რატომ წყდება ხმა Samsung Galaxy S22-ზე სატელეფონო ზარის ხმამაღალ რეჟიმში განხორციელების დროს
რატომ წყდება ხმა სატელეფონო ზარის ხმამაღალ რეჟიმში განხორციელების დროს, როდესაც Samsung Galaxy S22 სმარტფონს გარკვეული მანძილით ვშორდები?
Samsung Galaxy S22 სერიის სმარტფონებში ხმამაღალ საუბრის დროს ხმაურის შემცირების ფუნქცია გამოიყენება. ამიტომ, თუ ხმამაღალ რეჟიმში ზარის განხორციელების დროს მოწყობილობას 1,5 მეტრზე მეტი მანძილით დაშორდები, შენი საუბარი შეიძლება წყვეტილად ისმოდეს.
ხმამაღალ რეჟიმში საუბრისას ხმის საუკეთესო ხარისხი გარანტირებულია, თუ სმარტფონიდან დაახლოებით 1,5 მეტრის დიაპაზონში იმყოფები.
ამიტომ, ხმამაღალ რეჟიმში ზარის განხორციელების დროს რეკომენდებულია ტელეფონთან შეძლებისდაგვარად ახლოს იმყოფებოდე.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.