Samsung Galaxy მოწყობილობაზე არ მუშაობს მობილური ინტერნეტი

ბოლო განახლების თარიღი : 11-04-2024

რა მოხდა

არ მუშაობს ინტერნეტი, ბრაუზერზე ჩნდება კავშირის შეცდომის შეტყობინება. ამ დროს შეიძლება ეკრანზე გამოსახული იყოს სიმბოლოები 4G (LTE) ან 3G (H+).

ბრაუზერში არ მუშაობს მობილური ინტერნეტი

რა შეიძლება იყოს ინტერნეტ-კავშირის არქონის მიზეზი

პრობლემა შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც უშუალოდ მოწყობილობასთან, ასევე მობილური ოპერატორის ქსელთან ან SIM-ბარათთან.

მიზეზის დასადგენად და ინტერნეტთან კავშირის აღსადგენად, შეასრულე რეკომენდაციები ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით.

რა უნდა გავაკეთო, თუ ინტერნეტი არ მუშაობს

1 გადატვირთე მოწყობილობა.
თუ ინტერნეტთან კავშირი მოულოდნელად დაიკარგა, გადატვირთე მოწყობილობა. ამ პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს ოპერატორის ქსელთან კავშირის დაკარგვა, ამ შემთხვევაში გადატვირთვამ შესაძლოა ეს პრობლემა აღმოფხვრას. გადატვირთვის შემდეგ შეამოწმე, მუშაობს თუ არა ინტერნეტი.
გადატვირთე მოწყობილობა.

თუ ინტერნეტი მოწყობილობის გადატვირთვის შემდეგაც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

2 გააქტიურე ინტერნეტი მოწყობილობაზე.
მოწყობილობაზე ინტერნეტის ჩასართავად ან გამოსართავად შეგიძლია გამოიყენო სპეციალური გადამრთველი ღილაკი. ჩამოუსვი თითი ეკრანის ზედა ნაწილს, გამოჩენილ პანელზე მოძებნე ღილაკი „მობილური მონაცემები“ და დარწმუნდი, რომ ის აქტიურია.
  • თუ გადამრთველი ღილაკი არ არის აქტიური, გაააქტიურე ის და გადატვირთე მოწყობილობა. შეამოწმე, მუშაობს თუ არა ინტერნეტი.
  • თუ ინტერნეტი მოწყობილობის გადატვირთვის შემდეგაც არ მუშაობს ან გადამრთველი ღილაკი გადატვირთვამდეც აქტიური იყო, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
3 შეამოწმე ინტერნეტის პარამეტრები.
თუ მოწყობილობა ახალია ან SIM-ბარათი ახლახან გამოცვალე, შეიყვანე ინტერნეტის პარამეტრები. შეამოწმე, მუშაობს თუ არა ინტერნეტი პარამეტრების შეყვანის შემდეგ.
თუ ინტერნეტი მოწყობილობის გადატვირთვის შემდეგაც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
4 აირჩიე SIM-ბარათი, რომლითაც გსურს ინტერნეტთან დაკავშირება.
თუ შენს მოწყობილობაში ორი SIM-ბარათია, დარწმუნდი, რომ ინტერნეტთან დასაკავშირებლად სწორი ბარათი გაქვს არჩეული: გახსენი „პარამეტრები“ > „პავშირები“ > „SIM-ის მმართველი“ > „მობილური მონაცემები“ > აირჩიე SIM-ბარათი.
  • თუ არ იყო არჩეული საჭირო SIM-ბარათი, გადატვირთე მოწყობილობა და შეამოწმე, მუშაობს თუ არა ინტერნეტი.
  • თუ საჭირო SIM-ბარათი არჩეული იყო ან გადატვირთვის შემდეგ ინტერნეტი არ ამუშავდა, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
5 შეამოწმე ბალანსი.
დარწმუნდი, რომ SIM-ბარათის ანგარიშზე თანხა გაქვს ან ინტერნეტის პაკეტი არ არის ამოწურული. თუ არ იცი როგორ გააკეთო ეს, დაუკავშირდი შენს მობილური ქსელის ოპერატორს.
  • თუ ბალანსი უარყოფითია ან ინტერნეტის პაკეტი ამოწურულია, შეავსე ანგარიში, გადატვირთე მოწყობილობა და შეამოწმე, მუშაობს თუ არა ინტერნეტი.
  • თუ ბალანსი დადებითია, ინტერნეტის პაკეტი არ არის ამოწურულ ან ამ მეთოდმა პრობლემა არ აღმოფხვრა, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
6 გახსენი სხვა ბრაუზერი.
სცადე ინტერნეტში შესვლა სხვა ბრაუზერით. Samsung-ის მოწყობილობებზე ქარხნულად დაინსტალებულია ორი ბრაუზერი: Chrome (შეიძლება მოთავსებული იყოს საქაღალდეში „Google“) და „ინტერნეტი“ (შეიძლება მოთავსებული იყოს საქაღალდეში „Samsung“).
  • თუ მეორე ბრაუზერით ინტერნეტში შესვლა მოახერხე, წაშალე იმ ბრაუზერის მონაცემები, რომლითაც ინტერნეტი არ მუშაობდა. 
  • თუ ინტერნეტში მეორე ბრაუზერიდანაც ვერ ახერხებ შესვლას, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
7 შეამოწმე თარიღი და დრო.
შეამოწმე, სწორად არის თუ არა დაყენებული დრო და თარიღი შენს მოწყობილობაზე. თუ თარიღი და დრო არასწორია: გახსენი „პარამეტრები“ > „ზოგადი მართვა“ > „თარიღი და დრო“ > შეიყვანე სწორი მონაცემები. გადატვირთე მოწყობილობა და შეამოწმე, მუშაობს თუ არა ინტერნეტი.
შეამოწმე თარიღი და დრო, საფეხური 1 შეამოწმე თარიღი და დრო, საფეხური 1
შეამოწმე თარიღი და დრო, საფეხური 2 შეამოწმე თარიღი და დრო, საფეხური 2
შეამოწმე თარიღი და დრო, საფეხური 3 შეამოწმე თარიღი და დრო, საფეხური 3

