საიტი იყენებს Cookie-ებს შენი გამოცდილების პერსონალიზირებისთვის, საიტის მომხმარებელთა ანალიზისთვის და შენს კალათაში პროდუქციის ზედამხედველობისთვის. ღილაკზე "ვეთანხმები" დაჭერით ან და საიტზე გადასვლით შენ ეთანხმები Samsung-ის Cookies პოლიტიკას
დეტალურად
AI-თ მხარდაჭერილი უნივერსალური მტვერსასრუტი ორთქლით დეზინფექციის ფუნქციით
AI მხარდაჭერა და წმენდა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე
ობიექტების ამოცნობის ჭკვიანი AI ფუნქცია
დაასუფთავე სახლი ფრთხილი და ეფექტური მეთოდებით. მტვერსასრუტს აქვს ადამიანების, შინაური ცხოველების და სხვადასხვა ობიექტის**, მათ შორის რთულად შესამჩნევი ნივთების ამოცნობის* ფუნქცია; გარდა ამისა, მას აქვს სივრცეების კატეგორიებად დაყოფის შესაძლებლობაც***. მას აქვს დალაქავებული ადგილების ამოცნობის და ღრმა წმენდის ფუნქციები****. გარდა ამისა, ის განსაზღვრავს ხალიჩის სისქეს ზედმეტად დასველების თავიდან ასაცილებლად და ღრმა წმენდისთვის*.
* ეფუძნება ჩვენი ღრმა დასწავლის მოდელს, რომლისთვისაც გამოიყენება მონაცემთა წინასწარ მომზადებული პაკეტები და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება იყოს არასრული ან არასწორი. ინფორმაციის სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით, პერიოდულად შესაძლოა მოხდეს ახალი მონაცემების დამატება ჩვენს დასწავლის მოდელში.** ობიექტების ამოცნობის ფუნქციის ეფექტურობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს ობიექტის ფორმამ ან გარემო პირობებმა. შეუძლია მხოლოდ კონკრეტული ტიპის ობიექტების ამოცნობა. ობიექტების მაგალითები: კონდიციონერი (დასადგამი ტიპის), მაცივარი, BESPOKE (მაცივარი/ჭურჭლის სარეცხი მანქანა), ტელევიზორი,
სარეცხი მანქანა/საშრობი, ჰაერის გამწმენდი, AirDresser, დივანი, საწოლი, წიგნების თარო, მაგიდა, შინაური ცხოველების ექსკრემენტები, ელექტრო კაბელი, პირსახოცი/წინდა, ფინჯანი, ჭიქა, ბოთლი, თასი, ვაზა, იატაკის მატი, ფარდაგი, ქურთუკების საკიდი, ფეხსაცმელები, პლატფორმა, სასწორი, დენის გამანაწილებელი, ავეჯი განივი ძელით, ავეჯის ფეხები, ბორბლებიანი სავარძელი, შინაური ცხოველების ბეწვის გორგალი, სმარტფონის კაბელი, ლაქა, კარის ზღურბლი და შესასვლელი. დალაქავებული ზედაპირის ამოცნობის ფუნქცია წინასწარ უნდა გააქტიურდეს SmartThings აპლიკაციის მეშვეობით. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.*** შეუძლია მხოლოდ კონკრეტული სივრცეების ამოცნობა. სივრცეების მაგალითები: სამზარეულო, მისაღები ოთახი და სტანდარტული ოთახი.
საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.**** ზედაპირის დალაქავებულ ზონად იდენტიფიცირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა მყარი, ფერადი, გაუმჭვირვალე ლაქა, მაგალითად წვენის გამხმარი ლაქა, 4 სმ x 4 სმ ან უფრო დიდი ზომის. დალაქავებული ზედაპირის ამოცნობის ფუნქციის ეფექტურობაზე შესაძლოა იმოქმედოს ლაქის ზომამ ან იატაკის მდგომარეობამ, მაგალითად იატაკის დიზაინმა. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.
დაბრკოლებების თავის არიდების და დასუფთავების ჭკვიანი ფუნქციები
AI Object Recognition ფუნქცია*
ფრთხილი და ეფექტური წმენდა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. AI DNN** მოდელის და კამერის გამოყენებით, მოწყობილობა ამოიცნობს* სხვადასხვა ობიექტს***, მათ შორის ადამიანებს****, შინაურ ცხოველებს***** და რთულად შესამჩნევ ნივთებს, რათა გვერდი აუაროს მათ ან დაასუფთავოს მათ გარშემო არსებული სივრცე. გარდა ამისა, მას შეუძლია დალაქავებული ზედაპირების ამოცნობა და გასუფთავება და სივრცეების კლასიფიკაცია******.
