რა უნდა გავაკეთო თუ Samsung-ის ტელევიზორის ხმა წყდება

ბოლო განახლების თარიღი : 31-10-2024

ამ სტატიაში აღწერილია, თუ რა უნდა გააკეთო, თუ ტელევიზორის ხმა იკარგება, მოდის წყვეტებით ან ხარვეზებით.

Samsung-ის ტელევიზორის ხმა
1 განაახლე ოპერაციული სისტემა..
თუ ხელმისაწვდომია ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია, ჩამოტვირთე ის. ოპერაციული სისტემის ახალი ვერსიები ახდენს სისტემის მუშაობის დასტაბილურებას და აღმოფხვრის შესაძლო ხარვეზებს.
2 გაუშვი ხმის ტესტი.
  • თუ ტესტირებისას ხმაზე დაფიქსირდა ხარვეზები, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
  • თუ ხმაზე ხარვეზები არ დაფიქსირდა, გადადი შემდეგ საფეხურზე.
3 შეამოწმე, იყენებ თუ არა გარე მოწყობილობას: ტელევიზიის ბლოკი/მიმღები (რესივერი), DVD, Blu-ray პლეერი ან სახლის კინოთეატრი.
თუ ტელევიზორთან გარე მოწყობილობა გაქვს დაკავშირებული, შეამოწმე მისი ხმის დონე. თუ გარე მოწყობილობაზე ხმა მაქსიმუმზეა დაყენებული, შეიძლება დაფიქსირდეს ხმის ხარვეზები. სცადე ხმის დონის დაწევა.
დააკვირდი როდის იკარგება ან მახინჯდება ხმა: მხოლოდ გარე მოწყობილობის მიერთებისას თუ მაშინაც, როდესაც არაფერი არ არის დაკავშირებული?
1 შეამოწმე სწორად არის თუ არა შეერთებული ტელევიზორისა და გარე მოწყობილობის დამაკავშირებელი კაბელი.
მოხსენი და ხელახლა შეაერთე კაბელები. თუ ამის შემდეგ პრობლემა არ აღმოიფხვრა, სცადე მოწყობილობის სხვა კაბელებით დაკავშირება.
2 გადატვირთე ტელევიზორის პარამეტრები.
ამის შემდეგ ტელევიზორი დაბრუნდება ქარხნულ პარამეტრებზე და აღმოიფხვრება მუშაობის შეცდომები.
3 შეამოწმე თვითონ ტელევიზორის ხმა.
ჩახსენი გარე მოწყობილობა. თუ გარე მოწყობილობის გარეშე ხმა არ მახინჯდება, სავარაუდოდ პრობლემა სწორედ ამ დაკავშირებულ მოწყობილობას აქვს.
1 შეამოწმე ანტენის შეერთება.
დარწმუნდი, რომ ანტენა, კაბელი ან თანამგზავრული ანტენა პირდაპირ არის შეერთებული ტელევიზორის ანტენის ბუდეში და არა ტელევიზიის ბლოკის გავლით.
2 შეამოწმე რომელ არხებზე ფიქსირდება ხმასთან დაკავშირებული პრობლემები.
თუ ხმის ხარვეზები შეიმჩნევა ციფრულ არხებზე, შეამოწმე ინფორმაცია სიგნალის შესახებ. სუსტი სიგნალის დროს მოწყობილობის შემოწმების ინსტრუქციები და რეკომენდაციები იხილე ქვემოთ მითითებულ ბმულზე.
სიგნალის შემოწმებისთვის ასევე შეგიძლია მიმართო სატელევიზიო სერვისის პროვაიდერს ან ანტენის ხელოსანს.
3 ხელახლა გაუშვი არხების ავტომატური დაყენების ფუნქცია.
4 თუ შესაძლებელია შეამოწმე, როგორ მუშაობს ტელევიზორი სხვა ანტენით.
თუ სხვა ანტენის შეერთებისას ტელევიზორს ნორმალური ხმა აქვს, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ანტენაშია, რომელსაც მანამდე იყენებდი.
5 გადატვირთე ტელევიზორის პარამეტრები.
ამის შემდეგ ტელევიზორი დაბრუნდება ქარხნულ პარამეტრებზე და აღმოიფხვრება მუშაობის შეცდომები.

თუ სპეციალისტის მიერ სიგნალის წყაროს შემოწმების შემდეგ გამოვლინდა, რომ სიგნალის წყარო სრულიად გამართულად მუშაობს, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.


გადატვირთე ტელევიზორის პარამეტრები. ამის შემდეგ ტელევიზორი დაბრუნდება ქარხნულ პარამეტრებზე  და აღმოიფხვრება მუშაობის შეცდომები.

თუ პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ ხმა მაინც წყდება, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.


მადლობა გამოხმაურებისთვის!