როგორ გავაზიარო iOS მოწყობილობის ეკრანი Samsung ტელევიზორზე AirPlay 2-ის მეშვეობით

ბოლო განახლების თარიღი : 11-04-2024

თუ შენს Samsung ტელევიზორს აქვს AirPlay ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მასზე შეგიძლია გააზიარო ვიდეო, ფოტო, მუსიკა ან სხვა კონტენტი Apple მოწყობილობიდან Wi-Fi ქსელის მეშვეობით.

Apple მოწყობილობიდან შენს Samsung ტელევიზორზე კონტენტის გასაზიარებლად შეასრულე ამ სტატიაში მოცემული რეკომენდაციები.

AirPlay მხარდაჭერილია:

  • 2018 წელს და მოგვიანებით გამოშვებულ და უახლესი ვერსიის ოპერაციული სისტემის მქონე Samsung ტელევიზორებზე,
  • iOS v.12.3-ის (ან უფრო ახალი ვერსიის) მქონე სმარტფონებზე,
  • MAC მოწყობილობა, რომელზეც დაინსტალებულია Mojave 10.14.5 (ან უფრო ახალი ვერსია).

როგორ გავაზიარო ეკრანი

1 ტელევიზორი და სმარტფონი დააკავშირე ერთ Wi-Fi-ქსელთან.

თუ სახლში იყენებ ორ სიხშირეზე (2,4 GHz და 5 GHz) მომუშავე ორდიაპაზონიან როუტერს, დარწმუნდი, რომ ტელეფონი და ტელევიზორი დაკავშირებულია ერთ Wi-Fi ქსელთან და მუშაობს ერთი და იგივე სიხშირეზე.

2 ტელევიზორზე გახსენი AirPlay-ს პარამეტრები.

B და შემდგომი სერიის (2022 წელს და მოგვიანებით გამოშვებული) ტელევიზორებისთვის: პარამეტრებიდაკავშირებაAirplay-ს პარამეტრები,

A და წინა სერიის (2021 წელს და უფრო ადრე გამოშვებული) ტელევიზორებისთვის: პარამეტრებიზოგადიAirplay-ს პარამეტრები.

როგორ გავაზიარო iOS მოწყობილობის ეკრანი Samsung ტელევიზორზე AirPlay 2-ის მეშვეობით, როგორ გავაზიარო iOS მოწყობილობის ეკრანი, Samsung ტელევიზორი, AirPlay, ტელევიზორი, iphone-ის ეკრანის გამოსახულების გაზიარება ტელევიზორზე, iphone-ის ეკრანის დუბლირება ტელევიზორზე
3 აირჩიე AirPlay → ჩართვა.
как дублировать эროგორ გავაზიარო iOS მოწყობილობის ეკრანი Samsung ტელევიზორზე AirPlay 2-ის მეშვეობით, როგორ გავაზიარო iOS მოწყობილობის ეკრანი, Samsung ტელევიზორი, AirPlay, ტელევიზორი, iphone-ის ეკრანის გამოსახულების გაზიარება ტელევიზორზე, iphone-ის ეკრანის დუბლირება ტელევიზორზეкран iOS-устройства на телевизор Samsung по AirPlay 2, как дублировать экран iOS-устройства, телевизор Samsung, AirPlay, телевизор, передать изображение на экран тв с iphone, дублировать экран iphone на телевизоре

თუ შენს ტელევიზორს აქვს AirPlay ფუნქციის მხარდაჭერა, თუმცა მენიუში ეს პუნქტი არ არის მოცემული ან არ არის აქტიური, ჩამოტვირთე და დააინსტალე აპლიკაცია Apple TV

4 Apple მოწყობილობაზე გახსენი მართვის ცენტრი და აირჩიე „ეკრანის გაზიარება“.
მართვის ცენტრის გასახსნელად:
  • iPhone X-ზე ან (უფრო ახალ მოდელზე)/ iPad-ზე, რომელზეც დაინსტალებულია iPadOS 13 (ან უფრო ახალი ვერსია): აუსვი თითი ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეს,
  • iPhone SE, iPhone 8 (ან უფრო ძველ) მოწყობილობაზე: აუსვი თითი ეკრანის ქვედა კიდეს.
5 აირჩიე შენი ტელევიზორი მოწყობილობების ჩამონათვალიდან.
როგორ გავაზიარო iOS მოწყობილობის ეკრანი Samsung ტელევიზორზე AirPlay 2-ის მეშვეობით

თუ ამ ეტაპზე შენი ტელევიზორი არ არის სიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონი მას ვერ ხედავს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ქსელის არასწორი პარამეტრები, განახლებების არსებობა ან მოწყობილობის გაუმართაობა.

გაუმართაობის აღმოფხვრისთვის გამოიყენე ქვემოთ მოცემული სტატია.

6 ტელევიზორის ეკრანზე გამოჩნდება PIN-კოდი. შეიყვანე ეს კოდი Apple მოწყობილობაზე გამოჩენილ კონტექსტურ ფანჯარაში.
როგორ გავაზიარო iOS მოწყობილობის ეკრანი Samsung ტელევიზორზე AirPlay 2-ის მეშვეობით

მზადაა. დაიწყება ამ ტელევიზორზე Apple მოწყობილობის კონტენტის გაზიარება.

გაზიარების შეწყვეტისთვის გახსენი „მართვის ცენტრი“„ეკრანის გაზიარება“„გაზიარების გაუქმება“.

მადლობა გამოხმაურებისთვის!