როგორ დავამატო და წავშალო სწრაფი პარამეტრების პანელის ღილაკები

ბოლო განახლების თარიღი : 29-03-2024

მარტივად და მომენტალურად დაამატე და წაშალე სწრაფი პარამეტრების პანელის ღილაკები, რაც Galaxy მოწყობილობაზე საჭირო ინსტრუმენტების და პარამეტრების სწრაფად გახსნის შესაძლებლობას გაძლევს.

Galaxy მოწყობილობის მთავარი ეკრანის გამოსახულება გახსნილი სწრაფი წვდომის პანელით

როგორ დავამატო ღილაკი სწრაფი პარამეტრების პანელზე

მთავარი ეკრანის გამოსახულება, რომელზეც გამოსახულია თითის ჩამოსმის აღმნიშვნელო სიმბოლო და სწრაფი წვდომის პანელი მთავარი ეკრანის გამოსახულება, რომელზეც გამოსახულია თითის ჩამოსმის აღმნიშვნელო სიმბოლო და სწრაფი წვდომის პანელი

საფეხური 1. ორჯერ ჩამოუსვი თითი მთავარი ეკრანის ზედა ნაწილზე — ჯერ გაიხსნება სწრაფი გაშვების პანელი, შემდეგ კი გაფართოებული მენიუ.

გახსნილი სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება თითის მარცხნივ გასმის აღმნიშვნელი სიმბოლოთი გახსნილი სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება თითის მარცხნივ გასმის აღმნიშვნელი სიმბოლოთი

საფეხური 2. გაუსვი თითი მარცხნივ, რის შემდეგაც გამოჩნდება დამატებითი ფუნქციები და „+“ სიმბოლო.

სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება, რომელზეც მონიშნულია „+“ სიმბოლო სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება, რომელზეც მონიშნულია „+“ სიმბოლო

საფეხური 3. შეეხე „+“ სიმბოლოს.

სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება, რომელზეც მონიშნულია დამატებული ღილაკი სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება, რომელზეც მონიშნულია დამატებული ღილაკი

საფეხური 4. შეეხე მენიუს ზედა ნაწილზე არსებულ ღილაკებს, არ აუშვა თითი და გადაიტანე ქვემოთ, სწრაფი წვდომის პანელზე.

სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება, რომელზეც მონიშნულია ღილაკი „მზადაა“ სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება, რომელზეც მონიშნულია ღილაკი „მზადაა“

საფეხური 5. ფუნქციების არჩევის შემდეგ დააჭირე ღილაკს „მზადაა“.

როგორ წავშალო ღილაკი სწრაფი პარამეტრების პანელიდან

სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება, რომელზეც მონიშნულია დამატებითი ვარიანტების სიმბოლო სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება, რომელზეც მონიშნულია დამატებითი ვარიანტების სიმბოლო

საფეხური 1. სწრაფი წვდომის პანელის გასახსნელად, ჩამოუსვი თითი მთავარი ეკრანის ზედა ნაწილზე.

სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება, რომელზეც მონიშნულია რედაქტირების ვარიანტის ღილაკი სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება, რომელზეც მონიშნულია რედაქტირების ვარიანტის ღილაკი

საფეხური 2. შეეხე დამატებითი ვარიანტების სიმბოლოს, შემდეგ აირჩიე „ღილაკების შეცვლა“.

სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება, რომელზეც ჩანს ღილაკის ზემოთ გადატანის პროცესი სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება, რომელზეც ჩანს ღილაკის ზემოთ გადატანის პროცესი

საფეხური 3. ეკრანის ქვედა ნაწილზე შეეხე სწრაფი წვდომის მენიუს ღილაკებს, არ აუშვა თითი და გადაიტანე მენიუს ზედა ნაწილში.

სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება, რომელზეც მონიშნულია ღილაკი „მზადაა“ სწრაფი წვდომის პანელის გამოსახულება, რომელზეც მონიშნულია ღილაკი „მზადაა“

საფეხური 4. ფუნქციების არჩევის შემდეგ დააჭირე ღილაკს „მზადაა“.

მადლობა გამოხმაურებისთვის!