როგორ დავაყენო აპლიკაცია Samsung-ის ტელევიზორზე

ბოლო განახლების თარიღი : 16-12-2024

შენს ტელევიზორზე წინასწარაა დაინსტალებული აპლიკაციების ოფიციალური პლატფორმა. პლატფორმაზე არსებული ყველა აპლიკაცია უკვე ოპტიმიზებულია შენი მოწყობილობისთვის და მათი ჩამოტვირთვა უფასოდ შეგიძლია. აპლიკაციის დასაინსტალებლად რეკომენდებულია ამ პლატფორმის გამოყენება. იმის გასაგებად, თუ როგორ დააყენო აპლიკაცია Samsung-ის ტელევიზორზე, აირჩიე შენი ტელევიზორის გამოშვების წელი ან სერია, შემდეგ კი მიჰყევი ქვემოთ მოცემული ინსტრუქციებიდან რომელიმეს: 

გაითვალისწინე:

  • ამა თუ იმ აპლიკაციის ოფიციალურ პლატფორმაზე განთავსების გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ დეველოპერი.
  • კომპიუტერებისა და სმარტფონებისგან განსხვავებით, ტელევიზორზე არაა რეკომენდებული მესამე მხარის აპლიკაციების დაინსტალება. Samsung არ იძლევა ამგვარი აპლიკაციების გამართულად მუშაობის გარანტიას.
  • პლატფორმაზე ხელმისაწვდომი აპლიკაციების სია შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის და ტელევიზორის მოდელის მიხედვით. 

შენიშვნა

შენს ტელევიზორზე აპლიკაციის დასაინსტალებლად საჭიროა Samsung-ის ანგარიშზე შესვლა!

1 Smart Control-ის პულტზე დააჭირე ღილაკს „Home“.
როგორ დავაყენო აპლიკაცია Samsung-ის ტელევიზორზე
2 აირჩიე პუნქტი „მედია“, შემდეგ კი პუნქტი „Apps“.
აირჩიე პუნქტი „მედია“, შემდეგ კი პუნქტი „Apps“
3 აირჩიე აპლიკაცია შემოთავაზებული კატეგორიებიდან.

ჩანართში „Apps“ განთავსებულია პოპულარული აპლიკაციები. სასურველი აპლიკაციის მოძებნა შეგიძლია კატეგორიების მიხედვით ან მარჯვენა ზედა კუთხეში მოცემული საძიებო ველის გამოყენებით.

აირჩიე აპლიკაცია შემოთავაზებული კატეგორიებიდან
4 აირჩიე აპლიკაცია და დააჭირე ღილაკს „ინსტალაცია“.
აირჩიე აპლიკაცია და დააჭირე ღილაკს „ინსტალაცია“.
5 დაელოდე ჩატვირთვის დასრულებას.
დაელოდე ჩატვირთვის დასრულებას.
6 დააჭირე ღილაკს „გახსნა“. 
დააჭირე ღილაკს „გახსნა“
7 დაინსტალების შემდეგ აპლიკაციის მოძებნა შეგიძლია კატეგორიაში „დაინსტალებული აპლიკაციები“.
დაინსტალების შემდეგ აპლიკაციის მოძებნა შეგიძლია კატეგორიაში „დაინსტალებული აპლიკაციები“.

შენიშვნა

შენს ტელევიზორზე აპლიკაციის დასაინსტალებლად საჭიროა Samsung-ის ანგარიშზე შესვლა!

შედი ანგარიშზე
1 ტელევიზორის პულტზე დააჭირე ღილაკს „Home“.
2 აირჩიე ჩანართი „Apps“ ქვედა კონტექსტური პანელიდან.
აირჩიე ჩანართი „Apps“
3 აირჩიე აპლიკაცია ჟანრის მიხედვით ან გამოიყენე ტელევიზორის მარჯვენა ზედა კუთხეში მოცემული საძიებო ველი.
აირჩიე აპლიკაცია
4 აირჩიე „ინსტალაცია“.
დააჭირე ღილაკს „ინსტალაცია“

აპლიკაცია ჩაიტვირთება და გამოჩნდება Smart Hub-ის მთავარ ეკრანზე.

5 დაელოდე ჩატვირთვის დასრულებას.
დაელოდე ჩატვირთვის დასრულებას.
6 აირჩიე „გახსნა“.
აირჩიე „გახსნა“

დაინსტალების შემდეგ აპლიკაციის მოძებნა შეგიძლია კატეგორიაში „დაინსტალებული აპლიკაციები“.

ჩანართი „დაინსტალებული აპლიკაციები“

შენიშვნა

შენს ტელევიზორზე აპლიკაციის დასაინსტალებლად საჭიროა Samsung-ის ანგარიშზე შესვლა!