* ეფუძნება ჩვენი ღრმა დასწავლის მოდელს, რომლისთვისაც გამოიყენება მონაცემთა წინასწარ მომზადებული პაკეტები და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება იყოს არასრული ან არასწორი. ინფორმაციის სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით, პერიოდულად შესაძლოა მოხდეს ახალი მონაცემების დამატება ჩვენს დასწავლის მოდელში.** AI ღრმა ნეირონული ქსელი.*** ობიექტების ამოცნობის ფუნქციის ეფექტურობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს ობიექტის ფორმამ ან გარემო პირობებმა. შეუძლია მხოლოდ კონკრეტული ტიპის ობიექტების ამოცნობა. ობიექტების მაგალითები: კონდიციონერი (დასადგამი ტიპის), მაცივარი, BESPOKE (მაცივარი/ჭურჭლის სარეცხი მანქანა), ტელევიზორი, სარეცხი მანქანა/საშრობი, ჰაერის გამწმენდი, AirDresser, დივანი, საწოლი, წიგნების თარო, მაგიდა, შინაური ცხოველების ექსკრემენტები,
ელექტრო კაბელი, პირსახოცი/წინდა, ფინჯანი, ჭიქა, ბოთლი, თასი, ვაზა, იატაკის მატი, ფარდაგი, ქურთუკების საკიდი, ფეხსაცმელები, პლატფორმა, სასწორი, დენის გამანაწილებელი, ავეჯი განივი ძელით, ავეჯის ფეხები, ბორბლებიანი სავარძელი, შინაური ცხოველების ბეწვის გორგალი, სმარტფონის კაბელი, ლაქა, კარის ზღურბლი და შესასვლელი. დალაქავებული ზედაპირის ამოცნობის ფუნქცია წინასწარ უნდა გააქტიურდეს SmartThings აპლიკაციის მეშვეობით. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.**** მოწყობილობას ადამიანის ამოცნობა შეუძლია მხოლოდ ზოგადი ვიზუალური ინდიკატორების საფუძველზე, მას არ აქვს კონკრეტული ადამიანების ამოცნობის ფუნქცია.
ობიექტის ამოცნობის ფუნქციის ეფექტურობაზე შესაძლოა იმოქმედოს სხვადასხვა ფაქტორებმა, მაგალითად სიტუაციამ, სადაც ადამიანის სხეულის მთლიანად დანახვა არ არის შესაძლებელი. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.***** შეუძლია მხოლოდ ძაღლების და კატების ამოცნობა. მოწყობილობას შინაური ცხოველების ამოცნობა შეუძლია მხოლოდ ზოგადი ვიზუალური ინდიკატორების საფუძველზე, მას არ აქვს კონკრეტული ცხოველების ამოცნობის ფუნქცია. ობიექტის ამოცნობის ფუნქციის ეფექტურობაზე შესაძლოა იმოქმედოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა კატის ჯდომის ან დგომის პოზიცია.
შინაური ცხოველის ამოცნობის შესაძლებლობაზე შესაძლოა იმოქმედოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ცხოველის ტიპი და გარემო პირობები. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში. ****** შეუძლია მხოლოდ კონკრეტული სივრცეების ამოცნობა. სივრცეების მაგალითები: სამზარეულო, მისაღები ოთახი და სტანდარტული ოთახი. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.
ოთახების მარტივად ამოცნობის და რუკის შედგენის ფუნქცია
Spatial Recognition ფუნქცია
შენი სახლის ოთახების ამოცნობის შესაძლებლობა. ობიექტების ამოცნობის გარდა, სივრცეების ამოცნობის ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია მოწყობილობების და ავეჯის ამოცნობაც*, შემდეგ კი მათი მონიშვნა რუკაზე. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით ხდება ობიექტების განლაგების განსაზღვრა და თითოეული მონიშნული სივრცისთვის სახელის შერჩევა**.
* ობიექტების ამოცნობის ფუნქციის ეფექტურობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს ობიექტის ფორმამ ან გარემო პირობებმა. შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ავეჯის და მოწყობილობების ამოცნობა. ობიექტების მაგალითები: კონდიციონერი (დასადგამი ტიპის), მაცივარი, BESPOKE (მაცივარი/ჭურჭლის სარეცხი მანქანა), ტელევიზორი, სარეცხი მანქანა/საშრობი, ჰაერის გამწმენდი, AirDresser, დივანი, საწოლი, წიგნების თარო, მაგიდა, ავეჯი განივი ძელით, ავეჯის ფეხები და ბორბლებიანი სავარძელი. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.** შეუძლია მხოლოდ კონკრეტული სივრცეების ამოცნობა. სივრცეების მაგალითები: სამზარეულო, მისაღები ოთახი და სტანდარტული ოთახი. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.
ლაქების ავტომატურად ამოცნობის და გაწმენდის შესაძლებლობა
Stained Area Deep Cleaning ფუნქცია
ღრმა წმენდის ტექნოლოგია ლაქების ამოსაყვანად. Stained Area Deep Cleaning ფუნქცია იატაკზე ლაქების ამოსაცნობად ობიექტების ამოცნობის ტექნოლოგიას იყენებს**. წმენდის ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ, ის ხელახლა გაწმენდს დალაქავებულ ზედაპირს საწმენდი ტილოების გამოყენებით, რომლებიც ცხელდება ორთქლის და წყლის მეშვეობით Clean Station Steam+ განყოფილებაში.
