სმენა

სმენა

სმარტფონი/პლანშეტი

სინქრონული ტრანსკრიფცია და ხმოვანი შეტყობინებები
სინქრონული ტრანსკრიფციის ფუნქციის მეშვეობით, შენ შეგიძლია მარტივად ისაუბრო თანამოსაუბრესთან. ის ავტომატურად ცნობს 70-ზე მეტ ენას და დიალექტს, სუბტიტრების მხარდაჭერა კი, რეგულირდება თქვენი საუბრის პარალელურად. ამას გარდა, ხმოვანი შეტყობინებები გაუწყებენ გარშემო არსებული მნიშვნელოვანი ხმების შესახებ-მაგალითად , ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალის ან კარზე ზარს.
  • *როგორ გავმართოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ჟღერადობის გაუმჯობესება>სინქრონული ტრანსკრიფცია/ხმოვანი შეტყობინებები
  • *მუშაობს Google-ის მეტყველების ამოცნობის ტექნოლოგიის მხარდაჭერით.
  • *ყველა საუბარი რჩება მხოლოდ თქვენს სმარტფონზე და ინახება არც ერთ სერვერზე.
სინქრონული სუბტიტრები და მათი პარამეტრები
სინქრონული სუბტიტრების ფუნქცია ავტომატურად წარუძღვება ნებისმიერ აუდიო ფაილს, რომელიც შენს სმარტფონზეა. ეს შეიძლება იყოს ვიდეო ჩანაწერი, ხმოვანი შეტყობინება ნებისმიერ აპლიკაციაში, ან ხმოვანი შეტყობინება, რომელიც თქვენს მიერ არის ჩაწერილი. შენ შეგიძლია გამორთო ან ჩართო სუბტიტრები, ასევე დაარეგულირო მათი ზომა და სტილი.
  • *როგორ გავმართოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ჟღერადობის გაუმჯობესება>სინქრონული სუბტიტრები/სუბტიტრების პარამეტრები.
  • *ამ ეტაპზე სინქრონული სუბტიტრების მხარდაჭერა აქვს მხოლოდ ინგლისურ ენას. მომავალში იგეგმება სხვა ენების მხარდაჭერის დანერგვაც.
  • *ფუნქციას შესაძლებელია  არ ჰქონდეს მხარდაჭერა,  მოდელის მახასიათებლებიდან  გამომდინარე.
  • *სუბტიტრების მხარდაჭერა ყველა მოწყობილობას  არა აქვს.
უნივერსალური გადამრთველი
მომხმარებლებს, რომლებსაც გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მარტივად შეუძლიათ აკონტროლონ მოწყობილობა სხვადასხვა გადართვის საშუალებით, როგორიცაა თავის მოძრაობა, სახის ჟესტიკულაცია და გარე გადართვა.
უნივერსალური გადართვა საშუალებას გაძლევს განსაზღვრო შეხება ან ჟესტები, რათა აკონტროლო ტელეფონზე კონკრეტული ქმედებები.
  • *როგორ გამოვიყენოთ :
  • პარამეტრები > ხელმისაწვდომობა > ინტერაქცია და სიმარჯვე > უნივერსალური გადართვა
წვდომა ხმოვანი საშუალებით
როდესაც შენთვის პრობლემას წარმოადგენს ეკრანზე შეხება, შეგიძლია გამოიყენო ხმოვანი წვდომა (Voice Access), რათა ხმოვანი საშუალებით აკონტროლო შენი ტელეფონი.
სცადე მარტივი ნავიგაციის ხმოვანი ბრძანებები როგორიცაა „უკან დაბრუნება“ („Go back“) ან „მთავარ გვერდზე დაბრუნება“ („Go home“).
ან სცადე შენი საყვარელი აპლიკაციის გახსნა.
ხმოვან წვდომას ასევე გააჩნია ბადე/ციფრების ხედვა, რომლის მოხმობაც შეგიძლია შემდეგის წარმოთქმით „ბადის /ციფრის ჩვენება“ („Show grid/number“), რაც საბოლოოდ მოგცემს საშუალებას გამოიყენო ისეთი ბრძანებები როგორიცაა „შეეხე 3-ს“ („Tap 3“), „გადააადგილე 7-ზე („Scroll down on 7“) და ასე შემდეგ, მოცემული ეკრანის კონტროლის მიზნით.

