მხოლოდ Samsung TV-ზე

შავი ფერის კვადრატზე ჩანს სიტყვები „Samsung AI TV-ის ახალი ეპოქა“. შავი კვადრატი იშლება და ჩანს განათებული ხაზების ქსელი სიტყვებით „უფრო ჭკვიანი და უფრო მძლავრი“. ცენტრისკენ მოძრავ ლურჯ ტალღაზე ჩანს სიტყვები „ახალი, მე-3 თაობის AI“ და ჩნდება პროცესორის გამოსახულება. დაფაზე მოთავსებულია Samsung NQ8 AI Gen3 პროცესორი. კადრი ფართოვდება და ჩანს, რომ დაფა Samsung TV-შია ჩასმული, რომლის ეკრანზეც ჩანს გალაქტიკის ფერადი გამოსახულება. ეკრანზე ჩანს სიტყვები „მეტი Wow ვიდრე ოდესმე“. შავი ფერის კვადრატზე ჩანს სიტყვები „Samsung AI TV-ის ახალი ეპოქა“. შავი კვადრატი იშლება და ჩანს განათებული ხაზების ქსელი სიტყვებით „უფრო ჭკვიანი და უფრო მძლავრი“. ცენტრისკენ მოძრავ ლურჯ ტალღაზე ჩანს სიტყვები „ახალი, მე-3 თაობის AI“ და ჩნდება პროცესორის გამოსახულება. დაფაზე მოთავსებულია Samsung NQ8 AI Gen3 პროცესორი. კადრი ფართოვდება და ჩანს, რომ დაფა Samsung TV-შია ჩასმული, რომლის ეკრანზეც ჩანს გალაქტიკის ფერადი გამოსახულება. ეკრანზე ჩანს სიტყვები „მეტი Wow ვიდრე ოდესმე“.
გაეცანი Samsung TV-ების უნიკალურ ფუნქციებს, რაც მათ განსაკუთრებულს ხდის.

*ტელევიზორის გაყიდვებისთვის, წყარო - Omdia, 2024 წლის თებერვალი. ეს შედეგები არ წარმოადგენს Samsung-ის მიერ დამოწმებულ მონაცემებს. ამ შედეგებზე დაყრდნობა მესამე მხარეს შეუძლია საკუთარი რისკით.

AI ამარტივებს ცხოვრებას

შენი ტელევიზორის AI ტექნოლოგიის წყალობით თითოეული კადრი უფრო შთამბეჭდავი ხდება

აღმოაჩინე იმერსიულობის ახალი დონე AI-ით გაუმჯობესებული 8K რეზოლუციით

8K AI Upscaling Pro

ულტრა-მაღალი 8K რეზოლუციის წყალობით ეკრანზე ასახული კადრები ცოცხლდება. Samsung-ის NQ8 AI Gen3 პროცესორი ამ დროისთვის ჩვენი ყველაზე მაღალი დონის პროცესორია, რომელსაც არსებული კონტენტი გადაჰყავს 8K რეზოლუციაში, რომელიც კადრების გარჩევადობისა და სიმკვეთრის გასაუმჯობესებლად იყენებს 512 AI ნეირონულ ქსელს. შედეგად გამოსახულება იმდენად მკვეთრი, დეტალური და რეალისტურია, გიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი შენ გარშემო ხდება.

Samsung-ის NQ8 AI Gen3 პროცესორი და AI Upscaling ტექნოლოგია ახდენს კადრის ნაწილის დეტალიზაციის ოპტიმიზებას. შედეგად ქრება ნაკლებად მკაფიო მხარე და უმჯობესდება მთელი კადრის სიმკვეთრე. Samsung-ის NQ8 AI Gen3 პროცესორი და AI Upscaling ტექნოლოგია ახდენს კადრის ნაწილის დეტალიზაციის ოპტიმიზებას. შედეგად ქრება ნაკლებად მკაფიო მხარე და უმჯობესდება მთელი კადრის სიმკვეთრე.
  • *ყურების გამოცდილება შესაძლოა განსხვავდებოდეს კონტენტის ტიპისა და ფორმატის მიხედვით.
  • *8K upscaling ფუნქცია შეიძლება არ გააქტიურდეს პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირებისას და თამაშის რეჟიმის დროს.