თუ თარიღი და დრო სწორად არის შეყვანილი ან ამ მეთოდმა პრობლემა ვერ აღმოფხვრა, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

8 შეამოწმე მოწყობილობის მუშაობა უსაფრთხო რეჟიმში.
თუ ზემოთ მოცემული რეკომენდაციების შესრულების შემდეგ პრობლემა არ აღმოიფხვრა, სავარაუდოდ ინტერნეტს ბლოკავს რომელიმე ჩამოტვირთული აპლიკაცია. ამის შესამოწმებლად მოწყობილობა გაუშვი უსაფრთხო რეჟიმში. ამ რეჟიმში ყველა ჩატვირთული აპლიკაცია გათიშულია და არ ახდენს გავლენას მოწყობილობის მუშაობაზე. შეამოწმე, მუშაობს თუ არა ინტერნეტი უსაფრთხო რეჟიმში.
  • თუ უსაფრთხო რეჟიმში ინტერნეტი მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემის მიზეზი რომელიმე ჩამოტვირთული აპლიკაციაა: ანტივირუსი, ფაირვოლი, რეკლამის დამბლოკველი ან სხვა. წაშალე ჩატვირთული აპლიკაციები ერთმანეთის მიყოლებით და ყოველ ჯერზე შეამოწმე მოწყობილობის მუშაობა. სასურველია წაშლა დაიწყო ბოლოს დაყენებული აპლიკაციიდან.
  • თუ ინტერნეტი უსაფრთხო რეჟიმშიც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
9 მოწყობილობაში მოათავსე სხვა ოპერატორის SIM-ბარათი.
პრობლემის გამოსავლენად მოათავსე შენს მოწყობილობაში სხვა ოპერატორის SIM-ბარათი, შეიყვანე მისი პარამეტრები და სცადე ინტერნეტში შესვლა. ეს დაგეხმარება გაიგო რას უკავშირდება პრობლემა: მოწყობილობას თუ მობილური ქსელის ოპერატორს.

შესამოწმებლად აუცილებელია, რომ სხვა ოპერატორის SIM-ბარათი მოათავსო შენს მოწყობილობაში. შენი SIM-ბარათის სხვა ტელეფონში მოთავსებით პრობლემის მიზეზის დადგენას ვერ შეძლებ.
  • თუ სხვა ოპერატორის SIM-ბარათის გამოყენებისას ინტერნეტი მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა ოპერატორის ქსელთანაა დაკავშირებული. კონსულტაციისთვის მიმართე ოპერატორს.
  • თუ ინტერნეტი სხვა ოპერატორის SIM-ბარათის გამოყენების შემთხვევაშიც არ მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა დაკავშირებულია მოწყობილობასთან. გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
9 განახორციელე მონაცემთა გადატვირთვა..
მონაცემთა გადატვირთვამ შეიძლება აღმოფხვრას პროგრამული ხარვეზები, რომელთა გამოსწორებისთვის სისტემის ხელახლა ჩატვირთვა არ არის საკმარისი.

პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ შენი მოწყობილობიდან წაიშლება ყველა მონაცემი. დაბეჯითებით გირჩევ პარამეტრების გადატვირთვამდე შექმნა შენს მოწყობილობაში არსებული მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლი.

თუ ინტერნეტთან დაკავშირება ისევ ვერ ხერხდება, მიმართე სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!