რა გავაკეთო, როდესაც Samsung Galaxy მოწყობილობაზე შემომავალი ზარები არ შემოდის
როგორ უნდა დაადგინო, რომ შენთან დარეკვა შეუძლებელია? შეგიძლია ვინმეს სთხოვო დაგირეკოს.
თუ შენს Samsung სმარტფორნზე შემომავალი ზარები არ შემოდის, შეასრულე შემდეგი მოქმედებები:
შესაძლოა პრობლემა უმნიშვნელო გაუმართაობაშია.
ხანგრძლივად დააჭირე „ჩართვის“ ღილაკს და გახსნილ მენიუში აირჩიე პუნქტი „გადატვირთვა“.
თუ შავ სიაში რომელიმე ნომერია დამატებული, ამ ნომრიდან ზარები ავტომატურად დაიბლოკება.
ამ რეჟიმში სმარტფონი გამორთავს ზარების შესახებ შეტყობინებას: მათ მაინც მიიღებ, თუმცა სიგნალის და შეტყობინების გარეშე. მათი ნახვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც გახსნილია აპლიკაცია „ტელეფონი“.
„ავიარეჟიმში“ სმარტფონი შემომავალ ზარებს არ იღებს.
ორჯერ ჩამოუსვი თითი ეკრანის ზედა ნაწილს, შემდეგ სწრაფი წვდომის პანელიდან გამორთე ფუნქცია „ავიარეჟიმი“.
გადამისამართება – ეს არის შემომავალი ზარის სხვა ტელეფონის ნომერზე გადართვა. დარწმუნდი, რომ გადამისამართების ფუნქცია გამორთულია.
- გახსენი აპლიკაცია „ტელეფონი“ და შედი მენიუში (სამი წერტილი).
- აირჩიე „პარამეტრები“ > „დამატებითი მომსახურება“ > „ზარის გადამისამართება“ > „ხმოვანი ზარი“.
შესაძლოა შენს ოპერატორს დროებითი პრობლემები აქვს მობილურ ქსელთან დაკავშირებით.
ჩამოტვირთულმა აპლიკაციამ შეიძლება მოგთხოვოს შენს ტელეფონზე წვდომის ნებართვა, რაც მოიცავს ზარის დაბლოკვის შესაძლებლობას. იმისათვის რომ გაიგო, თუ რა ნებართვები შეიძლება მოითხოვოს აპლიკაციამ, წაიკითხე ქვემოთ მოცემული სტატია:
ამავე თემაზე:
იმისათვის, რომ გაიგო, ახდენს თუ არა ეს აპლიკაციები გავლენას ზარებზე, მოწყობილობა ჩართე უსაფრთხო რეჟიმში.
ამავე თემაზე:
თუ უსაფრთხო რეჟიმში ზარები შემოდის, გადატვირთე მოწყობილობა. შემდეგ სათითაოდ წაშალე ჩამოტვირთული აპლიკაციები, სანამ ზარების მიღების ფუნქცია არ აღდგება. უმჯობესია იმ აპლიკაციით დაიწყო, რომელიც ბოლოს ჩამოტვირთე.
გახსენი მენიუ „პარამეტრები“ > „ზოგადი“ > „გადატვირთვა“ > „ქსელის პარამეტრების გადატვირთვა“.
ეს საფეხური შენს ტელეფონს დააბრუნებს ქარხნულ პარამეტრებზე.
თუ აღწერილი საფეხურები პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგეხმარა, გირჩევ მიმართო სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.