რა უნდა გავაკეთო, თუ Samsung Galaxy ახმოვანებს ჩემს მოქმედებებს

ბოლო განახლების თარიღი : 02-04-2024

როდესაც აქტიურია TalkBack რეჟიმი, სმარტფონი ახმოვანებს მომხმარებლის მოქმედებებს. ამ ფუნქციას ასევე ეწოდება Voice Assistant (სახელწოდება დამოკიდებულია Android-ის ვერსიაზე). ეს რეჟიმი განკუთვნილია მხედველობის დაქვეითების მქონე პირებისთვის. TalkBack (Voice Assistant) რეჟიმის გათიშვა შესაძლებელია ტელეფონის პარამეტრებიდან.

TalkBack რეჟიმის გააქტიურების შემდეგ იცვლება სმარტფონის მართვის ფუნქციები. ქვემოთ აღწერილია, თუ როგორ უნდა მართო მოწყობილობა TalkBack (Voice Assistant) რეჟიმში და წარმოდგენილია ამ ფუნქციის გააქტიურების ინსტრუქციები Android-ის სხვადასხვა ვერსიებისთვის. 

როგორ ვმართო სმარტფონი გააქტიურებული TalkBack ფუნქციით

მენიუს პუნქტის ასარჩევად: ჯერ შეეხე ამ პუნქტს ერთხელ, ხოლო მისი ჩარჩოთი მონიშვნის შემდეგ შეეხე ეკრანს ზედიზედ ორჯერ.

ეკრანის სქროლინგისთვის (მენიუ, სლაიდერები): ეკრანს გაუსვი ორი თითი.

შეტყობინებების პანელის გასახსნელად: ჩამოუსვი ორი თითი ეკრანის ზედა ნაწილს.

მენიუს ერთი პუნქტიდან მეორეზე გადასასვლელად (სხვა პუნქტის მოსანიშნად): შეგიძლია საჭირო პუნქტს დააჭირო ან გაუსვა თითი ეკრანს მარცხნივ ან მარჯვნივ.

როგორ გავთიშო TalkBack ფუნქცია Android 14-11 მოწყობილობებზე

„სპეციალური შესაძლებლობების“ „სპეციალური შესაძლებლობების“

ნაბიჯი 1. ორი თითის გამოყენებით ოდნავ ჩამოსწიე ეკრანი ქვემოთ და აირჩიე „სპეციალური შესაძლებლობები“. „სპეციალური შესაძლებლობების“ ხატულას შეეხე ერთხელ, რის შემდეგაც მასზე გაჩნდება ჩარჩო. შემდეგ ორჯერ შეხე ეკრანს.

TalkBack-ს TalkBack-ს

ნაბიჯი 2. დააჭირე TalkBack-ს.

ახალ ფანჯარაში აირჩიე პუნქტი გამორთვა და კვლავ ორჯერ შეეხე ეკრანს. ახალ ფანჯარაში აირჩიე პუნქტი გამორთვა და კვლავ ორჯერ შეეხე ეკრანს.

ნაბიჯი 3. ახალ ფანჯარაში აირჩიე პუნქტი გამორთვა და კვლავ ორჯერ შეეხე ეკრანს.

როგორ გავთიშო TalkBack ფუნქცია Android 10-8 მოწყობილობებზე

სპეციალური შესაძლებლობების სპეციალური შესაძლებლობების

ნაბიჯი 1. ერთხელ შეეხე „სპეციალური შესაძლებლობების“ ხატულას. როდესაც მასზე გაჩნდება ჩარჩო, ორჯერ შეეხე ეკრანს.

შეეხე პუნქტს „ეკრანის წაკითხვა“, შემდეგ ორჯერ შეეხე ეკრანს შეეხე პუნქტს „ეკრანის წაკითხვა“, შემდეგ ორჯერ შეეხე ეკრანს

ნაბიჯი 2. შეეხე პუნქტს „ეკრანის წაკითხვა“, შემდეგ ორჯერ შეეხე ეკრანს.

Voice Assistant Voice Assistant

ნაბიჯი 3. დააჭირე Voice Assistant-ის გვერდით არსებულ გადამრთველ ღილაკს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!