როგორ შევცვალო Galaxy Buds3 Pro ყურსასმენების დამცავი თავები

ბოლო განახლების თარიღი : 19-08-2024

Galaxy Buds3 Pro ყურსასმენების კომპლექტში შედის ყურსასმენების დამცავი თავების სამი წყვილი: პატარა, საშუალო და დიდი ზომის. 

იმისათვის, რომ გაიგო, თუ როგორ შეცვალო Galaxy Buds3 Pro ყურსასმენების დამცავი თავები, განაგრძე კითხვა.

როგორ შევცვალო Galaxy Buds3 Pro ყურსასმენების დამცავი თავები

ყურსასმენების დამცავი თავების შეცვლამდე დარწმუნდი, რომ აირჩიე ზუსტად შენი ყურის შესაბამისი ზომის, რომლებიც სწორად მაგრდება ყურებში. 

მნიშვნელოვანია:
 
  • ყურსასმენების დამცავი თავების შეცვლის დროს მათი დაზიანების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინე სიფრთხილე და არ დაიჭირო ისინი ფრჩხილებით.
  • არ გადაგრიხო ყურსასმენების დამცავი თავები და არ მოუჭირო მათ ხელი ძლიერად.
  • მოხსნისას ყურსასმენების დამცავი თავები ძალიან სწრაფად არ გამოქაჩო, ამან შეიძლება მათი დაზიანება გამოიწვიოს.
  • თუ ყურსასმენის დამცავი თავის დამაგრებისას ის ყურსასმენის გარე ღარში გაიჭედა, მოხსენი და ხელახლა სცადე დამაგრება.
  • არ გამოიყენო ყურსასმენები დამცავი თავების გარეშე, ამან შეიძლება ყურების დაზიანება გამოიწვიოს. თუ ყურსასმენების გამოყენების დროს გრძნობ ტკივილს ან კანის გაღიზიანებას, დაუყოვნებლივ მოიხსენი ისინი და მიმართე ექიმს.
1 აიღე ყურსასმენი, რომელზეც დამაგრებულია დამცავი თავი, მეორე ხელი მოკიდე ამ დამცავ თავზე და გამოქაჩე, რათა ამოაბრუნო ის.
 აიღე ყურსასმენი, რომელზეც დამაგრებულია დამცავი თავი, მეორე ხელი მოკიდე ამ დამცავ თავზე და გამოქაჩე, რათა ამოაბრუნო ის.
2 მოკიდე ხელი ყურსასმენის დამცავ თავს, გამოქაჩე და მოხსენი.
გამოიჩინე სიფრთხილე, რათა ყურსასმენის დამცავი თავი ფრჩხილით არ დააზიანო.
მოკიდე ხელი ყურსასმენის დამცავ თავს, გამოქაჩე და მოხსენი.
3 აირჩიე შენს ყურზე ყველაზე უკეთ მორგებული ყურსასმენის დამცავი თავი, მოარგე ის დინამიკის მხარეს არსებულ ყურსასმენის ამოწეულ, ღარიან ნაწილს. ოდნავ დააწექი მასზე, სანამ არ გაიგონებ დაწკაპუნების ხმას.
ოდნავ დააწექი მასზე, სანამ არ გაიგონებ დაწკაპუნების ხმას.
4 ორივე დამცავი თავის დამაგრების შემდეგ შეგიძლია დაიწყო ყურსასმენების გამოყენება.

მადლობა გამოხმაურებისთვის!