როგორ გამოვიყენო Samsung Galaxy Ring
Galaxy Ring გეხმარება ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში. მისი დახმარებით შეგიძლია გაზომო და გაანალიზო სხვადასხვა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო მაჩვენებელი და აქტივობის ტიპი. მიღებული მონაცემები პერიოდულად სინქრონიზდება Samsung Health აპლიკაციასთან.
ყურადღება: ეკრანის ანაბეჭდები და მენიუები წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.
გამოყენების დაწყება
როგორ გამოვიყენო Galaxy Ring სწორად
გაიკეთე Ring ისე, რომ ორიენტაციის ინდიკატორი მიმართული იყოს ხელისგულისკენ. აირჩიე თითი, რომელზეც გაიკეთებ Ring-ს. Ring არც უნდა გიჭერდეს და არც თავისუფლად უნდა მოძრაობდეს.
როგორ დავაკავშირო Ring მოწყობილობა Bluetooth-ის მეშვეობით
დარწმუნდი, რომ შენი Galaxy Ring სათანადოდაა დამუხტული. ამისთვის მოათავსე ის დამუხტვის ქეისში. თუ ელემენტის დამუხტვის ინდიკატორის ნათურა არ ინთება, შეაერთე დასამუხტი ქეისი დენის წყაროსთან და დამუხტე ის მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში. დარწმუნდი, რომ შენს მობილურ მოწყობილობაზე დაყენებულია Galaxy Wearables აპლიკაციის ბოლო ვერსია. აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლია Galaxy Store-დან.
* Galaxy Ring-ის დაკავშირება ასევე შეგიძლია შემდეგი მენიუდან: პარამეტრები > დაკავშირება > აპლიკაცია Bluetooth ან Galaxy Wearable.
ელემენტის დამუხტვა
Galaxy Ring-ის დამუხტვა შეგიძლია შემდეგი მეთოდებით: სადენიანი დამუხტვით, უსადენო დამუხტვით და უსადენო უკუდამუხტვით. დარწმუნდი, რომ შენი Galaxy Ring სათანადოდაა დამუხტული, რისთვისაც მოათავსე ის დამუხტვის ქეისში. თუ ქეისის შიდა მხარეზე მდებარე ელემენტის დამუხტვის ინდიკატორის ნათურა არ ანთია, შეაერთე დასამუხტი ქეისი დენის წყაროსთან და დამუხტე ის მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში. დამუხტვის შემდეგ შენი Ring დაიწყებს მუშაობას. Ring-ის ქეისში სწორად მოსათავსებლად, მისი ორიენტაციის ინდიკატორი გაუსწორე დასამუხტი ქეისის Ring-ის დამჭერზე არსებულ ნიშნულს და მოათავსე ის დასამუხტ ქეისში.
ელემენტის დამუხტვის დონის შემოწმება
Ring-ის დამუხტვის დონის და ქეისის ელემენტის დარჩენილი მუხტის დონის შემოწმება შეგიძლია დასამუხტი ქეისის ინდიკატორის ან Ring-ის ელემენტის დამუხტვის დონის ინდიკატორის მეშვეობით Ring-ის ელემენტის დამუხტვის დონის ინდიკატორის სანახავად საჭიროა Ring-ის თითიდან მოხსნა.
Ring-ის მანათობელი სენსორი
დამუხტვის ქეისი
დამუხტვის ქეისის ინდიკატორის მეშვეობით Ring-ის დამუხტვის დონის სანახავად მოათავსე Ring დამუხტვის ქეისში და დააჭირე დამუხტვის ქეისის მულტიფუნქციურ ღილაკს.
* თუ შენი Ring დაკავშირებულია ტელეფონთან, Ring-ის ელემენტის დარჩენილი მუხტის დონის შემოწმება შეგიძლია Galaxy Wearable აპლიკაციით.
ელემენტის ინდიკატორის ნათების მნიშვნელობები.