არ გამოტოვო სცენის არც ერთი მომენტი AI-ს დახმარებით

AI Motion Enhancer Pro

რა ხდება, როდესაც ინტელექტის ძალა და სწრაფად მოძრავი ობიექტი ერთმანეთს ხვდებიან? Samsung-ის AI Motion Enhancer Pro ფუნქცია აანალიზებს ეკრანზე ასახულ მოძრაობის ტიპს, ახდენს შესაბამის ოპტიმიზაციას და ამცირებს დინამიური ობიექტების დაბინდვას. სპორტული კონტენტის ლაივ-რეჟიმში ყურება არასოდეს ყოფილა ასე მკაფიო და მარტივი.

  • *ყურების გამოცდილება შესაძლოა განსხვავდებოდეს კონტენტის ტიპისა და ფორმატის მიხედვით.
  • *AI Motion Enhancer Pro ფუნქცია შეიძლება არ გააქტიურდეს პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირებისას და თამაშის რეჟიმის დროს.

ყურადღება გაამახვილე ხმებზე, რომლებიც ისტორიას მოგითხრობს

Active Voice Amplifier Pro

გარკვევით მოისმინე დიალოგის ყოველი სიტყვა შენი საყვარელი სატელევიზიო შოუების და ფილმების ყურების დროს. Samsung AI ტექნოლოგია ამოიცნობს საუბრის ხმებს დიალოგის სცენებში და შემდეგ აძლიერებს მათ, რათა გადაფაროს სცენის ფონური ხმები ან შენ გარშემო არსებული წყაროდან მომავალი ხმაური.

როდესაც Active Voice Amplifier Pro ფუნქცია გამორთულია, ეკრანზე მამაკაცის დიალოგის ხმის ტალღები უფრო სუსტია, ვიდრე სცენის ფონური ხმა და ოთახში ჩართული მტვერსასრუტის ხმაური. როდესაც ეს ფუნქცია ჩართულია, მამაკაცის დიალოგის ხმის ტალღები ძლიერდება და მისი ხმა უფრო შორს ისმის. ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩანს Samsung NQ8 AI Gen3 პროცესორის ლოგო. როდესაც Active Voice Amplifier Pro ფუნქცია გამორთულია, ეკრანზე მამაკაცის დიალოგის ხმის ტალღები უფრო სუსტია, ვიდრე სცენის ფონური ხმა და ოთახში ჩართული მტვერსასრუტის ხმაური. როდესაც ეს ფუნქცია ჩართულია, მამაკაცის დიალოგის ხმის ტალღები ძლიერდება და მისი ხმა უფრო შორს ისმის. ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩანს Samsung NQ8 AI Gen3 პროცესორის ლოგო.

*Active Voice Amplifier Pro ფუნქციის გასააქტიურებლად საჭიროა მისი ჩართვა ტელევიზორის მენიუდან.

Samsung-ის
AI ინოვაციები

  • AI სურათი
    Real Depth Enhancer Pro
    Real Depth Enhancer Pro

    Real Depth Enhancer Pro ფუნქცია ამოიცნობს ეკრანის იმ ნაწილს, სადაც ჩვეულებრივ ფოკუსირებულია ადამიანის თვალი და შესაბამისად აძლიერებს ამ ნაწილის ექსპრესიის სიღრმეს. ის ახდენს მინი LED-ების ბლოკების ზუსტ ოპტიმიზირებას და ზრდის წინა პლანის კონტრასტს, რაც საშუალებას გაძლევს დატკბე რეალისტური, 3D-ს მსგავსი კადრებით სახლის პირობებში ყურებისას.

