ვინ ქმნის და როგორ ჩამოვტვირთო Android-ის აპლიკაციები

ბოლო განახლების თარიღი : 31-10-2024

სმარტფონში აპლიკაციები შეიძლება დავყოთ ორ ტიპად:  

  • სისტემური აპლიკაციები - ეს აპლიკაციები დაინსტალებულია ქარხნულად, კომპანია Samsung-ის მიერ და მათი განახლება ხდება ავტომატურად, ოპერაციული სისტემის განახლების დროს.
  • მესამე მხარის (ჩამოტვირთული) აპლიკაციები - ეს აპლიკაციები Samsung-ის მიერ არ არის შემუშავებული. მომხმარებელი ამ აპლიკაციებს დამოუკიდებლად აყენებს Play Store-დან ან Galaxy Store-დან.

სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია მესამე მხარის აპლიკაციების ფუნქციონირების სრული მხარდაჭერის უზრუნველყოფა. თუმცა შენ შეგიძლია თავად დაუკავშირდე მესამე მხარის აპლიკაციების დეველოპერებს. წინამდებარე სტატიაში გაეცნობი, როგორ უნდა გააკეთო ეს. 

გოგონა ტელეფონით

როგორ დავუკავშირდე მესამე მხარის აპლიკაციების დეველოპერებს

რადგან მესამე მხარის აპლიკაციები არ არის კომპანია Samsung-ის მიერ მოწოდებული, დეტალური ინფორმაციის მისაღებად რეკომენდებულია მიმართო ამ აპლიკაციების დეველოპერებს. როგორც წესი, მსგავს აპლიკაციებს ჰყავს საკუთარი მხარდაჭერის ჯგუფები, რომლებიც ფლობენ სრულ ინფორმაციას მისი ყველა ფუნქციის შესახებ და შეუძლიათ შემოგთავაზონ პრობლემის ხარისხიანად და სწორად გადაჭრის გზა.

აპლიკაციის დეველოპერებთან დაკავშირება შესაძლებელია როგორც მობილური მოწყობილობის, ასევე ვებ-ბრაუზერის მეშვეობით. იმისათვის რომ გაიგო, როგორ დაუკავშირდე აპლიკაციის დეველოპერებს, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას. 

როგორ დავუკავშირდე აპლიკაციის დეველოპერებს მობილური მოწყობილობით?

Google PLay ღია აპლიკაცია Google PLay ღია აპლიკაცია

საფეხური 1. გახსენი Google Play ან Galaxy Store და ძიების ველში შეიყვანე შენთვის საჭირო აპლიკაციის სახელწოდება.

Google PLay გახსენით აპლიკაცია Google PLay გახსენით აპლიკაცია

საფეხური 2. დააჭირე აპლიკაციის ხატულას.

Google PLay აპლიკაციის მხარდაჭერა Google PLay აპლიკაციის მხარდაჭერა

საფეხური 3. აპლიკაციაში გახსენი ჩანართი „მხარდაჭერა“ ან „მიმოხილვა“. აქ მითითებული იქნება დეველოპერის ელ. ფოსტის მისამართი.

როგორ დავუკავშირდე აპლიკაციის დეველოპერს ვებსაიტიდან?

1 გახსენი Google Play-ის ან Galaxy Store-ის ვებსაიტი და ძიების ველში შეიყვანე შენთვის საჭირო აპლიკაციის სახელწოდება.
2 დააჭირე აპლიკაციის ხატულას.
აპლიკაცია Galaxy store-ში
3 გახსენი ჩანართი „ინფორმაცია“ ან გვერდის ბოლოში მოძებნე ღილაკი „დეველოპერი“
ბოლოში მოძებნე ღილაკი „დეველოპერი“
4 აქ მითითებული იქნება აპლიკაციის დეველოპერის ელ. ფოსტის მისამართი
განაცხადის შემქმნელი ელფოსტა მითითებული იქნება აქ

მადლობა გამოხმაურებისთვის!