როგორ ჩავსვა SIM-ბარათი Samsung Galaxy მოწყობილობაში

ბოლო განახლების თარიღი : 01-04-2024

იმისათვის, რომ განახორციელო ზარები, გააგზავნო შეტყობინებები და ისარგებლო მობილური ინტერნეტით, საჭიროა შენს სმარტფონში ან პლანშეტში მოთავსებული იყოს SIM-ბარათი. 

ამ სტატიაში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, თუ როგორ უნდა მოვათავსოთ SIM-ბარათი არამოხსნადი ელემენტის მქონე სმარტფონში.

SIM-ბარათის ბუდე Samsung Galaxy S23 Ultra-ზე

სად მდებარეობს SIM-ბარათის განყოფილება

SIM-ბარათის განყოფილების ადგილმდებარეობა დამოკიდებულია Samsung Galaxy-ს მოდელზე და ის შეიძლება მდებარეობდეს ტელეფონის კორპუსის მარცხენა, ზედა ან ქვედა კიდეზე.

SIM-ბარათების განყოფილების ადგილმდებარეობა Samsung Galaxy სმარტფონების სხვადასხვა მოდელებზე

როგორ ჩავსვა SIM-ბარათი

SIM-ბარათის ბუდის სმარტფონის კორპუსიდან ამოსაღებად გამოიყენე ჩხირი (წკირი). წკირი შედის სმარტფონის კომპლექტში.

1 ბარათის ამოსაღებად, მოათავსე ჩხირი (წკირი) SIM-ბარათის ბუდეზე არსებულ ხვრელში.
მოათავსე ჩხირი SIM-ბარათის ბუდის ხვრელში

სმარტფონის ზოგიერთ მოდელში, SIM-ბარათის ბუდის ამოსაღები ხვრელი მდებარეობს მიკროფონის ხვრელის გვერდით. მაგალითად Galaxy S21 სერიის სმარტფონებში. კორპუსის კონსტრუქციის წყალობით, ჩხირის შემთხვევით არასწორ ხვრელში მოთავსების შემთხვევაში მიკროფონი არ დაზიანდება.

SIM-ბარათის ბუდე და მიკროფონის ხვრელი.
2 ფრთხილად ამოიღე ბუდე
ფრთხილად ამოიღე ბუდე
3 მოათავსე SIM-ბარათი ბუდეზე. ფრთხილად დააწექი ბარათს და საიმედოდ დააფიქსირე ის ბუდეში.
ერთ სმარტფონში შეგიძლია მოათავსო ორი SIM-ბარათი და ისარგებლო ორი სატელეფონო ნომრით. ორი ბარათის სლოტის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია Galaxy მოწყობილობის მოდელზე.
ერთი SIM-ბარათის ბუდე ერთი SIM-ბარათის ბუდე

ერთი SIM-ბარათის ბუდე.
მოათავსე SIM-ბარათი ბუდეში ოქროსფერი კონტაქტებით ქვემოთ.

ორი SIM-ბარათის და Micro-SD-ის ბუდე ორი SIM-ბარათის და Micro-SD-ის ბუდე

ორი SIM-ბარათის და Micro-SD-ის ბუდე.
მოათავსე SIM-ბარათები ბუდეში ოქროსფერი კონტაქტებით ქვემოთ.

Dual SIM ბუდე Dual SIM ბუდე

Dual SIM ბუდე.
მოათავსე SIM- ბარათები ბუდეში ოქროსფერი კონტაქტებით ქვემოთ.

ორი SIM-ბარათის ბუდე (ორმხრივი) ორი SIM-ბარათის ბუდე (ორმხრივი)

ორი SIM-ბარათის ბუდე, ორმხრივი.
მოათავსე SIM-ბარათები ბუდეში ოქროსფერი კონტაქტებით გარეთ.

Dual SIM ბუდე შედგება ორი სლოტისგან: Nano-SIM-ბარათის სლოტისგან და უნივერსალური სლოტისგან. უნივერსალურ სლოტში შესაძლებელია მოთავსდეს ან მეორე Nano-SIM-ბარათი ან microSD მეხსიერების ბარათი. უნივერსალურ სლოტში ორი ტიპის ბარათის ერთდროულად მოთავსება შეუძლებელია.

ჩასვი ბუდე ბარათების ჭრილში
4 მოათავსე ბუდე ბარათების განყოფილების ჭრილში და დააწექი, სანამ ბოლომდე არ ჩაჯდება.
ჩასვი ბუდე ბარათების ჭრილში
  • მოათავსე ჩხირი SIM-ბარათების ბუდის ხვრელში პერპენდიკულარულად, რათა არ დააზიანო მოწყობილობა.
  • SIM-ბარათი შეიძლება ამოვარდეს, თუ ის მყარად არ ზის ბუდეში.
  • თუ SIM-ბარათი არ არის საიმედოდ დაფიქსირებული ბუდეში, SIM-ბარათმა შეიძლება არ იმუშაოს ან ვერ მოხდეს მისი ამოცნობა მოწყობილობის მიერ.
  • მოწყობილობაში ნესტიანი ან სველი ბუდის ჩასმამ შეიძლება მისი დაზიანება გამოიწვიოს. 
  • ბუდე ბარათის განყოფილებაში მჭიდროდ უნდა მოთავდეს, რათა გამოირიცხოს მოწყობილობაში წყლის მოხვედრა.

მადლობა გამოხმაურებისთვის!