ნათების ტიპი |
სტატუსი |
---|---|
ყველა ინდიკატორი ციმციმებს და ითიშება |
წარმოადგენს მისალმებას დამუხტვის ქეისის გახსნის დროს |
ინთება თანმიმდევრობით საათის ისრის მიმართულებით |
ელემენტის დარჩენილი მუხტის დონის ჩვენება |
ინთება თანმიმდევრობით საათის ისრის მიმართულებით და ბოლოს იწყებს ციმციმს |
დამუხტვა (ნათურა აჩვენებს ელემენტის დარჩენილი მუხტის დონეს) |
ყველა ინდიკატორი ანთია |
სრულად დამუხტული |
ყველა ინდიკატორი ციმციმებს |
შეცდომა დამუხტვის დროს |
ნათება უწყვეტად მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით |
Bluetooth-თან დაწყვილების რეჟიმი |
Ring-ის მიერ გაზომილი მაჩვენებლები და სასარგებლო ფუნქციები
Ring-ის მდგომარეობის, მაგალითად დაკავშირების სტატუსის ან ელემენტის დარჩენილი მუხტის დონის შემოწმება და ჯანმრთელობის გაზომილი მონაცემების ნახვა შეგიძლია Galaxy Wearable აპლიკაციის მეშვეობით.
შენიშვნები:
- ზოგიერთი ფუნქციის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია დაკავშირებული ტელეფონის ტიპზე, ოპერატორზე, ქვეყანაზე ან მოდელზე.
- ამჟამად დაკავშირებული და წარსულში დაკავშირებული მოწყობილობების ნახვა შეგიძლია ხატულაზე შეხებით
- ეს ფუნქცია განკუთვნილია შენი ზოგადი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის და არ არის განკუთვნილი რაიმე სახის დაავადების სიმპტომების დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პრევენციისთვის.
სასიცოცხლო მაჩვენებლები
შეამოწმე შენი ენერგიის ქულა, რომელიც მიღებულია Ring-ის მიერ შეგროვებული (გულისცემის რითმი, აქტივობის დონე და ძილი) მონაცემების საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე. შენ ასევე მიიღებ რჩევებს ჯანსაღი და დაბალანსებული ცხოვრების წესის შესახებ.
ძილი
ძილის დროს Galaxy Ring აანალიზებს სხვადასხვა მონაცემს, მაგალითად გულისცემის სიხშირეს, სისხლში ჟანგბადის დონეს, კანის ტემპერატურას და სხვა მონაცემებს.
- დიაგნოსტიკის შედეგების შემოწმება:
- ძილის მონაცემების გაზომვის პარამეტრები:
გულისცემის სიხშირე
გაზომე და ჩაიწერე შენი გულისცემის სიხშირე.
მენსტრუაციული ციკლის ტრეკინგი
ძილის დროს კანის ტემპერატურის გაზომვით, Ring-ს შეუძლია შენი მენსტრუაციული ციკლის ტრეკინგი და პროგნოზირება.
შენიშვნა:
- ოვულაციის სავარაუდო თარიღები განკუთვნილია მხოლოდ საორიენტაციოდ გამოყენებისთვის და შეიძლება განსხვავდებოდეს რეალური თარიღებისგან. არ გამოიყენო ეს მონაცემები სამედიცინო მიზნით (სიმპტომები, მკურნალობა ან პრევენცია).
- მონიტორინგის ფუნქცია არ არის განკუთვნილი ორსულობის დაგეგმვის ან კონტრაცეპციის მიზნებისთვის.
აქტივობის მონიტორი
გარკვეული დროის მანძილზე უწყვეტი ვარჯიშის შემდეგ, Galaxy Ring ავტომატურად ამოიცნობს და ჩაიწერს ამ აქტივობას. Ring აგროვებს აქტივობის დიაგნოსტიკის მონაცემებს, მაგალითად, ნაბიჯების რაოდენობას, ვარჯიშის ხანგრძლივობას, ვარჯიშის ტიპს და დახარჯული კალორიების ჯამურ ოდენობას. დიაგნოსტიკის მიზნებისთვის შეგროვებული მონაცემების ნახვა შეგიძლია აპლიკაციაში Samsung Health.
