BAF-ის (ბრიტანეთის ალერგიის ფონდის) მიერ გაცემულ Allergy UK Seal of Approval სერტიფიკატს. ამცირებს სახლის მტვრის ტკიპების, კატების, ძაღლების და ყვავილის მტვრის ალერგიულ ზემოქმედებას.*** იგულისხმება მტვრის ნაწილაკები, რომელთა ზომაა 0.5-4.2µm.

მსუბუქი

მსუბუქი დიზაინი დასუფთავების პროცესის გასამარტივებლად

მსუბუქი დიზაინი

დაასუფთავე სახლი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, მარტივად სამართავი მოწყობილობის მეშვეობით. მსუბუქი დიზაინი საშუალებას გაძლევს მაქსიმალურად ისარგებლო მოწყობილობის შესაძლებლობებით, მაჯაზე ზედმეტი დაწოლის გარეშე. ხელში დასაჭერი მოწყობილობის წონა სულ რაღაც 1,44 კგ-ია, რაც 24%-ით უფრო მსუბუქია

* შედარებულია Samsung VS8000 მოდელთან. ხელში დასაჭერი მოწყობილობის წონა: BESPOKE Jet Plus 1,44 კგ შედარებულია VS8000 მოდელის 1,89 კგ-სთან.

ელემენტი

ერთი ელემენტით მუშაობს 60 წუთამდე*

მოსახსნელი და უფრო მძლავრი ელემენტი

ისიამოვნე დასუფთავების უფრო ხანგრძლივი პროცესით, ხელახლა დამუხტვის საჭიროების გარეშე. მაღალი ტევადობის ელემენტი მუშაობს 60 წუთამდე*. გარდა ამისა, შესაძლებელია მისი შეცვლა სათადარიგო ელემენტით**, რის შემდეგაც მუშაობის ხანგრძლივობა 120 წუთამდე გაიზრდება.

* ზემოხსენებული მუშაობის ხანგრძლივობა მოქმედებს დიდი ტევადობის ელემენტის (2500mA) და მინიმალური სიმძლავრის გამოყენებისას, როდესაც მიმაგრებულია არა-მოტორიზებული ინსტრუმენტი. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამოყენების რეალური პირობებიდან გამომდინარე. სათადარიგო ელემენტი იყიდება ცალკე, აქსესუარის სახით.*** საწყისი სიმძლავრის 70%-ს ინარჩუნებს დაახლოებით 500 ციკლის განმავლობაში ელემენტის პაკეტის ტევადობიდან (2500 mA) გამომდინარე. 1 ციკლი: ელემენტის სრულად დაცლა სრულად დამუხტვის შემდეგ (100% ~ 0%). შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამოყენების რეალური პირობებიდან გამომდინარე. დაფუძნებულია შიდა ტესტირების შედეგებზე.**** 2 წლიანი გარანტია ვრცელდება მხოლოდ ელემენტზე და არ მოიცავს სტანდარტული მოხმარებასა და ცვეთაზე. ელემენტის შეცვლა შესაძლებელია უფასოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა 500-ზე ნაკლები ციკლის განმავლობაში გამოყენება და შენარჩუნებულია საწყისი სიმძლავრის 70%. 1 ციკლი: ელემენტის სრულად დაცლა

მოხერხებულობა

მარტივად დასაცლელი და სრულად რეცხვადი მტვრის კონტეინერი

რეცხვადი მტვრის კონტეინერი

შეინარჩუნე მტვრის კონტეინერი ჰიგიენურად სუფთა მდგომარეობაში და მარტივად დაცალე მტვერსასრუტი. შესაძლებელია 0.8ლ-იანი მტვრის კონტეინერის, მათ შორის მრავალციკლონიენი სისტემის სრულად გარეცხვა და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება*.

* გაწმენდის შემდეგ, გამოყენებამდე, აუცილებელია მტვრის ფილტრის სრულად გაშრობა 24 საათის განმავლობაში, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.

სტატუსის მარტივად შემოწმების შესაძლებლობა

LCD ციფრული ეკრანი

სხვადასვა ენის მხარდაჭერის მქონე LCD ციფრული ეკრანის მეშვეობით შეძლებ მარტივად აკონტროლო მტვერსასრუტი და მიიღო საჭირო ინფორმაცია. უმარტივესად შეგიძლია შეამოწმო შესრუტვის დონე და ელემენტის მუშაობის დარჩენილი ხანგრძლივობა.

მსუბუქი და ერგონომიული, მარტივი დასუფთავებისთვის

Telescopic Pipe

დაასუფთავე სახლი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, მარტივად სამართავი მოწყობილობის მეშვეობით. მსუბუქი დიზაინი საშუალებას გაძლევს მაქსიმალურად ისარგებლო მოწყობილობის შესაძლებლობებით, ხელის ზედმეტად დაძაბვის გარეშე.

ჯაგრისი

მყარი იატაკების პროფესიონალური წმენდა

Jet Dual Brush*

ისიამოვნე სხვადასხვა ტიპის იატაკის დასუფთავების პროცესის ეფექტურობით. Jet Dual Brush-ის* რბილი ლილვაკი იღებს მტვერს** მყარი იატაკიდან. ნეილონის და რეზინის ჯაგრისები ეფექტურად იღებს თმას და აუმჯობესებს ხალიჩების წმენდის ეფექტურობის დონეს. მათი ბრუნვის სიხშირეა 4000rpm

*მოწოდებული ჯაგრისები და აქსესუარები განსხვავებული იქნება თითოეული მოდელის კომპონენტების შესაბამისად.** ვრცელდება მტვრის ნაწილაკებზე, რომელთა ზომაც 5,5 მმ-ზე ნაკლებია.*** დაფუძნებულია შიდა ტესტირების შედეგებზე, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა Min, Mid, Max და Jet რეჟიმები. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამოყენების ინდივიდუალური პირობებიდან გამომდინარე.