    *ყურების გამოცდილება შესაძლოა განსხვავდებოდეს კონტენტის ტიპისა და ფორმატის მიხედვით.

    Samsung-ის NQ8 AI Gen3 პროცესორი აკონტროლებს ტელევიზორის ეკრანის ფენების მუშაობას, რისი საშუალებითაც ხდება წყალქვეშ მყოფი სელაპების კადრის ექსპრესიის სიღრმის ოპტიმიზაცია. შედეგად გამოსახულება იმდენად რეალურია, რომ გეჩვენება, თითქოს ისინი ეკრანიდან ხტებიან
  • AI Upscaling
    AI Upscaling

    Neo QLED ახალ სიცოცხლეს შთაბერავს შენს საყვარელ სატელევიზიო შოუებსა და ფილმებს, რაც AI upscaling ტექნოლოგიის დამსახურებაა. მაღალი დონის AI ნეირონული ქსელები გარდაქმნის სხვადასხვა წყაროდან მიღებულ კონტენტს რეალისტურ 4K/8K რეზოლუციად. გაუშვი OTT სერვისები და უყურე სპორტულ კონტენტს ლაივ-რეჟიმში რეალიზმის დაუჯერებელი დონით.

    • * ყურების გამოცდილება შესაძლოა განსხვავდებოდეს კონტენტის ტიპისა და ფორმატის მიხედვით.
    • * Upscaling ფუნქცია შეიძლება არ გააქტიურდეს პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირებისას და თამაშის რეჟიმის დროს.
    ხდება ერთმანეთის გვერდით განთავსებული კადრების შედარება. ერთ მხარეზე ნაჩვენებია თავდაპირველი სცენა, ხოლო მეორეზე კი მკაფიო და დეტალური სცენა, რომელიც დამუშავებულია Samsung-ის NQ8 AI Gen3 პროცესორის AI Upscaling ტექნოლოგიის მეშვეობით.
  • AI Motion Enhancer Pro
    AI Motion Enhancer Pro

    ჩვენი NQ8 AI Gen3 პროცესორი იყენებს AI ტექნოლოგიას ობიექტებისა და ტექსტის მოძრაობის გამოსაკვეთად და მეტი დინამიურობისთვის. ამის წყალობით, სპორტული კონტენტის ლაივ-რეჟიმში ყურება უფრო სასიამოვნოა.

    • * ყურების გამოცდილება შესაძლოა განსხვავდებოდეს კონტენტის ტიპისა და ფორმატის მიხედვით.
    • * AI Motion Enhancer Pro ფუნქცია შეიძლება არ გააქტიურდეს პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირებისას და თამაშის რეჟიმის დროს.
    AI Motion Enhancer Pro ფუნქციის გარეშე, ფეხბურთის მატჩის კადრში ტექსტი და ბურთი ბუნდოვანია. AI Motion Enhancer Pro ფუნქციით ეს კადრი უფრო მკაფიო ხდება. ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩანს Samsung NQ8 AI Gen3 პროცესორის ლოგო.
  • AI ხმა
    Adaptive Sound Pro
    Adaptive Sound Pro

    Adaptive Sound Pro ფუნქცია ახდენს ხმის ოპტიმიზაციას როგორც შენი ოთახის, ასევე აუდიო კონტენტის მახასიათებლების გათვალისწინებით. ისიამოვნე ისეთი სუფთა, მკაფიო და დაბალანსებული ხმით, როგორც ეს შემქმნელებს ჰქონდათ ჩაფიქრებული. ეს ყველაფერი AI-ს მიერ აუდიოს დამუშავების ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც ახდენს აუდიო ობიექტების იზოლირებას და ცალკე დამუშავებას.

    * ამ ფუნქციის გააქტიურება შესაძლებელია ტელევიზორის მენიუში > ინტელექტუალური რეჟიმი > Adaptive Sound Pro. ნაგულისხმევი პარამეტრებით Adaptive Sound Pro გათიშულია.

