როგორ შევინახო კონტაქტები Samsung Galaxy მოწყობილობის მეხსიერების ბარათზე

ბოლო განახლების თარიღი : 10-04-2024

რა შემთხვევებში უნდა შევინახო კონტაქტები ფაილში

თუ კონტაქტებს Google-ის ან Samsung-ის ანგარიშებზე არ ინახავ, შეინახე ისინი ფაილში და გადაიტანე კომპიუტერზე:

  • ნომრების დამატების ან შეცვლის შემდეგ;
  • მონაცემთა გადატვირთვის წინ;
  • მოწყობილობის სერვის-ცენტრში მიტანამდე.

თუ კონტაქტებს Google-ის ან Samsung-ის ანგარიშებზე ინახავ, მათი ფაილში გადატანა საჭირო არ არის. მთავარია არ დაგავიწყდეს ანგარიშის მომხმარებლის სახელი და პაროლი.

რა ფორმით ინახება კონტაქტები

კონტაქტები ინახება VCF ფაილში, რაც წარმოადგენს კონტაქტების შენახვისთვის გამოყენებულ ყველაზე გავრცელებულ ფორმატს. ამ ტიპის ფაილიდან შესაძლებელია კონტაქტების პრაქტიკულად ნებისმიერ მოწყობილობაზე აღდგენა.

როგორ შევინახო (დავაკოპირო) კონტაქტები ფაილში

ქვემოთ მოცემულია ინსტრუქციები Android-ის სხვადასხვა ვერსიისთვის.

ნაბიჯი 1. გახსენი აპლიკაცია „კონტაქტები“, შეეხე მარცხნივ მოცემულ სამ ხაზს.

ნაბიჯი 2. აირჩიე პუნქტი „კონტაქტების მართვა“.

ნაბიჯი 3. აირჩიე პუნქტი „ექსპორტი“.

ნაბიჯი 4. აირჩიე ფაილის შენახვის ადგილი: მოწყობილობის მეხსიერება ან მეხსიერების ბარათი და დააჭირე ღილაკს „ექსპორტი“.

ნაბიჯი 5. კონტაქტები შეინახება მითითებულ მეხსიერებაში. დააჭირე ღილაკზე „ОК“.

როგორ მოვძებნო შენახული კონტაქტების ფაილი

ფაილი ინახება შიდა მეხსიერების ან მეხსიერების ბარათის Root საქაღალდეში. მის მოსაძებნად მოწყობილობაზე გახსენი აპლიკაცია „ჩემი ფაილები“.

ნაბიჯი 1. გახსენი აპლიკაცია „კონტაქტები“. შეეხე მარცხნივ მოცემულ სამ ხაზს.

ნაბიჯი 2. აირჩიე პუნქტი „კონტაქტების მართვა“.

ნაბიჯი 3. აირჩიე პუნქტი „იმპორტი“.

ნაბიჯი 4. აირჩიე მეხსიერება, სადაც ინახება კონტაქტების ფაილი. თუ ფაილი რამდენიმეა, აირჩიე საჭირო ფაილი.

ნაბიჯი 5. აირჩიე მეხსიერება, საიდანაც გსურს კონტაქტების გადმოტანა და დააჭირე ღილაკს „იმპორტი“.

როგორ აღვადგინო (დავაკოპირო) კონტაქტები ფაილიდან

ქვემოთ მოცემულია ინსტრუქციები Android-ის სხვადასხვა ვერსიისთვის.

აღდგენის შემდეგ გაჩნდა კონტაქტების დუბლიკატები

კონტაქტების ფაილიდან აღდგენის დროს ისინი ემატება მოწყობილობის მეხსიერებაში არსებულ კონტაქტებს. თუ ეს კონტაქტები უკვე მოწყობილობაში ინახება, გაჩნდება მათი დუბლიკატები.

ამის თავიდან ასაცილებლად, ჯერ წაშალე ყველა კონტაქტი მოწყობილობიდან და შემდეგ აღადგინე ისინი ფაილიდან.

მადლობა გამოხმაურებისთვის!