ხალიჩების დაცვა დასველებისგან და გაჭუჭყიანებისგან
AI Floor Detect ფუნქცია***
ეფექტური წმენდა ხალიჩების დასველების გარეშე. AI Floor Detect ფუნქცია ამოიცნობს იატაკის სხვადასხვა ტიპს***. სველი ტილოების გამოყენებით ჭუჭყის სხვა ზედაპირიდან გადმოტანის თავიდან ასაცილებლად, რობოტი ზემოთ ასწევს საწმენდ ტილოებს ან საერთოდ იხსნის მათ დასამუხტ სადგურზე შეერთებისას. გარდა ამისა, უფრო ეფექტური წმენდისთვის ის ზრდის შეწოვის სიმძლავრესაც.
* SmartThings Labs გვთავაზობს ინოვაციურ გამოცდილებას მომხმარებელთა მოხერხებულობის უზრუნველსაყოფად შექმნილი ახალი და ეფექტური ფუნქციებით. დალაქავებული ზედაპირის ღრმა წმენდის ძირითადი ფუნქციების, მაგალითად დაბინძურების ამოცნობის ფუნქციის მოქმედების მანძილი და სიზუსტე შეიძლება განსხვავებული იყოს .** ზედაპირის დალაქავებულ ზონად იდენტიფიცირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა მყარი, ფერადი, გაუმჭვირვალე ლაქა, მაგალითად წვენის გამხმარი ლაქა, 4 სმ x 4 სმ ან უფრო დიდი ზომის. დალაქავებული ზედაპირის ამოცნობის ფუნქციის ეფექტურობაზე შესაძლოა იმოქმედოს ლაქის ზომამ ან იატაკის მდგომარეობამ, მაგალითად იატაკის დიზაინმა. დალაქავებული ზედაპირის ამოცნობის ფუნქცია წინასწარ უნდა გააქტიურდეს SmartThings აპლიკაციის მეშვეობით. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.*** ეფუძნება ჩვენი ღრმა დასწავლის მოდელს, რომლისთვისაც გამოიყენება მონაცემთა წინასწარ მომზადებული პაკეტები და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება იყოს არასრული ან არასწორი. ინფორმაციის სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით, პერიოდულად შესაძლოა მოხდეს ახალი მონაცემების დამატება ჩვენს დასწავლის მოდელში.
მოწყობილობის მოძრაობას ხელს არ შეუშლის მცირე ზომის დაბრკოლებები
Obstacle Avoidance* ფუნქცია იყენებს Active Stereo 3D სენსორს
მოწყობილობა შეძლებს შენი სახლის დასუფთავებას იატაკიდან დაბრკოლებების აღების საჭიროების გარეშე. Jet Bot Combo AI აღჭურვილია მძლავრი Active Stereo 3D სენსორით. ორი 3D კამერის მეშვეობით, მოწყობილობა ახდენს ფართო სივრცის სკანირებას**, ამოიცნობს და თავს არიდებს ვიწრო ან მცირე ზომის ობიექტებს იატაკზე* იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმაღლე მხოლოდ 1 სმ-ია***.
გაუმჯობესებული ამოცნობის ფუნქცია და უფრო ზუსტი ნავიგაცია
dToF LiDAR სენსორი
გაუმჯობესებული dToF LiDAR სენსორი ზრდის ამოცნობის მანძილს 36%-ით****, შედეგად, ამოცნობის ფართობი იზრდება 79%-ით****. შესაბამისად, ამ სენსორის მეშვეობით უმჯობესდება Jet Bot Combo AI-ს მუშაობის ეფექტურობა, რისთვისაც ხდება ოთახის სივრცის მუდმივი სკანირება მანძილთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად და ადგილმდებარეობის ტრეკინგისთვის, არასაკმარისად განათებულ ზონებშიც კი.
* ამ ფუნქციის ეფექტურობაზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ობიექტის ზომამ და ფორმამ ან გარემო პირობებმა. დაბრკოლებების თავის არიდების ფუნქციამ შესაძლოა ობიექტი ვერ ამოიცნოს, თუ ის ხედვის არეალის მიღმაა, ასევე რთულ პირობებში მუშაობისას, მაგალითად კედლის წმენდისას.** 1 მ-მდე ჰორიზონტალური ხედვის არეალი: 60°, ვერტიკალური ხედვის არეალი: 40°.*** მცირე ზომის, 1 სმ სიგანის, 1 სმ სიმაღლის და 1 სმ სიღრმის.**** მონაცემები ეფუძნება შიდა ტესტირების შედეგებს, სადაც მოხდა შედარება სტანდარტული LiDAR სენსორით აღჭურვილ Jet Bot VR8000 მოდელთან. 360° სკანირების შესაძლებლობა 5 სმ-დან 8 მ-მდე დისტანციაზე.
უნივერსალური Clean Station Steam+ სადგური Steam Sanitization ფუნქციით
Jet Bot Combo AI Steam+ არის Clean Station Steam+-ში და მისი საწმენდები ავტომატურად იწმინდება. ბაქტერიები საფენებზე ქრება, რადგან ორთქლი აცილებს მავნე მიკრობებს. არსებობს ხუთი ფუნქცია: მაღალი ტემპერატურის რეცხვა, ორთქლით გაწმენდა, ცხელი ჰაერის გაშრობა, მტვრის ავტომატური დაცლა და ავტომატური შევსება.