    სხვადასხვა კადრის ზემოთ გამოსახული აუდიო ტალღები იცვლის ფორმას, ვინაიდან ტელევიზორის ხმა ადაპტირდება დიალოგის, ფეხბურთის თამაშის და ქარის ზარის ხმებზე. ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩანს Samsung NQ8 AI Gen3 პროცესორის ლოგო.
  • Object Tracking Sound
    Object Tracking Sound

    Object Tracking Sound ფუნქციის წყალობით ეკრანზე მიმდინარე მოვლენებში ჩართვა უფრო ადვილია, ვიდრე ოდესმე. AI-ით მხარდაჭერილი ობიექტების ხმის კონტროლის ფუნქციის წყალობით, დატკბი იმერსიული ხმით ტელევიზორის ნებისმიერი კუთხიდან ყურების დროს.

    * ზევით მიმართული დინამიკების ხელმისაწვდომობა განსხვავდება მოდელის მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე პროდუქტის დეტალების გვერდი.

    OTS აკონტროლებს ეკრანზე ობიექტების მოძრაობას და ხმა ისმის სარბოლო ავტომობილის მოძრაობის შესაბამისად. ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩანს Samsung NQ8 AI Gen3 პროცესორის ლოგო.
  • Active Voice Amplifier Pro
    Active Voice Amplifier Pro

    გიჭირს მნიშვნელოვანი სცენის დიალოგის მოსმენა? ჩვენი აუდიო ტექნოლოგია იყენებს AI-ს შენი კონტენტის გასაანალიზებლად და ახდენს სცენის დიალოგების ფონური ხმებისგან და შენს ოთახში არსებული გარემოს ხმებისგან იზოლირებას. შენ ახლა შეგიძლია მკაფიოდ და გარკვევით გაიგო დიალოგის ყველა სიტყვა, თუნდაც ხმაურიან გარემოში.

    * Active Voice Amplifier Pro ფუნქციის გასააქტიურებლად საჭიროა მისი ჩართვა ტელევიზორის მენიუდან.

    როდესაც Active Voice Amplifier Pro ფუნქცია ჩართულია, მამაკაცის დიალოგის ხმის ტალღები ძლიერდება, მისი ხმა უფრო შორს ისმის და ფარავს კადრის ფონურ ხმებს და ოთახში ჩართული რობოტ-მტვერსასრუტის ხმაურს. ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩანს Samsung NQ8 AI Gen3 პროცესორის ლოგო.
  • AI ოპტიმიზაცია
    AI Auto Game რეჟიმი
    AI Auto Game რეჟიმი

    მიეცი ტელევიზორს საშუალება ავტომატურად განსაზღვროს შენი თამაშის ტიპი და განახორციელოს პარამეტრების ოპტიმიზაცია მისი ჟანრის შესაბამისად. ახლა უკვე აღარ არის საჭირო თამაშის პატამეტრების ხელით დაყენება და შეგიძლია პირდაპირ თამაშზე გადახვიდე.

    • * AI Auto Game რეჟიმი ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტული კონსოლის თამაშებისთვის.
    • * ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს თამაშის კონტენტის და ფორმატის მიხედვით.
    სურათზე გამოსახულია თამაშების რამდენიმე კადრი. Samsung-ის NQ8 AI Gen3 პროცესორით მხარდაჭერილი ეკრანი ცენტრში არსებულ კადრს ამოიცნობს, როგორც RPG ჟანრის თამაშს და ავტომატურად ახდენს მისი პარამეტრების ოპტიმიზაციას. ეკრანის ქვედა ნაწილში ნაჩვენებია თამაშის ჟანრი, დაყოვნება, რეზოლუცია, FPS, HDR და VRR. ის ასევე აჩვენებს სხვა პარამეტრებს და ფუნქციებს, როგორიცაა ვირტუალური დამიზნების წერტილი, ეკრანის ფორმატი, მინიმაპის ზუმი, დამატებითი პარამეტრები, Game Motion Plus, გამომავალი ხმა და Hue Sync.
  • AI Energy რეჟიმი
    AI Energy რეჟიმი

