რა გავაკეთო, თუ წყალთან კონტაქტის შემდეგ სმარტფონი არ იმუხტება
თუ წყალთან კონტაქტის შემდეგ შენი სმარტფონი აღარ იმუხტება და მიიღე შეტყობინება, რომ დამუხტვის პორტში წყალი მოხვდა, ეს იმას ნიშნავს, რომ დასამუხტი მოწყობილობის პორტში არსებულმა ტენიანობამ გამოიწვია მოკლე ჩართვა ან კოროზია. შესაბამისად, წყლის მოხვედრისას დამუხტვის პროცესი ავტომატურად შეწყდა.
გარდა ამისა, მსგავსი შეტყობინება შეიძლება გაჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ პორტში მოხვდა მტვერი ან ჭუჭყი. იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოაგვარო, გაეცანი ქვემოთ მოცემულ სტატიას.
ამავე თემაზე:
იმისათვის, რომ გამოირიცხოს პროგრამული შეცდომა, სცადე USB Settings აპლიკაციის მონაცემების გასუფთავება. ამის შემდეგ გირჩევ გადატვირთო სმარტფონი და ხელახლა შეაერთო დასამუხტად.
დამუხტვის პორტში შეიძლება ჩარჩეს მტვერი ან ჭუჭყი და ხელი შეუშალოს მოწყობილობის სათანადო მუშაობას. ფრთხილად გაწმინდე ბუდე, მაგალითად, ძველი კბილის ჯაგრისით ან კომპრესული ჰაერით.
შენიშვნა:
გადატვირთვამდე აუცილებლად შეინახე მნიშვნელოვანი მონაცემები. გადატვირთვის შემდეგ მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება!
თუ სმარტფონი არ დაიმუხტა, თუმცა 30%-ზეა, გადატვირთე მონაცემები. ამისათვის გამოიყენე სტატია: "როგორ გადავტვირთო პარამეტრები (hard reset, factory reset) Samsung Galaxy მოწყობილობაზე"
თუ პრობლემის მოგვარებაში ვერც ერთი რეკომენდაცია ვერ დაგეხმარა, სავარაუდოდ შენი სმარტფონი გაუმართავია. იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ შენს Samsung Galaxy სმარტფონს რემონტი სჭირდება, გირჩევ მიმართო უახლოეს სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.