როგორ შევიდე Google-ის ანგარიშზე Samsung Galaxy სმარტფონით ან პლანშეტით

ბოლო განახლების თარიღი : 11-06-2024

ამ სტატიაში შენ გაიგებ, თუ როგორ გაირო ავტორიზაცია Google-ის ანგარიშზე (თუ ის უკვე გაქვს) Samsung Galaxy სმარტფონით ან პლანშეტით.

თუ ანგარიში არ გაქვს, დაარეგისტრირე ის.

რა განსხვავებაა Google-ის ანგარიშზე ავტორიზაციის გავლასა და ანგარიშის რეგისტრაციას შორის

ანგარიშის რეგისტრაცია — ეს არის უნიკალური სახელის დაჯავშნა, რომელსაც Google-ის სერვისები გამოიყენებენ შენი იდენტიფიკაციისთვის. რეგისტრაციის დროს ხდება ახალი ანგარიშის შექმნა.

ანგარიშზე შესვლა — ეს არის უკვე შექმნილი ანგარიშის დამატება მოწყობილობაზე. ანგარიშის დამატებისას საჭიროა გახსოვდეს რეგისტრაციის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი.

რისთვის უნდა გაიარო ავტორიზაცია Google-ის ანგარიშზე

შენ შეძლებ აპლიკაციების ჩამოტვირთვას Google Play-დან და ასევე მიიღებ სწრაფ წვდომას შენს ელ. ფოსტაზე, კონტაქტებზე და კალენდარზე. Galaxy სმარტფონი ან პლანშეტი ახდენს მათზე დამატებული ყველა ანგარიშის მონაცემების ავტომატურ სინქრონიზაციას.

როგორ შევიდე Google-ის ანგარიშზე

ანგარიშები და დამარქაფება ანგარიშები და დამარქაფება

1. დაუკავშირდი ინტერნეტს. გახსენი პარამეტრები მენიუ. აირჩიე პუნქტი ანგარიშები და დამარქაფება ან გლობალური ქსელი და ანგარიშები. თუ ეს პუნქტი არ არის მენიუში, გადადი შემდეგ საფეხურზე.გლო.

ანგარიშების მართვა ანგარიშების მართვა

2. აირჩიე პუნქტი ანგარიშების მართვა ან ანგარიშები.

ანგარიშის დამატება ანგარიშის დამატება

3. აირჩიე პუნქტი ანგარიშის დამატება.

Google Google

4. აირჩიე პუნქტი Google.
თუ მოწყობილობაზე დაყენებულია პაროლი ან თითის ანაბეჭდით დაცვა, საჭიროა მისი შეყვანა.

შეიყვანე ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“. შეიყვანე ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“.

5. შეიყვანე ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააჭირე ღილაკზე შემდეგი.

შეიყვანე ანგარიშის პაროლი დააჭირე ღილაკს „შემდეგი“. შეიყვანე ანგარიშის პაროლი დააჭირე ღილაკს „შემდეგი“.

6. შეიყვანე ანგარიშის პაროლი დააჭირე ღილაკს შემდეგი.

ვეთანხმები ვეთანხმები

7. შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ანგარიშის გამოყენების პირობები. წაიკითხე ის და დააჭირე ღილაკს ვეთანხმები.

ანგარიში დამატებულია ანგარიში დამატებულია

8. მზადაა, ანგარიში დამატებულია.

რა უნდა გავაკეთო, თუ ეკრანზე გამოჩნდება შეცდომის შეტყობინება „ვერ მოხერხდა ანგარიშზე შესვლა“

ეს შეცდომა ნიშნავს, რომ დაფიქსირდა ინტერნეტთან კავშირის პრობლემა. ამის აღმოფხვრისთვის:

  1. დარწმუნდი, რომ მოწყობილობაზე სწორედაა დაყენებული თარიღი, დრო და სასაათო სარტყელი.
  2. გადატვირთე მობილური მოწყობილობა.
  3. დაუკავშირდი ინტერნეტის სხვა წერტილს (სხვა Wi-Fi-ს ან მობილურ ინტერნეტს).
  4. ხელახლა სცადე ანგარიშზე შესვლა.

მადლობა გამოხმაურებისთვის!