    AI Energy რეჟიმის გააქტიურების შემდეგ შენი ტელევიზორი ავტომატურად ამოიცნობს გარემოს განათების დონეს და აანალიზებს მომხმარებლის ქცევას სიკაშკაშის დასარეგულირებლად, რაც ხელს უწყობს ენერგიის საერთო მოხმარების შემცირებას. ის ასევე აანალიზებს სატელევიზიო კონტენტის თითოეულ კადრს, რათა შეძლებისდაგვარად ავტომატურად დაარეგულიროს სიკაშკაშე ენერგიის მოხმარების შესამცირებლად.

    * ენერგიის დაზოგვის მაჩვენებელი შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონების, მოდელების, ზომის, ყურების პირობების ან კონტენტის მიხედვით. ეკო რეჟიმში მიწოდებულ პროდუქტებს ნაგულისხმევად ჩართული აქვს AI Energy რეჟიმის ზოგიერთი ფუნქცია, ამიტომ AI Energy რეჟიმის გააქტიურებით მიღებული ენერგიის დაზოგვის დონე შეიძლება სტანდარტულ რეჟიმზე დაბალი იყოს. AI Energy რეჟიმი არ მუშაობს გეიმინგ რეჟიმში. ენერგიის დაზოგვის მონაცემები ეფუძნება შიდა ტესტირების შედეგებს და შეიძლება განსხვავებული იყოს და დამოკიდებულია ნაჩვენებ კონტენტზე და გარემოს განათებაზე.

    თუ Samsung-ის ტელევიზორში გააქტიურებულია AI Energy რეჟიმი, ის იყენებს ადაპტირებად სიკაშკაშეს განათების დონისა და ეკრანის მიერ ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩანს Samsung NQ8 AI Gen3 პროცესორის ლოგო.

Samsung Knox უსაფრთხოება

თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია.

შენი PIN-კოდები, პაროლები და სხვა პირადი მონაცემები დაცულია Samsung Knox უსაფრთხოების ფუნქციით. შენს ტელევიზორს და მასთან დაკავშირებულ მოწყობილობებს არაავტორიზებული წვდომისგან იცავს პროგრამული და აპარატურული უსაფრთხოების მრავალი დონე, ხოლო უსაფრთხოების სპეციალური ჯგუფი უზრუნველყოფს განახლებების რეგულარულად მიწოდებას, რაც დაგეხმარება შენი ტელევიზორის დაცვაში.

