როგორ გამოვრთო მობილური ინტერნეტი (SIM-ბარათით მოწოდებული) Samsung Galaxy მოწყობილობაზე

ბოლო განახლების თარიღი : 03-04-2024

რისთვის არის საჭირო მობილური ინტერნეტის გამორთვა

ძირითადი მიზეზები:

  • თანხის ეკონომია (თუ სააბონენტო გადასახადზე დაფუძნებულ ტარიფს არ იყენებ);
  • ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობის გაზრდა.

ხატულების ფერები შეიძლება განსხვავებული იყოს და დამოკიდებულია ტელეფონზე დაყენებული ფერების პარამეტრებზე და არჩეულ თემაზე.

როგორ გამოვრთო მობილური ინტერნეტი

არსებობს მობილური ინტერნეტის გამორთვის ორი მეთოდი:

1 გახსენი „პარამეტრები“ > „კავშირები“ > „მონაცემების გამოყენება“ და გაააქტიურე მობილური მონაცემები.
2 სწრაფი წვდომის პანელიდან.
განბლოკე ეკრანი და ორჯერ ჩამოუსვი თითი ეკრანის ზედა ნაწილს. გამოჩნდება ფუნქციების პანელი განბლოკე ეკრანი და ორჯერ ჩამოუსვი თითი ეკრანის ზედა ნაწილს. გამოჩნდება ფუნქციების პანელი

საფეხური 1. განბლოკე ეკრანი და ორჯერ ჩამოუსვი თითი ეკრანის ზედა ნაწილს. გამოჩნდება ფუნქციების პანელი.

მოძებნე ღილაკი მობილური მონაცემები და დააჭირე მას. მოძებნე ღილაკი მობილური მონაცემები და დააჭირე მას.

საფეხური 2. მოძებნე „მობილური მონაცემების“ ღილაკი და დააჭირე მასზე, რის შემდეგაც ის ნაცრისფერი გახდება. ზოგჯერ ეს ღილაკი მეორე ეკრანზეა მოცემული. მის სანახავად გაუსვი თითი პანელს მარცხნივ ან მარჯვნივ.

ინტერნეტი გაითიშა ინტერნეტი გაითიშა

საფეხური 3. მზადაა. ამის შემდეგ ინტერნეტი გაითიშება, სანამ შენს სმარტფონს/პლანშეტს არ დააკავშირებ Wi-Fi ქსელთან ან სანამ ხელახლა არ ჩართავ მობილურ ინტერნეტს.

თუ ოპერატორი ინტერნეტის გადასახადს იმ შემთხვევაშიც გაკისრებს, როდესაც ის გამორთულია, ამის მიზეზია არა მოწყობილობის გაუმართაობა, არამედ ოპერატორის გაანგარიშებებში დაშვებული შეცდომები (ეს არ ეხება სააბონენტო გადასახადზე დაფუძნებულ ტარიფს). შესამოწმებლად გახსენი ბრაუზერი და სცადე რომელიმე საიტზე შესვლა. გამორთული ინტერნეტით ამას ვერ მოახერხებ.

როგორ ჩავრთო მობილური ინტერნეტი ხელახლა

განბლოკე ეკრანი და ორჯერ ჩამოუსვი თითი ეკრანის ზედა ნაწილს. გამოჩნდება ფუნქციების პანელი განბლოკე ეკრანი და ორჯერ ჩამოუსვი თითი ეკრანის ზედა ნაწილს. გამოჩნდება ფუნქციების პანელი

საფეხური 1. განბლოკე ეკრანი და ორჯერ ჩამოუსვი თითი ეკრანის ზედა ნაწილს. გამოჩნდება ფუნქციების პანელი.

ხელახლა დააჭირე ამ ღილაკს, რის შემდეგაც ის ფერს შეიცვლის. ხელახლა დააჭირე ამ ღილაკს, რის შემდეგაც ის ფერს შეიცვლის.

საფეხური 2. ხელახლა დააჭირე ამ ღილაკს, რის შემდეგაც ის ფერს შეიცვლის.

მზადაა. ინტერნეტი კვლავ გააქტიურდა. მზადაა. ინტერნეტი კვლავ გააქტიურდა.

საფეხური 3. მზადაა. ინტერნეტი კვლავ გააქტიურდა.

მადლობა გამოხმაურებისთვის!