*როგორ გამოვიყენოთ : პარამეტრები > ხელმისაწვდომობა > ინტერაქცია და სიმარჯვე > წვდომა ხმოვანი საშუალებით

სასმენი აპარატის მხარდაჭერა
"ხმის ხარისხის გაუმჯობესება, სასმენი აპარატის ოპტიმალური მუშაობისთვის.
უწყვეტი მულტიმედია და აუდიო ზარის მარშრუტიზაციის ფუნქცია ,Bluetooth Low Energy (BLE) ჩართულობით, მხარდაჭერილი იქნება, ОС Android 10 მოდელიდან დაწყებული."
  • *როგორ გავმართოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ჟღერადობის გაუმჯობესება>სასმენი აპარატის მხარდაჭერა.
  • *ფუნქციას შეიძლება არ ჰქონდეს მხარდაჭერა,  მოდელის მახასიათებლებიდან გამომდინარე.
ასისტენტის მენიუ
აჩვენებს დამხმარე სწრაფი ბმულის ხატულას აპლიკაციებზე, მახასიათებლებსა და პარამეტრებზე წვდომის მიზნით.
დამხმარე მენიუ, ტელეფონზე არსებული ფიზიკური ღილაკისგან განსხვავებით, საშუალებას გაძლევს მარტივად აკონტროლო შენი ტელეფონი დამხმარე მენიუს ხატულას ეკრანზე მარტივი შეხებით.
  • *როგორ გამოვიყენოთ :
  • პარამეტრები > ხელმისაწვდომობა > ინტერაქცია და სიმარჯვე > დამხმარე მენიუ
ხმის ადაპტირება
თუ შენ მგრძნობიარე ხარ(ან პირიქით, არ ხართ მგრძნობიარე) ხმის გარკვეულ სიხშირეებთან, ფუნქცია <<ხმის ადაპტირება>> საშუალებას გაძლევთ, შენზე მოირგო ხმის ჟღერადობა. აირჩიე წინასწარ დაყენება , შენი ასაკის გათვალისწინებით ან გაიარე სმენის ტესტი, რომ დაარეგულიროთ ხმა შენი მოთხოვნების მიხედვით.

*როგორ გავმართოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ჟღერადობის გაუმჯობესება>ხმის ადაპტირება

გამორთო ყველა ხმა
ფუნქცია - ყველა ხმის გამორთვა მოწყობილობაზე.

*როგორ გავმართოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ჟღერადობის გაუმჯობესება>გამორთო ყველა ხმა

მონო-აუდიო
მონო აუდიო ფუნქცია აერთიანებს სტერეო ხმას ერთ სიგნალად, რომელიც ყურსასმენის ყველა დინამიკში წარმოიქმნება. გამოიყენეთ ეს ფუნქცია , თუ გაქვს სმენის დაქვეითება ან ერთი ყურსასმენის გამოყენება უფრო კომფორტულია შენთვის.

*როგორ გავმართოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ჟღერადობის გაუმჯობესება>მონო-აუდიო

ხმის ბალანსი მარცხნივ და მარჯვნივ
დაარეგულირე ხმოვანი ბალანსი მარცხნივ/მარჯვნივ შენი უპირატესობებიდან გამომდინარე.
  • *როგორ გავმართოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ჟღერადობის გაუმჯობესება>ხმოვანი ბალანსი მარცხნივ/მარჯვნივ.
  • *აღნიშნული ფუნქცია არ ვრცელდება ზარის  სიმძლავრეზე.
მანათობელი შეტყობინება
შეტყობინების მიღებისას ან მაღვიძარას რეკვის დროს, რთავს კამერის ან ეკრანის ციმციმებს. შენ შეგიძლია აირჩიოთ სხვადასხვა ფერები, სხვადასხვა აპლიკაციებისთვის, რათა მარტივად შეძლოთ გარჩევა, რომელი აპლიკაცია გაწვდით განგაშის სიგნალს და ამოიცნონთ მათი წყარო.
  • *ფუნქციას შესაძლებელია  არ ჰქონდეს მხარდაჭერა,  მოდელის მახასიათებლებიდან გამომდინარე.
ხელმისაწვდომობის სწრაფი ბმულები
ხელმისაწვდომობის სწრაფი ბმულები საშუალებას გაძლევს გქონდეს ხელმისაწვდომობის მახასიათებელზე უფრო სწრაფი და მარტივი წვდომა.
  • გამოიყენე ხელმისაწვდომობის ღილაკი/ნიშანი
  • სწრაფად დააჭირე მხარის (Side) ხმის აწევის (Volume up) კლავიშებს
  • დიდხანს დააჭირე ხმის აწევისა (Volume up) და დაწევის (Volume down)კლავიშებს