სიმულირებულია სადემონსტრაციო მიზნით. არსებობს გარკვეული შეზღუდვები PIN-კოდებთან ან პაროლებთან დაკავშირებით. ანიმაციური პერსონაჟი G-nusmas ირჩევს თავის პროფილს Samsung -ის ტელევიზორზე და შეჰყავს საკუთარი PIN ნომერი. შენს პაროლებსა და მონაცმებზე დარდობ? არ ინერვიულო! ისინი დაცულია მრავალდონიანი უსაფრთხოების სისტემით. მონაცემთა დაცვა და დაშიფვრა მხარდაჭერილია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოწყობილობები დაკავშირებულია Samsung-ის ტელევიზორთან SmartThings-ის საშუალებით. ტელევიზორი Knox უსაფრთხოების ლოგოთი დაკავშირებულია ისეთ მოწყობილობებთან, როგორიცაა მაცივარი, რობოტი-მტვერსასრუტი, ღუმელი, კონდიციონერი და სარეცხი მანქანა, რაც ასახავს ჭკვიანი სახლის უსაფრთხოების დონეს. მონაცემთა დაცვა და დაშიფვრა მხარდაჭერილია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოწყობილობები დაკავშირებულია Samsung-ის ტელევიზორთან SmartThings-ის საშუალებით. ფიშინგ საიტების ბლოკირების პროგრამა იცავს შენი ავტორიზაციის მონაცემებს. Samsung Knox უსაფრთხოება აქტიურია მთელი დღის განმავლობაში და რეგულარულად ხდება მისი განახლება. პროდუქტის გამოშვებიდან მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ის გარატირებულად მიიღებს უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს. საჭიროა პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი განახლების ინსტალაცია. Samsung ტელევიზორები დაცულია Samsung Knox-ის მიერ! სიმულირებულია სადემონსტრაციო მიზნით. არსებობს გარკვეული შეზღუდვები PIN-კოდებთან ან პაროლებთან დაკავშირებით. ანიმაციური პერსონაჟი G-nusmas ირჩევს თავის პროფილს Samsung -ის ტელევიზორზე და შეჰყავს საკუთარი PIN ნომერი. შენს პაროლებსა და მონაცმებზე დარდობ? არ ინერვიულო! ისინი დაცულია მრავალდონიანი უსაფრთხოების სისტემით. მონაცემთა დაცვა და დაშიფვრა მხარდაჭერილია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოწყობილობები დაკავშირებულია Samsung-ის ტელევიზორთან SmartThings-ის საშუალებით. ტელევიზორი Knox უსაფრთხოების ლოგოთი დაკავშირებულია ისეთ მოწყობილობებთან, როგორიცაა მაცივარი, რობოტი-მტვერსასრუტი, ღუმელი, კონდიციონერი და სარეცხი მანქანა, რაც ასახავს ჭკვიანი სახლის უსაფრთხოების დონეს. მონაცემთა დაცვა და დაშიფვრა მხარდაჭერილია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოწყობილობები დაკავშირებულია Samsung-ის ტელევიზორთან SmartThings-ის საშუალებით. ფიშინგ საიტების ბლოკირების პროგრამა იცავს შენი ავტორიზაციის მონაცემებს. Samsung Knox უსაფრთხოება აქტიურია მთელი დღის განმავლობაში და რეგულარულად ხდება მისი განახლება. პროდუქტის გამოშვებიდან მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ის გარატირებულად მიიღებს უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს. საჭიროა პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი განახლების ინსტალაცია. Samsung ტელევიზორები დაცულია Samsung Knox-ის მიერ!
  • *უსაფრთხოების განახლებების მოწოდება ხდება პროდუქტის გამოშვებიდან სამი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში.
  • *საჭიროა პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი განახლების ინსტალაცია.

SmartThings

Do the SmartThings!

უპრობლემოდ დააკავშირე შენი ჭკვიანი მოწყობილობები ტელევიზორთან

ინტეგრირებული SmartThings Hub

დააყენე შენი ჭკვიანი სახლის პარამეტრები პირდაპირ ტელევიზორის ეკრანიდან. ინტეგრირებული SmartThings Hub-ით შეგიძლია Samsung-ის ტელევიზორს დაუკავშირო შენი ჭკვიანი მოწყობილობები, მათ შორის ისინიც, რომლებიც საჭიროებს Matter-თან და HCA-თან თავსებადობას, ამიტომ არ არის საჭირო ცალკე smart hub-ის შეძენა.