საწმენდი ტილოების მარტივი და ჰიგიენური მოვლა
უნივერსალური Clean Station Steam+ სადგური Steam Sanitization ფუნქციით
ეფექტური და ჰიგიენური წმენდა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე! Clean Station Steam+ ავტომატურად რეცხავს საწმენდ ტილოებს მაღალ ტემპერატურაზე* ორთქლის და წყლის მეშვეობით, უტარებს მათ ორთქლით დეზინფექციას ორთქლის** და აშრობს 55°C-მდე ტემპერატურის ცხელი ჰაერის ნაკადით***.
* ორთქლის და წყლის ნარევის ნომინალური ტემპერატურა მერყეობს 50-დან 60°C-მდე.** ორთქლის ნომინალური ტემპერატურაა 100°C.*** ცხელი ჰაერის ნაკადის ნომინალური ტემპერატურა მერყეობს 50-დან 60°C-მდე.**** დაცლის რეალური ინტერვალები დამოკიდებულია გამოყენების ინდივიდუალურ და გარემო პირობებზე.
ორმაგი საფენები ტრიალებს და ირეცხება მაღალი ტემპერატურის ორთქლით. ავზიდან წყალი ცირკულირებს საფენებში, აგროვებს ჭუჭყს სხვა ავზში ვაკუუმამდე.
ჭუჭყიანი საწმენდი ტილოების ავტომატური რეცხვის ფუნქცია
High Temperature Washing ფუნქცია*
საწმენდი ტილოები ყოველთვის იდეალურად სუფთაა და მზად არის გამოყენებისთვის. შესაძლებელია რობოტი მტვერსასრუტის პარამეტრების განსაზღვრა ისე, რომ ის კონკრეტულ დროს ან კონკრეტული სივრცის დასუფთავების შემდეგ დაუბრუნდეს Clean Station Steam+ სადგურს.
* ორთქლის და წყლის ნარევის ნომინალური ტემპერატურა მერყეობს 50-დან 60°C-მდე.
Clean Station Steam+ აფრქვევს მაღალი ტემპერატურის ორთქლს ორმაგ საფენებზე და ატრიალებს მათ. ბაქტერიები საფენებზე ქრება, რადგან ორთქლი აცილებს მავნე მიკრობებს.
ორთქლით დეზინფექციის ფუნქციის მეშვეობით საწმენდი ტილოები ჰიგიენურად, ყოველგვარი უსიამოვნო სუნის გარეშე ინახება. როდესაც წმენდის დასრულების შემდეგ რობოტი მტვერსასრუტი უბრუნდება Clean Station Steam+ სადგურს, ხდება საწმენდ ტილოებზე მაღალი ტემპერატურის ორთქლის* შეფრქვევა.
* ორთქლის ნომინალური ტემპერატურაა 100°C.** Intertek-ის მიერ ჩატარებული ტესტირების მიხედვით, საწმენდი ტილოების რეცხვის ციკლი აქრობს Staphylococcus aureus, Escherichia coli და Pseudomonas aeruginosa ბაქტერიების 99,99%-ს. არ არის მხარდაჭერილი აშშ-ში. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამოყენების რეალური პირობების მიხედვით.
Clean Station Steam+ ცირკულირებს ცხელ ჰაერს სველი ორმაგი საფენების და საწმენდი ფირფიტის გარშემო და აშრობს მათ.
გააშრე საწმენდი ტილოები მარტივად და საფუძვლიანად
Hot Air Drying ფუნქცია
საფუძვლიანად გააშრე შენი საწმენდი ტილოები Hot Air Drying ფუნქციის მეშვეობით. როდესაც რობოტი მტვერსასრუტი დაასრულებს იატაკის წმენდას, ის იყენებს 55°C-მდე* გაცხელებულ ჰაერის ნაკადს სველი ტილოს და საწმენდი ფირფიტის გასაშრობად. 2 საათში მოწყობილობა ამცირებს საწმენდი ტილოს ტენიანობის დონეს 5%-მდე**
* ცხელი ჰაერის ნაკადის ტემპერატურა მერყეობს 50-დან 60°C-მდე.** მონაცემები ეფუძნება შიდა ტესტირების შედეგებს. გამოთვლილია გარეცხილი საწმენდი ტილოების წონის დადგენის და შედარების საფუძველზე, 120 წუთის განმავლობაში გაშრობამდე და გაშრობის შემდეგ. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამოყენების რეალური პირობების მიხედვით.
Clean Station Steam+ იყენებს ჰაერის პულსის ტექნოლოგიას Jet Bot Combo AI Steam+-ის ნაგავსაყრელიდან მტვრის შესაწოვად და სადგურის მილის მეშვეობით გადასატანად მის შესაგროვებელ კონტეინერში.
მეტი ჰიგიენა და მტვრისგან გასუფთავება
Auto Dust Emptying ფუნქცია
ისიამოვნე მოწყობილობის მტვრის კონტეინერის დაცლის მოხერხებული და ჰიგიენური მეთოდით, ყოველ 2-3 თვეში*. წმენდის დასრულების შემდეგ, ან როდესაც მტვრის კონტეინერი გაივსება, რობოტი ბრუნდება Clean Station Steam+ სადგურზე, რომელიც ცლის მას მტვრისგან „Air Pulse“ ტექნოლოგიის მეშვეობით.
* შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს სახლში არსებული რეალური გარემო პირობების და მტვრის ოდენობის მიხედვით.** შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამოყენების ინდივიდუალური პირობების მიხედვით. ცხაურის გაჭედილი თმისგან ან დაგროვილი მტვრისგან გასუფთავება შესაძლოა ვერ მოხერხდეს ერთი ციკლის ფარგლებში.*** დაფუძნებულია შიდა ტესტირების შედეგებზე, სადაც მოხდა Max რეჟიმის გამოყენება, IEC62885-2 5.14 სტანდარტის მიხედვით. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს სახლში არსებული რეალური გარემო პირობების მიხედვით.
Clean Station Steam+ ავტომატურად ავსებს წყალს Jet Bot Combo AI Steam-ში მისი წყლის ავზიდან.
წყლის ოდენობა საკმარისია ნებისმიერი ხანგრძლივობის წმენდისთვის
Auto Refill
Auto Refill ფუნქცია საშუალებას გაძლევს არ იფიქრო წყლის ავზის დაცლაზე. თუ წმენდის დროს რობოტი მტვერსასრუტის წყლის ავზი დაიცლება, მოწყობილობა ამოიცნობს ამას და დაბრუნდება Clean Station Steam+ სადგურზე ავზის ავტომატურად შესავსებად. შესაბამისად, მოწყობილობას ყოველთვის ექნება მთელი სახლის დასასუფთავებლად
უნივერსალური Clean Station Steam+ სადგური Intensive Steam Cleaning ფუნქციით
Jet Bot Combo AI Steam+ არის Clean Station Steam+-ში და მისი საწმენდები ავტომატურად იწმინდება. არსებობს ხუთი ფუნქცია: მაღალი ტემპერატურის რეცხვა, ინტენსიური ორთქლით წმენდა, ცხელი ჰაერის გაშრობა, მტვრის ავტომატური დაცლა და ავტომატური შევსება.
საწმენდი ტილოების მარტივი და ჰიგიენური მოვლა
უნივერსალური Clean Station Steam+ სადგური Steam Sanitization ფუნქციით
ეფექტური და ჰიგიენური წმენდა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე! Clean Station Steam+ ავტომატურად რეცხავს საწმენდ ტილოებს მაღალ ტემპერატურაზე* ორთქლის და წყლის მეშვეობით, უტარებს მათ ორთქლით დეზინფექციას ორთქლის** და აშრობს 55°C-მდე ტემპერატურის ცხელი ჰაერის ნაკადით***.
* ორთქლის და წყლის ნარევის ნომინალური ტემპერატურა მერყეობს 50-დან 60°C-მდე.** ორთქლის ნომინალური ტემპერატურაა 100°C.*** ცხელი ჰაერის ნაკადის ნომინალური ტემპერატურა მერყეობს 50-დან 60°C-მდე.**** დაცლის რეალური ინტერვალები დამოკიდებულია გამოყენების ინდივიდუალურ და გარემო პირობებზე.
Clean Station Steam+ აფრქვევს მაღალი ტემპერატურის ორთქლს ორმაგ საფენებზე და ატრიალებს მათ.
ჭუჭყიანი საწმენდი ტილოების ინტენსიური წმენდა
Intensive Steam Cleaning ფუნქცია
Intensive Steam Cleaning ფუნქციის მეშვეობით საწმენდი ტილოები ჰიგიენურად და ყოველგვარი უსიამოვნო სუნის გარეშე ინახება. როდესაც წმენდის დასრულების შემდეგ რობოტი მტვერსასრუტი უბრუნდება Clean Station Steam+ სადგურს, ხდება საწმენდი ტილოების მაღალი ტემპერატურის ორთქლით* დამუშავება.
* ორთქლის ნომინალური ტემპერატურაა 100°C.
გამორჩეულად ეფექტური წმენდა
ჭუჭყის და ლაქების წმენდა საწმენდი ტილოების მეშვეობით
მძლავრი მბრუნავი მოპი
იატაკი იდეალურად იწმინდება საწმენდი ტილოების მეშვეობით ზუსტად ისე, როგორც ხელით გაწმენდის შემთხვევაში. Jet Bot Combo AI-ს მძლავრი, ორმაგი, მბრუნავი მოპი საწმენდი ტილოებით ბრუნავს უსწრაფესად, 170 ბრ/წთ სიჩქარით და ღრმად წმენდს დალაქავებულ ზედაპირებს.
ეფექტური, მძლავრი და ინტენსიური წმენდა
წმენდა მძლავრი მტვერსასრუტით
შეწოვის მაღალი სიმძლავრის წყალობით შეძლებ შენი სახლის იდეალურად დასუფთავებას. Digital Inverter მოტორი უზრუნველყოფს მძლავრ შეწოვას; შესაბამისად, მოწყობილობა მარტივად იწოვს იატაკზე არსებულ თმას, ჭუჭყს და მტვრის ნაწილაკებს.