*როგორ გამოვიყენოთ : პარამეტრები > ხელმისაწვდომობა > გაუმჯობესებული მხარდაჭერა > ხელმისაწვდომობის სწრაფი ბმულები

შენთვის რეკომენდირე
ბული
შეგიძლია შეამოწმო რომელი ხელმისაწვდომობის მახასიათებლებია გააქტიურებული და მიიღე შენთვის მოსახერხებელი რეკომენდირებული მახასიათებლები.

*სად მოვძებნო : პარამეტრები > ხელმისაწვდომობა > შენთვის რეკომენდირებული

გადატვირთე ხელმისაწვდომობის პარამეტრები
გადატვირთე ხელმისაწვდომობის პარამეტრები ნაგულისხმევ პარამეტრებში, სხვა პარამეტრების გადაყენების გარეშე.

*როგორ გამოვიყენოთ : პარამეტრები > ძირითადი მართვა > გადატვირთვა > ხელმისაწვდომობის პარამეტრების გადატვირთვა

ტარებადი მოწყობილობები

გამორთო ყველა ხმოვანი სიგნალი
აღნიშნული ფუნქცია რთავს ყველა ხმოვან სიგნალს მოწყობილობაზე.

*როგორ გავმართოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ჟღერადობის გაუმჯობესება>ჩართო ყველა ხმა

მონო-აუდიო
საშუალებას გაძლევს გადართო ყურსასმენები სტერეო ხმიდან, მონო ხმაზე.
გამოიყენე ეს ფუნქცია, თუ გაქვს სმენის დაქვეითება, ან შენთვის უფრო მოსახერხებელია ერთი ყურსასმენით სარგებლობა.

*როგორ გავმართოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ჟღერადობის გაუმჯობესება>მონო-აუდიო

ხმოვანი ბალანსი მარცხნივ/მარჯვნივ
დაარეგულირე ხმის ჟღერადობა მარცხნიდან /მარჯვნიდან, შენი უპირატესობების მიხედვით.
  • *როგორ გავმართოთ: პარამეტრები> სპეციალური შესაძლებლობები>ჟღერადობის გაუმჯობესება>ხმოვანი ბალანსი მარცხნივ/მარჯვნივ
  • *ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება  One UI Watch 4.5.  ში.
  • *ფუნქცია  არ ვრცელდება ზარის ხმის სიძლიერის  ჟღერადობაზე.
ხელმისაწვდომობის სწრაფი ბმულები
ხელმისაწვდომობის სწრაფი ბმულები საშუალებას გაძლევს გქონდეს ხელმისაწვდომობის მახასიათებელზე უფრო სწრაფი და მარტივი წვდომა
  • სამმაგი შეხება 2 თითით
  • ორმაგი დაჭერა მთავარი გვერდის კლავიშზე

ყურსასმენები

გარშემო ხმის პარამეტრები
როდესაც გარშემო არსებული ხმები წარმოიქმნება Galaxy Buds მეშვეობით, შენ შეგიძლია დაარეგულირო მათი ტონალობა, ჟღერადობა მარჯვნიდან/მარცხნიდან და გახადო ხმა უფრო გასაგონი შენი მზერის მიმართულებით.
  • *როგორ გავმართოთ: პარამეტრები> ტარებადი მოწყობილობები  Galaxy > ყურსასმენის პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>გარშემო ხმის პარამეტრები
  • *აღნიშნულ ფუნქციას შესაძლებელია არ ჰქონდეს მხარდაჭერა, მოდელის მახასიათებლებიდან გამომდინარე.
ხმის ბალანსი მარცხნივ/მარჯვნივ
დაარეგულირეთ ხმოვანი ბალანსი მარცხნიდან/მარჯვნიდან შენი სმენის უპირატესობებიდან გამომდინარე.