Samsung TV ხაზებითაა დაკავშირებული ოთახში არსებულ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან, რაც სახლს უფრო ჭკვიანს ხდის. მოხერხებული კონტროლისთვის, ტელევიზორი Samsung SmartThings-ის მეშვეობით დაკავშირებულია რობოტ-მტვერსასრუტთან, განათებასთან, ჰაერის გამწმენდთან, ჭკვიან ღუმელთან, სარეცხ მანქანასთან, საშრობთან და მაცივართან. თავსებადია Matter-თან. ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულ კადრში ჩანს ველოსიპედით მოსეირნე ხალხი, ხოლო სარეცხი მანქანა ასრულებს წურვის ციკლს. სარეცხი მანქანა აგზავნის სიგნალს ტელევიზორზე და ეკრანზე ჩნდება კონტექსტური შეტყობინება, სადაც წერია: „სარეცხმა მანქანამ დაასრულა ციკლი“ და მომხმარებელს ეკითხება, სურს თუ არა მას შეტყობინებების დახურვა ან განმეორებითი შეტყობინების მიღება 30 წუთის შემდეგ. Samsung TV ხაზებითაა დაკავშირებული ოთახში არსებულ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან, რაც სახლს უფრო ჭკვიანს ხდის. მოხერხებული კონტროლისთვის, ტელევიზორი Samsung SmartThings-ის მეშვეობით დაკავშირებულია რობოტ-მტვერსასრუტთან, განათებასთან, ჰაერის გამწმენდთან, ჭკვიან ღუმელთან, სარეცხ მანქანასთან, საშრობთან და მაცივართან. თავსებადია Matter-თან. ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულ კადრში ჩანს ველოსიპედით მოსეირნე ხალხი, ხოლო სარეცხი მანქანა ასრულებს წურვის ციკლს. სარეცხი მანქანა აგზავნის სიგნალს ტელევიზორზე და ეკრანზე ჩნდება კონტექსტური შეტყობინება, სადაც წერია: „სარეცხმა მანქანამ დაასრულა ციკლი“ და მომხმარებელს ეკითხება, სურს თუ არა მას შეტყობინებების დახურვა ან განმეორებითი შეტყობინების მიღება 30 წუთის შემდეგ.
  • *Zigbee/Thread-ის ინტეგრირებული ფუნქცია მხარდაჭერილია Q60 და უფრო ახალ მოდელებზე.
  • *Dongle მხარდაჭერა ხელმისაწვდომია DU8000/7000 მოდელებზე.

ვარჯიშის ტრეკერი

გააუმჯობესე სახლის პირობებში ვარჯიშის სესიები

360 აუდიო რეჟიმი

გამოსცადე სივრცული 3D ხმა Galaxy Buds-ით

Mobile Smart Connect

მიიღე წვდომა Samsung-ის ტელევიზორის ფუნქციებზე შენი მობილური ტელეფონიდან.

3D რუკის ხედი

შეამოწმე შენი ყველა ჭკვიანი მოწყობილობა თვალის ერთი შევლებით.

ეკოლოგიურობა

დიდი ცვლილებები იწყება პატარა ნაბიჯებით

AI Energy რეჟიმი

დაზოგე ენერგია ინტელექტუალური ანალიზის ფუნქციის მეშვეობით

SolarCell დისტანციური მართვის პულტი

გააუმჯობესე შენი ეკოლოგიურობა SolarCell დისტანციური მართვის პულტით

Relumino რეჟიმი

გახადე შენი გასართობი სისტემა ვიზუალურად უფრო ხელმისაწვდომი

მრავალფუნქციური შეფუთვა

იაზროვნე განსხვავებულად და მოუძებნე დანიშნულება ამ მრავალფუნქციურ შეფუთვას

გაიგე მეტი ამ წარმოუდგენელი ფუნქციების მქონე Samsung-ის ტელევიზორების შესახებ - აქვე და ახლავე.

იხილე ტელევიზორების მრავალფეროვანი ასორტიმენტი

  • *ფუნქციები შეიძლება განსხვავდებოდეს მოდელის მიხედვით. დამატებითი დეტალებისთვის გაეცანი თითოეული მოდელის სპეციფიკაციებს.
  • *NQ8 AI Gen3 პროცესორი ხელმისაწვდომია მხოლოდ 2024 Neo QLED 8K QN900D მოდელზე.
  • *გამოსახულებები სიმულირებულია და წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით.
  • *ტელევიზორის ვიზუალური მახასიათებლები, დიზაინის სპეციფიკაციები და UI შესაძლოა შეიცვალოს შეტყობინების გარეშე.