დაგროვილი თმის და შინაური ცხოველების ბეწვის მარტივად მოშორება
ახალი მაღალეფექტური ჯაგრისი და თმის დამაქუცმაცებელი
მარტივად გაასუფთავე ხალიჩები და იატაკი თმისგან, მათ შორის შინაური ცხოველების ბეწვისგან*. ახალი დიზაინის მაღალეფექტური ჯაგრისი აღჭურვილია Samsung-ის მიერ დაპატენტებული თმის დამაქუცმაცებლით.
* მონაცემები ეფუძნება შიდა ტესტირების შედეგებს. შედარების დროს გამოვლინდა, რომ თმის მოშორების, ცხოველების გადახლართული ბეწვის მოშორების და შეწოვის ეფექტურობა 880%-ით გაუმჯობესდა თმის დამაქუცმაცებლის გამოყენების შემთხვევაში: 30 წუთის განმავლობაში გამოყენების შემდეგ, ჯაგრისზე დარჩენილი თმის რაოდენობა იყო 0,44 გ-ით ნაკლები თმის დამაქუცმაცებლის გამოყენების შემთხვევაში და 0,05 გ-ით ნაკლები თმის დამაქუცმაცებლის გამოყენების გარეშე. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამოყენების რეალური პირობების მიხედვით.
დასუფთავების 4 სხვადასხვა რეჟიმი
დასუფთავების მეთოდების მრავალფეროვანი არჩევანი
Vacuum and Mop Together რეჟიმი
მოარგე Jet Bot Combo AI-ს დასუფთავების მეთოდები შენს საჭიროებებს. აირჩიე SmartThings აპლიკაციაში ხელმისაწვდომი 4 რეჟიმიდან ერთ-ერთი*. სწრაფი დასუფთავებისთვის, აირჩიე Vacuum and Mop Together რეჟიმი. თუ გსურს სივრცის ჰიგიენური და საფუძვლიანი დასუფთავება, აირჩიე Mopping after Vacuuming რეჟიმი.
* ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.
დასუფთავების მეთოდების მრავალფეროვანი არჩევანი
Mopping after Vacuuming რეჟიმი
მოარგე Jet Bot Combo AI-ს დასუფთავების მეთოდები შენს საჭიროებებს. აირჩიე SmartThings აპლიკაციაში ხელმისაწვდომი 4 რეჟიმიდან ერთ-ერთი*. სწრაფი დასუფთავებისთვის, აირჩიე Vacuum and Mop Together რეჟიმი. თუ გსურს სივრცის ჰიგიენური და საფუძვლიანი დასუფთავება, აირჩიე Mopping after Vacuuming რეჟიმი.
* ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.
დასუფთავების მეთოდების მრავალფეროვანი არჩევანი
Vacuum Only Cleaning რეჟიმი
მოარგე Jet Bot Combo AI-ს დასუფთავების მეთოდები შენს საჭიროებებს. აირჩიე SmartThings აპლიკაციაში ხელმისაწვდომი 4 რეჟიმიდან ერთ-ერთი*. სწრაფი დასუფთავებისთვის აირჩიე Vacuum and Mop Together რეჟიმი. თუ გსურს სივრცის ჰიგიენური და საფუძვლიანი დასუფთავება, აირჩიე Mopping after Vacuuming რეჟიმი.
* ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.
დასუფთავების მეთოდების მრავალფეროვანი არჩევანი
Mop Only Cleaning რეჟიმი
მოარგე Jet Bot Combo AI-ს დასუფთავების მეთოდები შენს საჭიროებებს. აირჩიე SmartThings აპლიკაციაში ხელმისაწვდომი 4 რეჟიმიდან ერთ-ერთი*. სწრაფი დასუფთავებისთვის აირჩიე Vacuum and Mop Together რეჟიმი. თუ გსურს სივრცის ჰიგიენური და საფუძვლიანი დასუფთავება, აირჩიე Mopping after Vacuuming რეჟიმი.
* ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.
App Control
შეადგინე შენი სახლის ვირტუალური რუკა
3D Mapping
შენი სახლის 3D რუკა. Jet Bot Combo AI-ს dToF LiDAR სენსორი ამოიცნობს ობიექტების განლაგებას, შექმნის მონახაზს და გადააქცევს მას 3D რუკად, სადაც მონიშნულია სხვადასხვა მოწყობილობა და ავეჯი. მისი ნახვა შესაძლებელია SmartThings აპლიკაციაში*.
* ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.
Quadruple mapping სწრაფი და ეფექტური დასუფთავებისთვის
დამატებითი რუკის შედგენა*
მოწყობილობა შეადგენს შენი სახლის სრული სივრცის რუკას საფუძვლიანი და ეფექტური დასუფთავების უზრუნველსაყოფად. ფუნქცია „დამატებითი რუკის შედგენა“* მრავალი სხვადასხვა სივრცის რუკის შედგენის და შენახვის საშუალებას იძლევა.
* საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.** Jet Bot Combo AI-ს შეუძლია მაქსიმუმ 4 რუკის შედგენა და შენახვა. Jet Bot Combo AI-ს ადგილმდებარეობის ამოცნობის ფუნქციის ეფექტურობაზე შესაძლოა იმოქმედოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სახლის ფორმა და ავეჯის ადგილმდებარეობა. თუ კონკრეტული სივრცის განლაგება ჰგავს სხვა სივრცის განლაგებას ან თუ dToF LiDAR ამოიცნობს რამდენიმე სხვადასხვა ობიექტს, შესაძლოა ვერ მოხერხდეს Jet Bot Combo AI-ს ადგილმდებარეობის განსაზღვრა ან/და სწორი რუკის შერჩევა.
აკრძალული ზონების არჩევის შესაძლებლობა
No-go-zone და ვირტუალური კედელი
მოარიდე მოწყობილობა ძვირფას ავეჯს, კონკრეტულ ოთახებს, საფრთხის შემცველ ობიექტებს ან სივრცეებს. მათი არჩევა შეგიძლია ხელით, SmartThings აპლიკაციაში* რუკაზე კონკრეტული ადგილების არჩევით. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ვირტუალური კედლის მეშვეობით შეზღუდული იყოს ოთახის კონკრეტულ სივრცეზე წვდომა.
* ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.
აირჩიე კონკრეტულად რომელი ოთახების დასუფთავება გსურს
Select & Go
Select & Go ფუნქციის მეშვეობით შეძლებ აირჩიო კონკრეტულად რომელი სივრცეების დასუფთავება გსურს. ეს დაგეხმარება დროის დაზოგვაში და უზრუნველყოფს ეფექტურ წმენდას. Jet Bot Combo AI-ს აქვს ოთახების ამოცნობის და მათი შერჩევითად, სათითაოდ დასუფთავების შესაძლებლობა, შესაბამისად, შენი სახლი სუფთავდება სწრაფად
პარამეტრების კორექტირების უნიკალური შესაძლებლობა მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველსაყოფად
ოთახზე მორგებული დასუფთავების პარამეტრები
აირჩიე თითოეული ოთახისთვის შესაფერისი დასუფთავების პარამეტრები. SmartThings აპლიკაციაში* ხელმისაწვდომი ოთახზე მორგებული დასუფთავების პარამეტრების შერჩევის ფუნქციის მეშვეობით შეძლებ დაარეგულირო შეწოვის სიმძლავრე და საწმენდი ტილოებით წმენდის ინტენსივობა სხვადასხვა სივრცის შესაბამისად.
* ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.
დასუფთავების პროცესის მონიტორინგი
Live Cleaning Report
მარტივად შეამოწმე Jet Bot Combo AI-ს მუშაობის ეფექტურობა SmartThing აპლიკაციის* მეშვეობით. შეგიძლია რეალურ დროში ადევნო თვალი მის მოძრაობას და სტატუსს შენი სახლის ვირტუალური რუკის გამოყენებით, დააპაუზო ან მიუთითო მუშაობის შეწყვეტა. გარდა ამისა, ის ქმნის ანგარიშს, სადაც შეგიძლია დასუფთავების ისტორიის, ნებისმიერი ხარვეზის და ამ ხარვეზების მიზეზების ნახვა.
* ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.
* ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.
დისტანციურად ადევნე თვალი შენს შინაურ ცხოველებს
Jet Live Home Monitoring
ნებისმიერ დროს შეამოწმე შენი შინაური ცხოველები და სახლი. Jet Bot Combo AI-ს აქვს live ვიდეო სტრიმინგის ფუნქცია, რომლის ნახვაც შესაძლებელია SmartThings აპლიკაციაში*. პატრულირების რეჟიმში მოწყობილობა ავტომატურად აკონტროლებს შენს სახლს და შინაურ ცხოველებს და გიგზავნის შეტყობინებას ადამიანის დაფიქსირების შემთხვევაში**. E2EE-ს*** მეშვეობით ხდება ვიდეოს დაშიფვრა და მისი ნახვა შეუძლია მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს.
* ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.** მოწყობილობას ადამიანის ამოცნობა შეუძლია მხოლოდ ზოგადი ვიზუალური ინდიკატორების საფუძველზე, მას არ აქვს კონკრეტული ადამიანების ამოცნობის ფუნქცია. ობიექტის ამოცნობის ფუნქციის ეფექტურობაზე შესაძლოა იმოქმედოს სხვადასხვა ფაქტორებმა, მაგალითად სიტუაციამ, სადაც ადამიანის სხეულის მთლიანად დანახვა არ არის შესაძლებელი.*** End to End შიფრაცია.
Jet Bot Combo AI მოქმედებს შენი ხმოვანი ბრძანებების შესაბამისად
ხმის ამოცნობის ფუნქცია
მოწყობილობა დაიწყებს სახლის დასუფთავებას შენი ხმოვანი ბრძანების საფუძველზე* - სადაც არ უნდა იყო! რობოტში ან სმარტფონში ინტეგრირებული Samsung Bixby-ს** მეშვეობით, Jet Bot Combo AI ამოიცნობს შენს ხმოვან ბრძანებებს. შეგიძლია შეარჩიო მოწყობილობის მუშაობის, დასუფთავების დაწყების და დასრულების დრო, მიუთითო, თუ რომელი სივრცის დასუფთავება გსურს, დაცალო მტვრის კონტეინერი, დაადგინო მისი ადგილმდებარეობა და ა.შ.***.
* სერვისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს რეგიონის მიხედვით.** Bixby გახლავთ Samsung-ის Internet of Things (IoT) ხმოვანი ასისტენტის ბრენდი. Bixby სერვისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის მიხედვით. Bixby-ს შეუძლია კონკრეტული ენების და აქცენტების/დიალექტების ამოცნობა, მათ შორისაა კორეული, ინგლისური (US/GB/IN), ესპანური (MX/ES), გერმანული, ფრანგული, იტალიური და პორტუგალიური (BR) ენები.
მომხმარებლის ინტერფეისი შესაძლოა შეიცვალოს და განსხვავდებოდეს ქვეყნის მიხედვით. Bixby ფუნქციების და კონტენტის პროვაიდერების ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის/ოპერატორის/ენის/მოწყობილობის მოდელის/OS ვერსიის მიხედვით. საჭიროა Samsung-ის ანგარიშზე ავტორიზაცია და ინტერნეტთან კავშირი (Wi-Fi ან მონაცემთა ქსელი).*** ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.
იზრუნე შენს შინაურ ცხოველებზე ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან
SmartThings Pet Care სერვისი
იზრუნე შენს კატებზე და ძაღლებზე მაშინაც კი, როდესაც სახლში არ ხარ. SmartThings Pet Care სერვისის* მეშვეობით შეძლებ თვალი ადევნო შენს შინაურ ცხოველს Jet Bot Combo AI მოწყობილობით, რომელსაც აქვს შინაური ცხოველების ამოცნობის** და მონიტორინგის ფუნქცია. თუ მოწყობილობა ამოიცნობს ყეფას, ის გამოგიგზავნის შეტყობინებას და შემოგთავაზებს მუსიკის ჩართვას ან სხვა ჭკვიანი მოწყობილობების გააქტიურებას*** შენი შინაური ცხოველებისთვის მშვიდი გარემოს შესაქმნელად.
* ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.** შეუძლია მხოლოდ ძაღლების და კატების ამოცნობა. ობიექტის ამოცნობის ფუნქციის ეფექტურობაზე შესაძლოა იმოქმედოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა მაგალითად შინაური ცხოველის ჯდომის ან დგომის პოზიცია. შინაური ცხოველის ამოცნობის შესაძლებლობაზე შესაძლოა იმოქმედოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ცხოველის ტიპი და გარემო პირობები. მოწყობილობას შინაური ცხოველების ამოცნობა შეუძლია მხოლოდ ზოგადი ვიზუალური ინდიკატორების საფუძველზე, მას არ აქვს კონკრეტული ცხოველების ამოცნობის შესაძლებლობა.*** უნდა მოხდეს თითოეული აპლიკაციის მორგება შინაურ ცხოველებზე, SmartThings აპლიკაციაში შესაბამისი პარამეტრების შეყვანით.
ეფექტური დაცვა ნებისმიერი საფრთხისგან
სერტიფიცირებული IoT უსაფრთხოება
ნუ იდარდებ შესაძლო საფრთხეებზე სახლის დასუფთავებისას. Jet Bot Combo AI-ს მინიჭებული აქვს უსაფრთხოების სერტიფიკატი. მიენიჭა უმაღლესი Diamond დონის IoT უსაფრთხოების რეიტინგი UL Solutions-ის მიერ, დაცულია მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა და მომხმარებელთა მონაცემები, შეუძლებელია მათზე წვდომა არაავტორიზებული მომხმარებლების მიერ ან მათი გაჟონვა.
{"reviewsEnabled":false,"reevooEnabled":false,"bazaarVoiceEnabled":false,"priceDisplayEnabled":true,"wtbCtaBtnEnabled":false,"offerCheckEnabled":false,"calculateFinancingEnabled":false,"twoCtaBtnEnabled":false,"pfPdUrlAnchorCheckEnabled":false,"cartUrl":"","slingSettingsService":{"logger":{"name":"org.apache.sling.settings.impl.SlingSettingsServiceImpl"},"slingId":"6600d4f6-a175-48b3-8598-63d6c3d36216","slingHome":"/aem/publish/crx-quickstart","slingHomeUrl":"file:/aem/publish/crx-quickstart/","runModes":["prod","s7connect","crx3","nosamplecontent","publish","live","crx3tar"],"slingProps":{}},"isEnableSite":true,"isShopOfferUseSite":false,"isHybrisSite":false,"isHybrisIntegrationSite":false,"isHybrisNewSite":false,"isGpv2site":false,"isShopSite":false,"isTaskOnlySite":false,"siteCode":"ge","shopIntegrationFlag":"","searchPlaceholder":"Galaxy Z Fold6","searchPlaceholderEpp":"Galaxy Note10","hreflang":"ka-GE","languageCode":"ka","jcrLanguage":"ka_GE","countryCode":"GE","countryLocalName":"საქართველო","titleOption":"A","facebookYn":"N","googleYn":"N","twitterYn":"N","timeformat":"dd-MM-yyyy","priceCurrency":"GEL","timeZoneCheck":"Y","cookieManageCtaYn":"Y"}