1 ტელევიზორის პულტზე დააჭირე ღილაკს „მთავარი“.
2 აირჩიე ჩანართი „Apps“ ქვედა კონტექსტური პანელიდან.
3 აირჩიე აპლიკაცია ან გამოიყენე ტელევიზორის მარჯვენა ზედა კუთხეში მოცემული საძიებო ველი.
4 აირჩიე „ინსტალაცია“.

აპლიკაცია ჩაიტვირთება და გამოჩნდება Smart Hub-ის მთავარ ეკრანზე.

5 დაელოდე ჩატვირთვის დასრულებას.
6 აირჩიე „გახსნა“.

დაინსტალების შემდეგ აპლიკაციის მოძებნა შეგიძლია კატეგორიაში „დაინსტალებული აპლიკაციები“.

1 გაუშვი Smart Hub.

ამისათვის დააჭირე ღილაკს „Home“ ან „Smart“  ტელევიზორის პულტზე.

2 აირჩიე ჩანართი „Apps“ ან გამოიყენე ტელევიზორის მარჯვენა ზედა კუთხეში მოცემული საძიებო ველი.
3 აირჩიე აპლიკაცია ან გამოიყენე ტელევიზორის მარჯვენა ზედა კუთხეში მოცემული საძიებო ველი.
4 აირჩიე „ინსტალაცია“.

აპლიკაცია ჩაიტვირთება და გამოჩნდება Smart Hub-ის მთავარ ეკრანზე.

5 დაელოდე ჩატვირთვის დასრულებას.
6 აირჩიე „გახსნა“.

დაინსტალების შემდეგ აპლიკაციის მოძებნა შეგიძლია ჩანართში „Apps“.

1 გაუშვი Smart Hub.

ამისათვის დააჭირე ღილაკს „Smart“  ტელევიზორის პულტზე.

2 აირჩიე ჩანართი „აპლიკაციები“ ქვედა პანელიდან.
3 აირჩიე აპლიკაცია შემოთავაზებული კატეგორიებიდან ან გამოიყენე ტელევიზორის მარჯვენა ზედა კუთხეში მოცემული საძიებო ველი.
4 აირჩიე „ჩატვირთვა“.
5 დაელოდე ჩატვირთვის დასრულებას.
6 აირჩიე „გახსნა“.

 დაინსტალების შემდეგ აპლიკაციის მოძებნა შეგიძლია კატეგორიაში „My App“.

1 გაუშვი Smart Hub და აირჩიე ჩანართი „Apps“ მენიუდან „პოპულარული“.

Smart Hub-ის გასაშვებად დააჭირე ღილაკს „Smart“ პულტზე.

აპლიკაციის ჩამოსატვირთად ასევე შეგიძლია გამოიყენო საძიებო ველი.

2 აირჩიე პუნქტი „კატეგორიები“.

აპლიკაცია შეიძლება იყოს განთავსებული შემოთავაზებული კატეგორიებიდან ერთ-ერთში: ვიდეო, თამაშები, სპორტი ან მოდა.

3 აირჩიე აპლიკაცია.

კატეგორიის არჩევის შემდეგ მონიშნე სასურველი აპლიკაცია და პულტზე დააჭირე ღილაკს „OK“.

4 აირჩიე „ჩატვირთვა“.
5 დაელოდე ჩატვირთვის დასრულებას.
6 აირჩიე „გახსნა“.

ჩანართში „ყველაზე პოპულარული“ განთავსებულია მომხმარებლებს შორის პოპულარული აპლიკაციები.

ჩანართში „ახალი“ განთავსებულია აპლიკაციები, რომლებიც ახლახან დაემატა Samsung Apps-ის პლატფორმაზე.

1 გაუშვი Smart Hub და აირჩიე ჩანართი „Samsung Apps“.

ამისათვის ტელევიზორის პულტზე დააჭირე ფერად ღილაკს „Smart“ და ქვედა პანელში გაუშვი „Samsung Apps“.

2 აირჩიე სასურველი კატეგორია.

აპლიკაცია შეიძლება იყოს განთავსებული შემოთავაზებული კატეგორიებიდან ერთ-ერთში: ვიდეო, თამაშები, სპორტი ან მოდა.

3 აირჩიე აპლიკაცია.

კატეგორიის არჩევის შემდეგ მონიშნე სასურველი აპლიკაცია და პულტზე დააჭირე ღილაკს „OK“.

4 აირჩიე „ჩატვირთვა“.

აპლიკაცია ჩაიტვირთება და გამოჩნდება Smart Hub-ის მთავარ ეკრანზე.

5 დაელოდე ჩატვირთვის დასრულებას.
6 აირჩიე „გაშვება“.

შენიშვნა:

ეკრანის ანაბეჭდები და მენიუს დიზაინი შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის დიზაინის ან პროგრამული მხარდაჭერის ვერსიის მიხედვით.

მადლობა გამოხმაურებისთვის!