როგორ დავაკავშირო Samsung Galaxy მოწყობილობასთან ერთდროულად ორი Bluetooth მოწყობილობა
ისიამოვნე რჩეული საუნდტრეკით, დააკავშირე შენი ჭკვიანი საათი Bluetooth ყურსასმენებთან, რათა მიიღო მაქსიმალური შედეგი, იმისდა მიუხედავად თუ სად იმყოფები. ახლა უკვე შეგიძლია მოძრაობის დროს მარტივად მოუსმინო მუსიკას შენს Galaxy-ზე Watch Active2-ზე.
დაუკავშირე Bluetooth ყურსასმენები შენს საათს
მარტივად დააკავშირე Bluetooth ყურსასმენები მუსიკის მოსასმენად და ტელეფონზე სალაპარაკოდ.
- შენს საათზე გახსენი „პარამეტრები“.
- აირჩიე პუნქტი „დაკავშირება“ > „Bluetooth“.
- ჩართე „Bluetooth“ და შეამოწმე დაწყვილებულია თუ არა ყურსასმენები.
- დააჭირე ღილაკს „Bluetoth audio“ და აირჩიე საჭირო ყურსასმენი.
ყურსასმენის პარამეტრების დაყენება შეგიძლია Bluetooth ყურსასმენის გვერდზე არსებული პარამეტრების ღილაკით:
- დაწყვილება
- ზარის აუდიო პარამეტრები
- მედია ფაილების აუდიო პარამეტრები
Bluetooth ყურსასმენის დაწყვილება ასევე შეგიძლია საათის სწრაფი წვდომის პანელის მეშვეობით.
საფეხური 1. ჩამოუსვი თითი ეკრანის ზედა ნაწილზე.
საფეხური 2. შემდეგ ან წინა პანელზე გადასასვლელად გაუსვი თითი ეკრანს მარცხნივ ან მარჯვნივ.
საფეხური 3. დააჭირე ყურსასმენის ხატულას.
საფეხური 4. გააქტიურდება ფუნქცია „Bluetooth“ და ეკრანზე გამოჩნდება ხელმისაწვდომი „Bluetooth“ ყურსასმენების სია.
თუ ხელმისაწვდომია ადრე გამოყენებული „Bluetooth“ ყურსასმენები, მოხდება მისი ავტომატური დაკავშირება.
შენიშვნა:
სატელეფონო ზარის დროს „Bluetooth“ ყურსასმენებით ლაპარაკი ხელმისაწვდომია მხოლოდ LTE მოდელის ან უფრო ახალი მოდელის საათებზე.
როგორ მოვიქცე, თუ სხვა Bluetooth მოწყობილობა ვერ პოულობს Galaxy Watch-ს.
ერთდროულად შეგიძლია ორი Bluetooth მოწყობილობის დაკავშირება და შენი ყურსასმენები გადაერთვება ამ მოწყობილობებს შორის. თუმცა, თუ გარკვეული მიზეზების გამო სხვა Bluetooth მოწყობილობა ვერ პოულობს Galaxy საათს, Samsung-ის მომსახურების ცენტრთან დაკავშირებამდე, გადახედე ქვემოთ მოცემულ რჩევებს.
- დარწმუნდი, რომ შენს Galaxy Watch Active2-ზე გააქტიურებულია ფუნქცია „Bluetooth“.
- გადატვირთე შენი Galaxy Watch Active2-ის პარამეტრები და სცადე ხელახლა.
- დარწმუნდი, რომ შენი Galaxy Watch Active2 და სხვა Bluetooth მოწყობილობა არის Bluetooth -თან (10 მ) დაკავშირების დიაპაზონში. გამოყენების მანძილი შეიძლება შეიცვალოს იმ გარემოს მიხედვით, სადაც ხდება მოწყობილობის გამოყენება.
სხვა რჩევები შენს საათზე Bluetooth კავშირის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით
შემდეგი პარამეტრების შემოწმება შეგიძლია, როცა არ არის დაყენებული Bluetooth კავშირი ან შენი Galaxy Watch Active2 და მობილური მოწყობილობა გამორთულია.
- დარწმუნდი, რომ ორივე მოწყობილობაზე ჩართულია ფუნქცია „Bluetooth“.
- დარწმუნდი, რომ მოწყობილობებს შორის არ არის რაიმე დაბრკოლება, მაგალითად კედელი ან ელექტრო-მოწყობილობები.
- დარწმუნდი, რომ მობილურ მოწყობილობაზე დაყენებულია Galaxy Wearable აპლიკაციის ბოლო ვერსია. საჭიროების შემთხვევაში, განაახლე Galaxy Wearable აპლიკაცია ბოლო ვერსიაზე.
- დარწმუნდი, რომ შენი Galaxy Watch Active2 და სხვა Bluetooth მოწყობილობა არის Bluetooth -თან (10 მ) დაკავშირების დიაპაზონში. გამოყენების მანძილი შეიძლება შეიცვალოს იმ გარემოს მიხედვით, სადაც ხდება მოწყობილობის გამოყენება.
- გადატვირთე ორივე მოწყობილობა და მობილურ მოწყობილობაზე ხელახლა გაუშვი აპლიკაცია Galaxy Wearable.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.