მყარი იატაკების პროფესიონალური წმენდა

Slim LED Brush*

Slim LED Brush-ის* მეშვეობით შესაძლებელია მტვრის უმცირესი ნაწილაკების აღება მყარი იატაკიდან. LED ნათურის წყალობით შესაძლებელია მტვრის შემჩნევა ბნელ კუთხეებსა და ადგილებში, როგორიცაა საწოლის ქვეშ არსებული სივრცე. მოწყობილობა უფრო წვრილი და მსუბუქია

*მოწოდებული ჯაგრისები და აქსესუარები განსხვავებული იქნება თითოეული მოდელის კომპონენტების შესაბამისად.** შედარებულია სტანდარტულ Soft Action Brush-თან. სიმაღლე შემცირებულია 65 მმ-დან 58 მმ-მდე (6mm↓), ხოლო წონა შემცირებულია 800 გ-დან 700 გ-მდე (100 გ↓).

გაწმინდე მყარი იატაკი ორმაგი სველი საფენით

Spray Spinning Sweeper*

მარტივად გაწმინდე მყარი იატაკები Spray Spinning Sweeper-ის მეშვეობით*. ორმაგი საფენები ბრუნავს 260rpm სიჩქარით მაქსიმუმ 100 წუთის განმავლობაში**, ასევე გაზრდილია მათი ზომა და წონა***. დამატებით წყლის შესხურება შეგიძლია ხელით, 150მლ წყლის ავზის გამოყენებით. წყლის ავზი**** და მიკრობოჭკოვანი საფენები**

* თითოეულ მოდელს მოყვება განსხვავებული ტიპის ჯაგრისები.** ზემოხსენებული მუშაობის ხანგრძლივობა ვრცელდება „Wet“ რეჟიმზე, სრულად დამუხტული ელემენტის და Spray Spinning Sweeper-ის გამოყენებისას.*** დაფუძნებულია სტანდარტულ Spinning Sweeper-თან შედარების შედეგებზე: ჯაგრისის წონა= 1,4 კგ (სავსე წყლის ავზით) შედარებულია 1,02 კგ-სთან. საფენის ზომა: დიამეტრი=170 მმ შედარებულია 150 მმ-სთან.**** დაფუძნებულია JIS Z 2801 სტანდარტის შესაბამისად ჩატარებული შიდა ტესტირების შედეგებზე. შედეგები ინტერპრეტირებულია Intertek-ის მიერ. აშორებს ნაწლავის ჩხირის და ოქროსფერი სტაფილაკოკის ბაქტერიების 99%-ს. არ არის მხარდაჭერილი აშშ-სა და კანადაში. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამოყენების რეალური პირობებიდან გამომდინარე.***** დაფუძნებულია Korea Analysis Test Researcher-ის მიერ AATCC-100, JIS-L-1902, KS K 0693, KS K 0890 და AATCC-147 სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული ტესტირების შედეგებზე.

აქსესუარები

იღებს შინაური ცხოველების ბეწვს

Pet Tool + (არასავალდებულო)

მარტივად გაწმინდე ნებისმიერი ტიპის იატაკი შინაური ცხოველების ბეწვისგან. Pet Tool+-ის მეშვეობით შესაძლებელია შინაური ცხოველების მცირე ზომის, ძნელად შესამჩნევი ბეწვის აღება, რადგან ჯაგრისი აღჭურვილია რეზინის თავაკითა და ჯაგრისებით.

*არ გამოიყენოთ Pet Tool+ პატარა სივრცეში დიდი ხნის განმავლობაში და არ ატრიალოთ Pet Tool+ ერთი და იმავე ადგილას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.** დროთა განმავლობაში მოწყობილობაში შესაძლოა ჩარჩეს ბეწვის გარკვეული რაოდენობა.

შეინახე შენი აქსესუარები სუფთად და უსაფრთხოდ

Accessory Cradle

უსაფრთხოდ და სუფთად შეინახე შენი აქსესუარები Accessory Cradle-ში. ასე გაგიმარტივდება აქსესუარების მოძებნა და შეძლებ მათი შენახვისთვის საჭირო სივრცის ეფექტურად დაზოგვას. გარდა ამისა, გაგიმარტივდება მათი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას გადატანა.

*მოწოდებული ჯაგრისები და აქსესუარები განსხვავებული იქნება თითოეული მოდელის კომპონენტების შესაბამისად.

გაწმინდე მეტი სივრცე, უფრო სრულყოფილად

ინსტრუმენტები (Long Reach Crevice Tool, Combination Tool, Flex Tool)

რა შედის კომპლექტში

რა შედის კომპლექტში

რა შედის კომპლექტში

რა შედის კომპლექტში

მახასიათებლები

{{family.currentModel.displayName}}

{{family.currentModel.modelCode}}

ფერი : {{chip.displayName}}
{{model.prices.currentPriceDisplay}}
{{model.prices.monthlyPrice}}დან თვეში {{model.prices.months}} თვეში
ან {{model.prices.currentPriceDisplay}}
Price without VAT: {{model.prices.vatFreePriceFormatted}}

Price with discount: {{model.prices.currentPriceDisplay}}

Price before: {{model.prices.priceDisplay}}

{{model.prices.priceDisplay}} {{model.prices.savePrice}}
  • {{summary.title}}

    {{summary.value}}{{summary.unit}}

  • {{summary.title}}

შეადარე მოდელები

შეადარე მსგავს მოწყობილობებს

ბოლოს ნანახი

*ძირითადი ფუნქცია შეიძლება განსხვავდებოდეს ძირითადი მახასიათებლისგან.