როგორ დავაყენო ანგარიშთან სინქრონიზაციის პარამეტრები Samsung Galaxy მოწყობილობაზე

ბოლო განახლების თარიღი : 02-04-2024

რა არის სინქრონიზაცია

სტატიაში „რა არის ანგარიში“, ჩვენ განვიხილეთ, რომ ანგარიში არის ადგილი ინტერნეტში, სადაც შესაძლებელია ჩვენი მონაცემების შენახვა. ანგარიში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ვირტუალური ყუთი, სადაც ინახება სხვადასხვა სახის ინფორმაცია. მაგალითისთვის განვიხილოთ Google-ის ანგარიში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანგარიშია.

ამავე საკითხზე:

Google-ის ანგარიში შეგვიძლია გამოვიყენოთ სმარტფონის სატელეფონო წიგნში არსებული კონტაქტების შესანახად. ამისათვის ის იყენებს სინქრონიზაციის პროცესს: სატელეფონო წიგნში ახალი კონტაქტის დამატების შემდეგ, სმარტფონს ის გადააქვს შენს ანგარიშზე; სმარტფონში არსებული კონტაქტის რედაქტირების შემდეგ, ეს ცვლილება აისახება შენს ანგარიშში.

სინქრონიზაციის ფუნქციის გამოყენება მოსახერხებელია, რადგან:

  • ანგარიში საშუალებას გაძლევს, რომ ყველა შენს მოწყობილობაში ერთი და იგივე კონტაქტების სია გქონდეს - ერთ მოწყობილობაზე შეცვლის შემდეგ, ის დანარჩენებზეც იცვლება.
  • ახალი სმარტფონის შეძენის შემდეგ, უბრალოდ დაამატე შენი ანგარიში, რის შემდეგაც მასზე ავტომატურად გამოჩნდება ძველ მოწყობილობაში არსებული ყველა კონტაქტი. არ არის საჭირო კონტაქტების ხელით შენახვა და გადატანა.

ყოველ ანგარიშს შეუძლია მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ინფორმაციის სინქრონიზება. ზოგიერთი მათგანი ახდენს ბრაუზერის ჩანართების და კონტაქტების, ზოგი კი კალენდრის ჩანაწერების სინქრონიზაციას, ზოგს კი მონაცემების სინქრონიზაციის ფუნქცია საერთოდ არ აქვს.

როგორ ავირჩიო მონაცემების ტიპი ჩემს ანგარიშთან სინქრონიზაციისთვის

როგორ დავაყენო ანგარიშთან სინქრონიზაციის პარამეტრები Samsung Galaxy მოწყობილობაზე როგორ დავაყენო ანგარიშთან სინქრონიზაციის პარამეტრები Samsung Galaxy მოწყობილობაზე

საფეხური 1.გახსენი მენიუ „პარამეტრები“და აირჩიე პუნქტი „ანგარიშები და დაარქივება“ ან „ქლაუდი და ანგარიშები“. თუ ეს პუნქტი არ არის მენიუში, გადადი შემდეგ საფეხურზე.

როგორ დავაყენო ანგარიშთან სინქრონიზაციის პარამეტრები Samsung Galaxy მოწყობილობაზე როგორ დავაყენო ანგარიშთან სინქრონიზაციის პარამეტრები Samsung Galaxy მოწყობილობაზე

საფეხური 2. აირჩიე პუნქტი „ანგარიშები“ ან „ანგარიშების მართვა“.

როგორ დავაყენო ანგარიშთან სინქრონიზაციის პარამეტრები Samsung Galaxy მოწყობილობაზე როგორ დავაყენო ანგარიშთან სინქრონიზაციის პარამეტრები Samsung Galaxy მოწყობილობაზე

საფეხური 3. აირჩიე ანგარიში, ჩვენს მაგალითში ვირჩევთ Google-ის ანგარიშს.
თუ რამდენიმე ანგარიში გაქვს, აირჩიე შესაბამისი. თუ მოწყობილობაზე არ გაქვს დამატებული შესაბამისი ანგარიში, გაიარე რეგისტრაცია (თუ ანგარიში ჯერ არ გაქვს შექმნილი) ან ავტორიზაცია (თუ ანგარიში უკვე შექმნილია).

როგორ დავაყენო ანგარიშთან სინქრონიზაციის პარამეტრები Samsung Galaxy მოწყობილობაზე როგორ დავაყენო ანგარიშთან სინქრონიზაციის პარამეტრები Samsung Galaxy მოწყობილობაზე

საფეხური 4. აირჩიე პუნქტი „ანგარიშის სინქრონიზაცია“, თუ მენიუში არის ასეთი პუნქტი. თუ ეს პუნქტი არ არის მენიუში, გადადი შემდეგ საფეხურზე.

როგორ დავაყენო ანგარიშთან სინქრონიზაციის პარამეტრები Samsung Galaxy მოწყობილობაზე როგორ დავაყენო ანგარიშთან სინქრონიზაციის პარამეტრები Samsung Galaxy მოწყობილობაზე

საფეხური 5. გამოჩნდება მონაცემების ჩამონათვალი, რომელთა შენს ანგარიშთან სინქრონიზაციაც შესაძლებელია. გაააქტიურე შენთვის საჭირო მონაცემების სინქრონიზაცია. თუ რაიმე ტიპის მონაცემებს არ იყენებ, უბრალოდ გათიშე მისი სინქრონიზაცია.

ვერ ვახერხებ სინქრონიზაციისთვის მონაცემთა არჩევას

1 დაბრუნდი ორი საფეხურით უკან, ანგარიშების არჩევის მენიუში.
2 გაააქტიურე „პირადი მონაცემების ავტომატური სინქრონიზაციის“ ფუნქცია, ან აირჩიე პუნქტი „სინქრონიზაციის ჩართვა“ და ხელახლა სცადე მონაცემების არჩევა. პუნქტი „ავტომატური სინქრონიზაცია“ შეიძლება მდებარეობდეს მენიუში „პარამეტრები“ > „ანგარიშები და დაარქივება“ > „ანგარიშების მართვა“.
როგორ დავაყენო ანგარიშთან სინქრონიზაციის პარამეტრები Samsung Galaxy მოწყობილობაზე

თუ ასეთი პუნქტი არ არის, დააჭირე ღილაკს „მენიუ“ ან „ვარიანტები“ (შეიძლება ქონდეს სამი წერტილის ფორმა და განთავსებული იყოს ზედა მარჯვენა კუთხეში). პუნქტი გამოჩნდება კონტექსტურ მენიუში.

მადლობა გამოხმაურებისთვის!