- დააყენა ავტომატური ამოცნობის პარამეტრები:
შენიშვნა. გაზომილი მონაცემების სიზუსტე დამოკიდებულია სიარულის მანერაზე, ვარჯიშის რეჟიმზე და ცხოვრების სტილზე.
სტრესის მონიტორი
სტრესის დონის შემოწმება შეგიძლია Ring-ის მიერ შეგროვებული ბიომონაცემების საფუძველზე. სტრესის დონის და სუნთქვითი ვარჯიშების ნახვა შეგიძლია აპლიკაციაში Samsung Health.
გამოყენების შეხსენებები და გაუმართაობის აღმოფხვრა
რა უნდა გაითვალისწინო Galaxy Ring-ის გამოყენების დროს:
- თუ არ გამოიჩენ სიფრთხილეს Ring-ის გამოყენების დროს, მასზე შეიძლება გაჩნდეს ნაჭდევები და ნაკაწრები ყოველდღიური საქმიანობის შესრულების დროსაც კი. საჭიროა Ring-თან ფრთხილად მოპყრობა, რადგან მსგავს დაზიანებებზე არ ვრცელდება გარანტია.
- გაიკეთე Ring იმ ხელზე, რომელსაც ნაკლებად იყენებ.
- არ გაიკეთო მეტალის ბეჭდები იმავე თითზე ან გვერდითა თითებზე.
- მოიხსენი Ring მძიმე და მყარი საგნების აწევის ან გადაადგილების დროს.
- მოიხსენი Ring ტრენაჟორებზე ვარჯიშის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა მყარ საგნებზე ხელით მოჭიდება, მაგალითად გირებზე, ჰანტელებზე, რკინის ღერძებზე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ხელის ტრავმა.
- გამოიჩინე სიფრთხილე, რათა არ დააზიანო Ring სხვა საგნების ხელში დაჭერის დროს (ტელეფონი, ტელეფონის ქეისი, საათი და ა.შ).
- ზოგიერთმა ფუნქციამ, მაგალითად ნაბიჯების მთვლელმა შეიძლება არ იმუშაოს გამართულად, თუ იმ ხელში, რომელზეც ატარებთ Ring-ს გიჭირავს მაგნიტი ან მაგნიტის შემცველი საგანი.
- გამოყენებამდე დარწმუნდი, რომ Ring და ის თითი, რომელზეც ის უნდა გაიკეთო, არის სუფთა და მშრალი.
- თუ Ring-ის გამოყენების დროს გიღიზიანდება კანი, შეწყვიტე მისი გამოყენება და მიმართე ექიმს.
- მოწყობილობის წმენდის მიზნით არ გამოიყენო ულტრაბგერითი საწმენდი ხელსაწყო, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს სენსორების შეუქცევადი დაზიანება.
- ბეჭდის შესანახ სადგამზე დამაგრებულია რეზინის ბალიშები, რაც მყარად აფიქსირებს ბეჭედს მისი სადგამზე დამაგრების შემდეგ. დიდი ხნით შენახვის დროს, ბეჭდის შიდა ზედაპირზე, რომელიც ეხება რეზინის ბალიშებს, შეიძლება გაჩნდეს მცირე დეფორმაციები. ეს არ იმოქმედებს Galaxy Ring-ის ფუნქციურ მახასიათებლებზე.
თუ საგანგებო სიტუაციის დროს დაგჭირდა Ring-ის გაჭრა, ელემენტის დაზიანების თავიდან ასაცილებლად გაჭერი ის ორიენტაციის ინდიკატორის გასწვრივ.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.