როგორ ავირჩიო Samsung Galaxy მოწყობილობაზე პრიორიტეტული SIM-ბარათი SMS შეტყობინებებისთვის

ბოლო განახლების თარიღი : 25-03-2024

Galaxy სმარტფონების უმეტესობას აქვს 2 SIM-ბარათის მხარდაჭერა. ნებისმიერ დროს შეგიძლია აირჩიო, თუ რომელი ბარათიდან გსურს შეტყობინების გაგზავნა. ქვემოთ მოცემულია მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აირჩიო Samsung Galaxy მოწყობილობაზე პრიორიტეტული ბარათი SMS შეტყობინებების გასაგზავნად.

შენ შეგიძლია აირჩიო ბარათი:

  • პარამეტრების მენიუდან – აქ ხდება ნაგულისხმევი SIM-ბარათის მითითება. ყოველი ახალი შეტყობინება ავტომატურად გაიგზავნება ბარათის პარამეტრების მენიუში მითითებული ბარათიდან.
  • შეტყობინებების მენიუდან – აქ შეგიძლია აირჩიო კონკრეტული შეტყობინების გასაგზავნად გამოყენებული SIM-ბართი მაშინაც კი, როდესაც პარამეტრებში მითითებულია სხვა ბარათი.

პარამეტრებში ვერ შეძლებ გაააქტიურო SIM-ბარათის არჩევისას „ყოველთვის შემეკითხე“ ფანჯრის გამოჩენის ფუნქცია - მსგავსი პარამეტრი არ არსებობს.

როგორ მივუთითო ნაგულისხმევი პრიორიტეტული ბარათი (პარამეტრებში)

გახსენი პარამეტრების მენიუ. გახსენი პარამეტრების მენიუ.

საფეხური 1. გახსენი პარამეტრების მენიუ.

აირჩიე „დაკავშირება“. აირჩიე „დაკავშირება“.

საფეხური 2. აირჩიე „დაკავშირება“.

დააჭირე ღილაკზე „SIM-ბარათის დისპეტჩერი“. დააჭირე ღილაკზე „SIM-ბარათის დისპეტჩერი“.

საფეხური 3. დააჭირე ღილაკზე „SIM-ბარათის დისპეტჩერი“.

დააჭირე ღილაკზე „შეტყობინებები“ და აირჩიე ბარათი. აქ ასევე შეგიძლია აირჩიო პრიორიტეტული ბარათი ზარებისთვის (ზარები) და ინტერნეტისთვის (მობილური ინტერნეტი).

თუმცა ასევე შეგიძლია სწრაფად, პირდაპირ დიალოგური ფანჯრიდან შეცვალო კონკრეტული შეტყობინების გასაგზავნად გამოყენებული ბარათი. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ.

როგორ გამოვიყენო სხვა SIM-ბარათი შეტყობინებებისთვის

თუ აგრძელებ მიმოწერას:

შეტყობინებებში გახსენი დიალოგური ფანჯარა. შეტყობინებებში გახსენი დიალოგური ფანჯარა.

საფეხური 1. შეტყობინებებში გახსენი დიალოგური ფანჯარა.

აირჩიე „ვარიანტების“ ღილაკი - სამი წერტილი ზედა მარჯვენა კუთხეში. აირჩიე „ვარიანტების“ ღილაკი - სამი წერტილი ზედა მარჯვენა კუთხეში.

საფეხური 2. აირჩიე „ვარიანტების“ ღილაკი - სამი წერტილი ზედა მარჯვენა კუთხეში.

ბარათის შესაცვლელად დააჭირე ქვემოთ მოცემულ SIM-ბარათის სიმბოლოზე. ბარათის შესაცვლელად დააჭირე ქვემოთ მოცემულ SIM-ბარათის სიმბოლოზე.

საფეხური 3. ბარათის შესაცვლელად დააჭირე ქვემოთ მოცემულ SIM-ბარათის სიმბოლოზე.

თუ ახალ შეტყობინებას ქმნი:

ახალი შეტყობინების შესაქმნელად შეტყობინებების ფანჯარაში დააჭირე ახალი შეტყობინების შექმნის ღილაკზე. ახალი შეტყობინების შესაქმნელად შეტყობინებების ფანჯარაში დააჭირე ახალი შეტყობინების შექმნის ღილაკზე.

საფეხური 1. ახალი შეტყობინების შესაქმნელად შეტყობინებების ფანჯარაში დააჭირე ახალი შეტყობინების შექმნის ღილაკზე.

დაამატე მიმღები. თუ მიმღები არ არის დამატებული, SIM-ბარათის არჩევის ფუნქცია არ გააქტიურდება. დაამატე მიმღები. თუ მიმღები არ არის დამატებული, SIM-ბარათის არჩევის ფუნქცია არ გააქტიურდება.

საფეხური 2. დაამატე მიმღები. თუ მიმღები არ არის დამატებული, SIM-ბარათის არჩევის ფუნქცია არ გააქტიურდება.

ბარათის შესაცვლელად დააჭირე SIM-ბარათის სიმბოლოზე. ამის გაკეთება საჭიროა შეტყობინების ტექსტის დაწერამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეყვანილი ტექსტი წაიშლება. ბარათის შესაცვლელად დააჭირე SIM-ბარათის სიმბოლოზე. ამის გაკეთება საჭიროა შეტყობინების ტექსტის დაწერამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეყვანილი ტექსტი წაიშლება.

საფეხური 3. ბარათის შესაცვლელად დააჭირე SIM-ბარათის სიმბოლოზე. ამის გაკეთება საჭიროა შეტყობინების ტექსტის დაწერამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეყვანილი ტექსტი წაიშლება.

როგორ გავიგო, რომელ SIM-ბარათზე მოვიდა შეტყობინება

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ  SIM-ბარათზე მოვიდა SMS-შეტყობინება, გამოჩნდება შეტყობინების ტექსტის გვერდით. ამასთანავე, ზემოთ მითითებული იქნება SMS შეტყობინებების გაგზავნისთვის არჩეული ბარათი.

როგორ გავიგო, რომელ SIM-ბარათზე მოვიდა შეტყობინება

თუ ბარათი, რომელზეც მოვიდა შეტყობინება ემთხვევა გაგზავნილი შეტყობინებებისთვის არჩეულ ბარათს, ეს სიმბოლო მხოლოდ ზემოთ გამოისახება. შეტყობინების ტექსტის გვერდით ეს სიმბოლო არ გამოჩნდება.

როგორ გავიგო, რომელ SIM-ბარათზე მოვიდა შეტყობინება

მადლობა გამოხმაურებისთვის!