რატომ შეანელა მუშაობა ჩემმა Samsung Galaxy მოწყობილობამ და როგორ ავაჩქარო ის?

ბოლო განახლების თარიღი : 29-11-2024

როდესაც Samsung Galaxy მოწყობილობა შეფერხებით და ხარვეზებით მუშაობს, იჭედება ან მწყობრიდან გამოდის, ამის ყველაზე გავრცელებულ მიზეზი გადავსებული მეხსიერება და მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფაა. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარება შენი Galaxy მოწყობილობის ნორმალური მუშაობის რეჟიმის აღდგენაში.

სურათზე გამოსახულია ადამიანი, რომელსაც ხელში უჭირავს Galaxy მოწყობილობა, რომელზეც ჩანს კავშირის ინდიკატორი, რომლის ისარი წითელ ზონაშია.

შენიშვნა. გამოყენებული გამოსახულება მოდელირებულია საილუსტრაციო მიზნით, რეალური ინტერფეისი შეიძლება განსხვავებული იყოს ოპერაციული სისტემის ვერსიის, მოწყობილობის მოდელის, რეგიონის და ა.შ. მიხედვით.

  • შეამოწმე მეხსიერება

მეხსიერების გასუფთავებამ შეიძლება გააუმჯობესოს მოწყობილობის მუშაობა. შეეცადე წაშალო ზედმეტი ფაილები და აპლიკაციები მენიუდან „მოწყობილობის მომსახურება“.

პარამეტრების მენიუს მთავარი ეკრანი პარამეტრების მენიუს მთავარი ეკრანი

1. გახსენი „პარამეტრები“ > აირჩიე „მოწყობილობის მოვლა“.

პარამეტრების მენიუს ეკრანი "მოწყობილობის მოვლა" პარამეტრების მენიუს ეკრანი "მოწყობილობის მოვლა"

2. აირჩიე „საცავი“.

მოწყობილობის შიდა მეხსიერების მართვის ეკრანი მოწყობილობის შიდა მეხსიერების მართვის ეკრანი

3. შეამოწმე თავისუფალი ადგილის ზომა მეხსიერებაში და აირჩიე წასაშლელი ფაილები და პროგრამები.

  • შეამოწმე ოპერატიული მეხსიერება

მენიუ „მოწყობილობის მომსახურება“ საშუალებას გაძლევს შეამოწმო, თუ როგორ გამოიყენება ოპერატიული მეხსიერება და შეაჩერო ფონურ რეჟიმში გაშვებული აპლიკაციები ოპერატიული მეხსიერების გამოთავისუფლების მიზნით, რაც შენი მოწყობილობის აჩქარებაში დაეხმარება.

მოწყობილობის ოპერატიული მეხსიერების მართვის ეკრანი მოწყობილობის ოპერატიული მეხსიერების მართვის ეკრანი

გახსენი „პარამეტრები“ > აირჩიე „მოწყობილობის მოვლა“ > აირჩიე „საცავი“ > აირჩიე აპლიკაციები, რომელთა დახურვაც გსურთ და შეეხე ღილაკს „დაოპტიმიზირდეს ახლა“.

დამატებითი რჩევა

  • დაამატე ვიჯეტი „მოწყობილობის მოვლა“
    მთავარ ეკრანზე „მოწყობილობის მოვლა“ ვიჯეტის დამატებით, შეძლებ ერთი ღილაკის მეშვეობით უფრო მოხერხებულად გამოიყენო ზემოთ აღწერილი ფუნქციები.
ვიჯეტი „მოწყობილობის მოვლა“ მთავარ ეკრანზე ვიჯეტი „მოწყობილობის მოვლა“ მთავარ ეკრანზე

ხანგრძლივად შეეხე მთავარ ეკრანს > აირჩიე „ვიჯეტები“ > აირჩიე „მოწყობილობის მოვლა“ > აირჩიე ვიჯეტი და შეეხე ღილაკს „დამატება“.

  • თვითდიაგნოსტიკა Samsung Members აპლიკაციით
    მისი მეშვეობით შეძლებ სხვადასხვა ფაქტორების, მაგ., აკუმულატორის მდგომარეობის ან ხელსაწყოს კვების წყაროს დიაგნოსტიკას და შენი მოწყობილობის მუშაობის შენელების მიზეზის დადგენას.

თვითდიაგნოსტიკა Samsung Members აპლიკაციით

მისი მეშვეობით შეძლებ სხვადასხვა ფაქტორების, მაგ., აკუმულატორის მდგომარეობის ან ხელსაწყოს კვების წყაროს დიაგნოსტიკას და შენი მოწყობილობის მუშაობის შენელების მიზეზის დადგენას.

  1. გახსენი პარამეტრების მენიუ და გადადი ჩანართზე „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“. თუ ასეთი პუნქტი ამ მენიუში არ არის, გახსენი ჩანართი „მოწყობილობის შესახებ“ და შემდეგ აირჩიე „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“.
  2. აირჩიე „ჩამოტვირთვა და ინსტალაცია“. თუ ასეთი პუნქტი ამ მენიუში არ არის, აირჩიე „განახლება“ ან “განახლების ფაილების ხელით ჩამოტვირთვა“.
ოპერაციული სისტემის განახლების ეკრანი

Galaxy მოწყობილობის გადატვირთვა — ეს არის მარტივი მეთოდი ფონურ რეჟიმში მომუშავე ყველა გამოუყენებელი აპლიკაციის გასუფთავებისა და მოწყობილობის მუშაობის გაუმჯობესებისათვის. ასევე შეგიძლია გაააქტიურო ფუნქცია „ავტომატური გადატვირთვა“, რის შემდეგაც Galaxy მოწყობილობა პერიოდულად ავტომატურად გადაიტვირთება.

  • გადაიტვირთოს, როცა საჭიროა.
     ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, შენი ტელეფონი ავტომატურად გადაიტვირთება.

  • გადატვირთე გრაფიკით.
    შეგიძლია მიუთითო დრო და დღე, როდესაც გსურს მოწყობილობის გადატვირთვა.
პარამეტრების მენიუს მთავარი ეკრანი პარამეტრების მენიუს მთავარი ეკრანი

1. გახსენი „პარამეტრები“ > აირჩიე „მოწყობილობის მოვლა“.

პარამეტრების მენიუს ეკრანი „მოწყობილობის მოვლა“ პარამეტრების მენიუს ეკრანი „მოწყობილობის მოვლა“

2. აირჩიე „ავტომატური ოპტიმიზაცია“.

ავტომატური ოპტიმიზაციის პარამეტრების ეკრანი ავტომატური ოპტიმიზაციის პარამეტრების ეკრანი

3. აირჩიე „ავტომატური გადატვირთვა“.

ავტომატური გადატვირთვის პარამეტრების ეკრანი ავტომატური გადატვირთვის პარამეტრების ეკრანი

4. გაააქტიურე ეს ფუნქცია.

მადლობა გამოხმაურებისთვის!