რა უნდა გავაკეთო, თუ Samsung-ის ტელევიზორი კარგავს Wi-Fi ქსელთან კავშირს
ამ სტატიაში გაიგებ, თუ რა უნდა გააკეთო იმ შემთხვევაში, თუ Samsung-ის ტელევიზორი ხშირად კარგავს (წყდება) კავშირს Wi-Fi ქსელთან.
შესაძლებელია ტელევიზორი კარგავს სიგნალს რაიმე დაბრკოლების ან Wi-Fi მოწყობილობის სუსტი სიგნალის გამო. მოათავსე როუტერი ტელევიზორიდან არაუმეტეს 5 მეტრის მანძილზე
Wi-Fi როუტერი (მარშრუტიზატორი) ანაწილებს ინტერნეტს მასთან დაკავშირებულ სმარტფონზე, კომპიუტერზე, ტელევიზორსა და სხვა მოწყობილობებზე.
როუტერი ჩვეულებრივ არის მართკუთხა ფორმის ყუთი ანტენებით და ინტერნეტის კაბელებთან დასაკავშირებელი პორტებით.
სცადე როუტერის პარამეტრების გადატვირთვა მისი დენის როზეტიდან ჩახსნით 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეამოწმე პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ხელმისაწვდომობა. თუ განახლება ხელმისაწვდომია, აუცილებლად დააყენე ის.
სცადე თავად მიუთითო პარამეტრები როუტერის ადმინისტრატორის პანელში ან მიმართე პროვაიდერს დახმარებისთვის.
შეცვალე არხი |
2,4 GHz-ისთვის |
რეკომენდებულია Wi-Fi არხი 6 |
---|---|---|
5 GHz-ისთვის |
რეკომენდებულია Wi-Fi არხი 44 |
|
შიფრაციის ტიპი |
WPA2-PSK |
|
შიფრაციის გასაღები |
AES |
|
IP მისამართების განაწილება |
DHCP |
თუ როუტერის პარამეტრების რეკომენდებული პარამეტრებით შეცვლის შემდეგ ტელევიზორი კვლავ კარგავს Wi-Fi-სთან კავშირს, შეასრულე შემდეგი ქმედება.
სცადე ინტერნეტის ტელეფონიდან გაზიარება.
- თუ Samsung Galaxy მოწყობილობას იყენებ, ინტერნეტის გაზიარების შესახებ ვრცელი ინსტრუქციების ნახვა შეგიძლია სტატიაში „როგორ გამოვიყენო Samsung Galaxy მოწყობილობა მოდემის ან Wi-Fi წვდომის წერტილის სახით“
- თუ iPhone-ს იყენებ, გახსენი მენიუ „პარამეტრები“ > „მოდემის რეჟიმი“ > „სხვების დაშვება“. მოწყობილობებისთვის: Iphone 12 ან უფრო ახალი მოდელები, 11-ინჩიანი iPad Pro (მე-3 თაობის ან უფრო ახალი), 12.9-ინჩიანი iPad Pro (მე-5 თაობის ან უფრო ახალი) ან iPad mini (მე-6 თაობა) ჩართე ფუნქცია „მაქსიმალური თავსებადობა“. შემდეგ ხელახლა სცადე მოწყობილობის მოწყობილობასთან დაკავშირება მოდემის რეჟიმში.
თუ მობილური ინტერნეტის საშუალებით დაკავშირება სტაბილურია, ეს ნიშნავს, რომ ტელევიზორს ყველაფერი წესრიგში აქვს. გადადი შემდეგ ქმედებაზე.
DNS შეცვალე 8.8.8.8-ზე ან 208.67.222.222-ზე.
ამავე თემაზე:
ტელევიზორის პროგრამული ხარვეზის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მისი პარამეტრების გადატვირთვა.
ამავე თემაზე:
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების შესრულების შემდეგ პრობლემა ვერ აღმოიფხვრა, მიმართე სერვის-ცენტრს ტელევიზორის დიაგნოსტირებისა და შეკეთებისთვის.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.