სენსორული ეკრანის პრობლემები Galaxy ტელეფონზე ან პლანშეტზე

ბოლო განახლების თარიღი : 02-05-2024

Galaxy ტელეფონის ან პლანშეტის სენსორული ეკრანი არის თქვენი მოწყობილობაში ნავიგაციის ძირითადი გზა, ამიტომ ჩვენ გვესმის, თუ რამდენად შემაშფოთებელია, როდესაც სენსორული ფუნქცია არ მუშაობს გამართულად. თუმცა, არსებობს სენსორული ეკრანის მუშა მდგომარეობაში დაბრუნების რამდენიმე მარტივი გზა, როდესაც ის დაკიდულია, არ რეაგირებს ან უცნაურად მოქმედებს.

1 გადახედეთ სენსორული ეკრანის მუშაობასთან დაკავშირებულ რჩევებსა და რეკომენდაციებს.

ზოგიერთმა ფაქტორმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი მოწყობილობის სენსორული ეკრანის მუშაობის ხარისხზე. სენსორული ეკრანის გამოყენებისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • თუ დაყენებულია გარე მწარმოებლის ეკრანის დამცავი ან აქსესუარი, სენსორულმა ეკრანმა შეიძლება გამართულად არ იმუშაოს. კერძოდ, იგი შეიძლება ცუდად მუშაობდეს, თუ ეკრანის დამცავის ქვეშ მოხვდა მტვერი ან ჰაერი, თუ ეკრანზე დამაგრებულია ორი ან მეტი დამცავი ფირი, ან თუ დამცავი ფირი აქერცლილია ეკრანის კიდესთან.
  • სენსორულმა ეკრანმა შეიძლება გამართულად არ იმუშაოს, თუ ატარებთ ხელთათმანებს, თითზე გაქვთ მტვერი ან ეკრანს ფრჩხილებით ან ბურთულიანი კალმით ეხებით. ასევე მან შეიძლება არ იმუშაოს, თუ ეკრანთან ახლოს არის გამტარი საგანი, მაგალითად მონეტა ან გასაღები.
  • სენსორმა შესაძლოა გამართულად არ იმუშაოს, თუ ეკრანი სველია. წყალგაუმტარ მოდელებშიც კი, ზოგიერთი სენსორული ფუნქცია შეიძლება არ მუშაობდეს, თუ პროდუქტი წყალში გამოიყენება.
2 გადატვირთეთ მოწყობილობა.

ოწყობილობის გადატვირთვა დაგეხმარებათ მცირე პრობლემების მოგვარებაში. გადატვირთვა განსხვავდება მოდელის მიხედვით:

  • მოწყობილობებზე ჩართვის ღილაკით: ხანგრძლივად დააჭირეთ ჩართვის ღილაკს, შემდეგ კი შეხებით აირჩიეთ გადატვირთვა. შეხებით აირჩიეთ გადატვირთვა კვლავ თქვენი მოწყობილობის გადასატვირთად.
  • მოწყობილობებზე ჩართვის გვერდითი ღილაკით: ორი თითი ჩამოუსვით ეკრანის ზემოდან ქვემოთ სწრაფი პარამეტრების პანელის გასახსნელად. შეხებით აირჩიეთ ჩართვის ხატულა, და შემდეგ აირჩიეთ გადატვირთვა. შეხებით აირჩიეთ გადატვირთვა კვლავ თქვენი მოწყობილობის გადასატვირთად.

თუ სენსორული ეკრანი საერთოდ არ მუშაობს, შეგიძლიათ გადატვირთოთ თქვენი მოწყობილობა ხმის დაწევის ღილაკის და ჩართვისღილაკის/გვერდითი ღილაკის ერთდროულად დაჭერით 10 წამის განმავლობაში. მოწყობილობის გამორთვის შემდეგ, შეგიძლიათ ხელახლა ჩართოთ მოწყობილობა ჩართვის ღილაკის ან გვერდითი ღილაკის ხელახლა დაჭერით.

3 შეამოწმეთ დამტენი.

თუ დამტენი დაზიანებულია, მან შეიძლება არ მიაწოდოს მოწყობილობას ელექტროენერგია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სენსორული ეკრანის გაუმართაობა. ამ შემთხვევაში, პრობლემის მოსაგვარებლად, გამოიყენეთ სხვა, დაუზიანებელი დამტენი. ასევე გირჩევთ არ გამოიყენოთ სენსორული ეკრანი, როდესაც მოწყობილობა იტენება.

4 გამორთეთ ჟესტები.

შენიშვნა

4-6 ნაბიჯების შესასრულებლად შეგიძლიათ სცადოთ თქვენი მოწყობილობის კომპიუტერთან ან მონიტორთან დაკავშირება Samsung DeX-ის გამოყენებით. ეს მოგცემთ მოწყობილობის მართვის საშუალებას მაშინაც კი, როდესაც სენსორული ეკრანი არ მუშაობს.

სრულ ეკრანზე ჟესტების ფუნქციის გამოყენებისას, სენსორული შეყვანა შეიძლება შეუძლებელი იყოს, რადგან შეხება ამოიცნობა, როგორც ჟესტი. ამის თავიდან ასაცილებლად, გამორთეთ სრულ ეკრანზე ჟესტების ფუნქცია. გახსენით განყოფილება პარამეტრები, შეხებით აირჩიეთ დისპლეი, შემდეგ კი — ნავიგაციის ზოლო. შეხებით აირჩიეთ ღილაკები სრულ ეკრანზე ჟესტების გასათიშად.

5 გამორთეთ შეხების მგრძნობელობა.

თუ შეხების მგრძნობელობის პარამეტრი ჩართულია დამცავი ფირის არ არსებობის შემთხვევაში, სენსორული ეკრანი შეიძლება ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებდეს და შესაბამისად, გაუმართავი იყოს. შეხების მგრძნობელობის ფუნქციის გასათიშად, გადადით განყოფილებაში პარამეტრები, შეხებით აირჩიეთ დისპლეი, და შემდეგ კი — გადამრთველი შეხების მგრძნობელობის პარამეტრის გვერდით, მის გამოსართავად.

6 შეამოწმეთ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები.

მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარული განახლება უზრუნველყოფს მის შეუფერხებელ მუშაობას.

7 მიმართეთ სერვის-ცენტრს.

თუ პრობლემა არ მოგვარდა ზემოაღნიშნული ნაბიჯების შესრულების შემდეგ, დაუკავშირდეთ Samsung-ის მხარდაჭერის სამსახურს მომსახურების მისაღებად.

მადლობა გამოხმაურებისთვის!