რას წარმოადგენს Galaxy Z Flip4 და Galaxy Z Fold4 მოწყობილობების დამცავი ფირი
Galaxy Z Flip4 და Galaxy Z Fold4 მოწყობილობების ყუთიდან ამოღებისას ნახავ, რომ ისინი დასაკეცი ეკრანით და დამცავი ფირით არის აღჭურვილი. ქვემოთ დეტალურად არის აღწერილი ამ მოწყობილობების დაცვისთვის საჭირო საშუალებები და მოცემულია ინსტრუქციები იმ შემთხვევისთვის, თუ დამცავ ფირთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შეიქმნა.
რას წარმოადგენს დასაკეცი ეკრანი?
Samsung-ის დასაკეცი სმარტფონები აღჭურვილია Infinity Flex Display ეკრანებით და ულტრათხელი მინით, რომელიც იღუნება მოწყობილობის დაზიანების გარეშე.
დასაკეცი ეკრანის ორიგინალური კონსტრუქცია და ულტრათხელი ეკრანი მომხმარებელს ახალ შესაძლებლობებს ანიჭებს და საშუალებას აძლევს არა მხოლოდ დაკეცოს სმარტფონი, არამედ მიიღოს უმაღლესი ხარისხის გამოსახულება OLED ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით. Galaxy Z Flip4 და Galaxy Z Fold4 გამოირჩევა გაუმჯობესებული გამძლეობით ჩვენს მიერ შექმნილ სხვა მოწყობილობებს შორის. მათი ეკრანის განსაკუთრებულ საიმედოობას და სიმტკიცეს Corning® Gorilla® Glass Victus®+ ექსკლუზიური სისტემა განაპირობებს და მოწყობილობას დარტყმებით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს.
რა კომპონენტებისგან შედგება დასაკეცი ეკრანი?
Samsung-ის დამცავი ეკრანი აღჭურვილის დამცავი ფირით, დამცავი შრით და ულტრათხელი მინით — ამგვარი კონსტრუქცია უზრუნველყოფს მაქსიმალურად გაჯერებულ ფერებს, მაქსიმალურ კონტრასტს და ფერების რეპროდუქციას AMOLED ტიპის ეკრანზე, რომლის მახასიათებლები წარმოდგენილია ქვემოთ.
- დამცავი ფირი: წარმოადგენს ეკრანის გარე ფენას, რომელიც ეკრანს ინტენსიური დატვირთვის მიმართ გამძლეობის უნარს ანიჭებს, შესაძლებელია მისი გამოცვლა.
- დიგიტალიზაციის შრე: დამზადებულია ბოჭკოთი არმირებული პლასტმასისგან, რაც ამ შრეს მეტ სიმტკიცესა და გამძლეობას ანიჭებს, რისი წყალობითაც ტელეფონი არის მსუბუქი და დაცული.
- დამცავი შრე: განთავსებულია ულტრათხელი მინის ზემოთ, ამცირებს გარეგანი ზემოქმედების გავლენას და იცავს ეკრანს.
- ულტრათხელი მინა: თხელი მინა, განაპირობებს ზედაპირის სიგლუვეს და აუმჯობესებს დასაკეცი ეკრანის გამძლეობას.
- აქტიური AMOLED მარტიცა: თითოეული პიქსელი წარმოადგენს სინათლის წყაროს, რაც განაპირობებს თხელი ეკრანის სწრაფ რეაქციას, ფერების იდეალურ რეპროდუქციას და მკაფიო გამოსახულებას.
ყურადღება! დიგიტალიზაციის შრე მხოლოდ Galaxy Fold4 მოწყობილობებს აქვს.
დამცავი ფირი, რომელიც დასაკეც ეკრანზეა დამაგრებული, ხარჯვადი მასალების კატეგორიას განეკუთვნება. ექსპლუატაციის გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ბუნებრივი ცვეთის შედეგად, ფირი იქერცლება და მასზე წარმოიქმნება ნაკაწრები და ბუშტუკები. ზოგიერთ შემთხვევაში ზიანდება დამცავი ფირი. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია დამცავი ფირის შეცვლის შემდეგ. თუ შენს მოწყობილობაზე დამცავი ეკრანი დაზიანდა, დაუკავშირდი Samsung-ის მხარდაჭერის ცენტრს
გამოიჩინე სიფრთხილე, რადგან დამცავი ფირის არასწორი მონტაჟის ან მოხსნის დროს შეიძლება პანელი დაზიანდეს. დაბეჯითებით გირჩევ ტელეფონზე დაამაგრო დამცავი ფირი. თუ შენს მოწყობილობაზე დამაგრებული ფირი არ არის კომპანია Samsung-ის მიერ სერტიფიცირებული, შეიძლება მოხდეს ეკრანის გამოსახულების დეფორმირება ან მისი მახასიათებლები გაუარესდეს.
- შესაძლებელია დასაკეცი ეკრანის დაკეცვა სხვადასხვა კუთხით, დაკეცვის ფუნქციას ასევე უზრუნველყოფს თხელი დრეკადი მინა და ფირი. დაკეცვის ადგილზე, ეკრანის ცენტრში შესაძლოა შესამჩნევი იყოს ნაკეცები.
- ძლიერი დარტყმის შემთხვევაში ეკრანზე შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა ფერის წერტილები და ზოლები. შესაძლებელია ეკრანში გაჩნდეს ხილული დაზიანებები, რაც გამოვლინდება მცირე ზომის შავი ლაქების წარმოქმნით, სიკაშკაშის ცვლილებით და ეკრანზე ბზარების გაჩენით.
- თავი აარიდე ეკრანზე ძლიერ ზემოქმედებას: ულტრათხელ მინაზე დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს ბზარების წარმოქმნა, რომლებიც შეიძლება მეზობელ უბნებზე გავრცელდეს და მოწყობილობის დაკეცვისას გამოიწვიოს თეთრი ზოლების გაჩენა.
დასაკეცი მოწყობილობების ექსპლუატაციის დროს მოერიდე შემდეგ სიტუაციებს.
- მოწყობილობის იატაკზე დაგდება.
- ძლიერი ზეწოლა ეკრანის გადაკეცვის ადგილზე ან უცხო ნივთების მოხვედრა ეკრანის ნაკეცში, როგორიცაა პლასტიკური ბარათები, გასაღები, ქვიშა, ლითონის ნამტვრევები და სხვა.
- ეკრანზე კალმით, ფრჩხილით, გასაღებით და სხვა ნივთებით დაჭერა, ან საგნების პირდაპირ ეკრანზე დაგდება.
- სმარტფონის გახსნისას, არ მოათავსო თითი ეკრანის პანელებს შორის.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.