როგორ განვაახლო Samsung-ის Smart-ტელევიზორის firmware ინტერნეტის მეშვეობით

ბოლო განახლების თარიღი : 12-04-2024

ინტერნეტის მეშვეობით firmware-ის განახლება შესაძლებელია მხოლოდ Smart TV ფუნქციის მქონე ტელევიზორებზე.

თუ შენს Samsung-ის ტელევიზორს არ აქვს Smart TV ფუნქცია, გაეცანი სტატიას „როგორ განვაახლო Samsung-ის ტელევიზორის firmware ფლეშ-მეხსიერების (USB) ბარათის მეშვეობით“.

Samsung-ის ტელევიზორი Smart TV ლოგოტიპით

ტელევიზორის firmware-ის ინტერნეტის მეშვეობით განახლებისთვის მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.

2 შედი ტელევიზორის მენიუში.
  • ღილაკებიან პულტზე დააჭირე ღილაკს „MENU“.
  • R, M, N, Q, LS, K-სერიის ტელევიზორებზე: დააჭირე ღილაკს „HOME“, ტელევიზორის ეკრანზე გადააადგილე კურსორი მარცხნივ და აირჩიე პუნქტი „პარამეტრები“.
  • J-სერიის ტელევიზორის სმარტ-პულტზე დააჭირე ღილაკს „MENU/123“ და ტელევიზორის ეკრანზე აირჩიე პუნქტი „მენიუ“.
  • H-სერიის ტელევიზორის სმარტ-პულტზე დააჭირე ღილაკს „KEYPAD“ და ტელევიზორის ეკრანზე აირჩიე პუნქტი „Menu“.
  • F-სერიის ტელევიზორის სმარტ-პულტზე დააჭირე ღილაკს „MORE“ და ტელევიზორის ეკრანზე აირჩიე პუნქტი „Menu“.
3 აირჩიე პუნქტი „მხარდაჭერა“.
აირჩიე პუნქტი „მხარდაჭერა“
4 აირჩიე პუნქტი „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“.
  • თუ პუნქტი „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“ არ არის ხელმისაწვდომი, ჩახსენი ტელევიზორი დენის როზეტიდან და დაელოდე 5 წუთი. ტელევიზორის სიგნალის წყაროდ აირჩიე „TV“ და ხელახლა სცადე ამ პუნქტის არჩევა.
  • თუ პუნქტი კვლავ არ არის ხელმისაწვდომი, დარწმუნდი, რომ ტელევიზორი დაკავშირებულია ინტერნეტთან. შემდეგ გამოდი მენიუდან (არ გამორთო ტელევიზორი), დაელოდე 5 წუთი და კვლავ სცადე ამ პუნქტის გახსნა.
აირჩიე პუნქტი „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“.
5 აირჩიე პუნქტი „ახლავე განახლება“ ან „ქსელის მეშვეობით განახლება“
აირჩიე პუნქტი „ახლავე განახლება“.
6 ტელევიზორი შეამოწმებს ახალი firmware-ის ხელმისაწვდომობას.
ტელევიზორი ამოწმებს ახალი firmware-ის ხელმისაწვდომობას
7 თუ ახალი firmware ხელმისაწვდომია, გამოჩნდება შეტყობინება. დააჭირე ღილაკს „დიახ“.
8 დაელოდე, სანამ ტელევიზორი ჩამოტვირთავს ახალ firmware-ს.
არ გამორთო ტელევიზორი firmware-ის განახლების დასრულებამდე.
9 როდესაც firmware განახლდება, ტელევიზორი გაითიშება და ხელახლა ჩაირთვება.

მადლობა გამოხმაურებისთვის!