რა გავაკეთო, თუ Samsung Galaxy-ს მოწყობილობაზე ღილაკები არ მუშაობს
თუ შენს მოწყობილობაზე არ მუშაობს ხმის რეგულირების ღილაკები ან ვერ ახერხებ გვერდითა ღილაკით მოწყობილობის გათიშვას, პირველ რიგში საჭიროა დაადგინო, ეს პრობლემა პროგრამულ უზრუნველოფასთანაა დაკავშირებული თუ აპარატურულ ნაწილთან. ღილაკების გაუმართაობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, შეასრულე ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები.
ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებამდე დარწმუნდი, რომ შენი მოწყობილობის ოპერაციული სისტემა და შესაბამისი აპლიკაციები განახლებულია და დაინსტალებულია მათი უახლესი ვერსიები. შენი მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემის განახლებისათვის შეასრულე შემდეგი მოქმედებები:
საფეხური 1. გახსენი „პარამეტრები“ > „ოპერაციული სისტემის განახლება“.
საფეხური 2. დააჭირე ნიშნულს „ჩამოტვირთვა და დაინსტალება“.
საფეხური 3. მიჰყევი ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციას.
პრობლემის დიაგნოსტიკა Samsung Members აპლიკაციის მეშვეობით
პირველ რიგში უნდა დაადგინო შენი მოწყობილობის ღილაკების გაუმართაობის მიზეზი. შეამოწმე, ღილაკების დაჭერას ხელს ხომ არ უშლის შალითა ან დაგროვილი ჭუჭყი.
თუ პრობლემა დაკავშირებულია შენი მოწყობილობის აპარატურულ ნაწილთან, რეკომენდებულია მიმართო ჩვენს მხარდაჭერის ცენტრს. სარემონტო მომსახურებისთვის მიმართვამდე, დაადგინე ღილაკების გაუმართაობის მიზეზები. პრობლემის მიზეზის გამოსავლენად, შეასრულე ქვემოთ მოცემული მოქმედებები:
ყველა პარამეტრის გადატვირთვა
თუ Samsung Members აპლიკაციამ ვერ გამოავლინა აპარატურულ ნაწილთან დაკავშირებული პრობლემა, გადატვირთე ყველა პარამეტრი.
შენიშვნა.
- თუ გამოიყენებ ვარიანტს „ყველა პარამეტრის გადატვირთვა“, შენი მონაცემები არ წაიშლება.
შენიშვნა. ეკრანის ანაბეჭდი და მოწყობილობის რეალური მენიუ შეიძლება განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელის და ოპერაციული სისტემის ვერსიის მიხედვით.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.