*როგორ გავმართოთ: პარამეტრები> ტარებადი მოწყობილობები  Galaxy > ყურსასმენის პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხმის ბალანსი მარცხნივ/მარჯვნივ

ტელევიზია

სუბტიტრები
სუბტიტრები გათვალისწინებულია აშშ-ს თითქმის ყველა სატელევიზიო პროგრამისთვის. სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის დიალოგი ეკრანზე ტექსტის სახით გამოჩნდება. თუ სუბტიტრები ხელს უშლის ყურებას, მათი გადატანა შესაძლებელია ეკრანზე უფრო მოსახერხებელ ადგილას. ხილვადობის გასაუმჯობესებლად, შეგიძლიათ დააყენოთ შრიფტის ფერი და ზომა, ასევე ფონის ფერი და გამჭვირვალობა, თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
  • ცალკეული დახურული სუბტიტრები
  • სუბტიტრების ავტომატური პოზიცია
  • შრიფტის ზომა, ფონის ფერი და გამჭვირვალობა
  • *როგორ გავმართოთ: მთავარი>მენიუ>პარამეტრები>ყველა პარამეტრი>ზოგადი და კონფიდენციალურობა>სპეციალური შესაძლებლობები>სუბტიტრების პარამეტრები
  • *სამაუწყებლო პროგრამები დამოკიდებულია რეგიონზე .
  • * სუბტიტრების ხელმისაწვდომობა, შეიძლება დამოკიდებული იყოს სამაუწყებლო კომპანიაზე.
ჟესტების ენის სკალირება
ფუნქცია ავტომატურად ცნობს და აფართოებს ჟესტების ენის არეალს, რაც საშუალებას აძლევს სმენადაქვეითებულ მომხმარებლებს, უფრო გარკვევით დაინახონ ტუჩების მოძრაობა და სახის გამომეტყველება. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააფართოვოთ ჟესტების ენის არეალი და გაზარდოთ ის 200% მდე.
ეს ფუნქცია, შესაძლებელია გამოიყენონ მომხმარებლებმა, რომლებსაც მხედველობა აქვთ დაქვეითებული, კონკრეტული ზონის გასადიდებლად. მაგალითად, როგორიცაა სპორტული ქულები ან ვიქტორინის გადაცემები.
  • აირჩიეთ გადიდების არეალი
  • ჟესტების ენის სკალირების მორგება

*როგორ გავმართოთ: მთავარი>მენიუ>პარამეტრები>ყველა პარამეტრი>ზოგადი და კონფიდენციალურობა>სპეციალური შესაძლებლობები>ჟესტების ენის სკალირების პარამეტრები.

აუდიო რამდენიმე გამომავალი წერტილით
აუდიო, რამდენიმე გამომავალი წერტილით, საშუალებას აძლევს სმენადაქვეითებულ მომხმარებლებს, ისიამოვნონ ტელევიზორის ყურებით ოჯახთან ერთად.

*როგორ გავმართოთ: მთავარი>მენიუ>პარამეტრები>ყველა პარამეტრი>ზოგადი და კონფიდენციალურობა>სპეციალური ჟესტები-აუდიო რამდენიმე გამომავალი წერტილით.

მაცივარი

სუბტიტრები / აუდიო აღწერილობა
სატელევიზიო კონტენტის ყურების დროს Family Hub მაცივარზე , სმენადაქვეითებულ მომხმარებლებს საშუალება აქვთ ჩართონ სუბტიტრები.Samsung TV Plus აპლიკაციის გაშვებით და CC ხატულაზე დაჭერით, საუბრები გამოჩნდება ტექსტის სახით.
  • *როგორ დააყენოთ Family Hub მაცივარზე : Samsung TV Plus > CC ჩართვა/გამორთვა
  • *მხოლოდ სატელევიზიო კონტენტისთვის, სუბტიტრები Family Hub მაცივარზე.
გაფრთხილება ღია კარის შესახებ
თუ მაცივრის შიგნით არის მართვის პანელი, როდესაც კარი დიდი ხნის განმავლობაში ღია რჩება, მაცივრის შიგნით შუქი, ხმოვან სიგნალთან ერთად დაიწყებს ციმციმს. ეს მოხდება მაშინაც კი, თუ კარი ოდნავ მაინც იქნება ღია. ეს ფუნქცია განკუთვნილია მხოლოდ სმენადაქვეითებული მომხმარებლებისთვის.

*ეს ფუნქცია გამოიყენება მაცივრებზე , რომლებიც წარმოებულია 2019 წლის შემდეგ. ინდიკატორი ციმციმებს, როდესაც კარი ღია რჩება 5-10 წუთის განმავლობაში.

მომხმარებლის ინკლუზიური მხარდაჭერა

ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ, რათა Samsung -ის შესაძლებლობები უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გავხადოთ.