როგორ შევქმნა Google-ის ანგარიში Samsung Galaxy მოწყობილობაზე

ბოლო განახლების თარიღი : 09-04-2024

ამ სტატიაში შენ გაეცნობი, თუ როგორ შექმნა Google-ის ანგარიში (თუ ის ჯერ კიდევ არ გაქ), Samsung Galaxy სმარტფონით ან პლანშეტის პარამეტრების მენიუს მეშვეობით.

როგორ შევქმნა Samsung-ის ანგარიში Samsung-ის სმარტფონზე ან პლანშეტზე

დაუკავშირდი ინტერნეტს და გახსენი „პარამეტრები“ დაუკავშირდი ინტერნეტს და გახსენი „პარამეტრები“

1. დაუკავშირდი ინტერნეტს და გახსენი „პარამეტრები“.

აირჩიე პუნქტი „ანგარიშები და დაარქივება“ აირჩიე პუნქტი „ანგარიშები და დაარქივება“

2. აირჩიე პუნქტი „ანგარიშები და დაარქივება“ ან „ქლაუდი და ანგარიშები“. თუ ეს პუნქტი არ არის მენიუში, გადადი შემდეგ საფეხურზე.

 აირჩიე პუნქტი „ანგარიშები“  აირჩიე პუნქტი „ანგარიშები“

3. აირჩიე პუნქტი „ანგარიშების მართვა“.

აირჩიე პუნქტი „ანგარიშის დამატება“ აირჩიე პუნქტი „ანგარიშის დამატება“

4. აირჩიე პუნქტი „ანგარიშის დამატება“.

აირჩიე პუნქტი „Google“ აირჩიე პუნქტი „Google“

5. აირჩიე პუნქტი „Google“.

აირჩიე პუნქტი „ანგარიშის შექმნა“ აირჩიე პუნქტი „ანგარიშის შექმნა“

6. აირჩიე პუნქტი „ანგარიშის შექმნა“.

აირჩიეთ ანგარიშის ტიპი: პირადი სარგებლობისთვის ან სამუშაოსთვის აირჩიეთ ანგარიშის ტიპი: პირადი სარგებლობისთვის ან სამუშაოსთვის

7.აირჩიეთ ანგარიშის ტიპი: პირადი სარგებლობისთვის ან სამუშაოსთვის.

ჩაწერე შენი სახელი და გვერი და დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“ ჩაწერე შენი სახელი და გვერი და დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“

8. ჩაწერე შენი სახელი და გვერი და დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“. თუ ეს მომხმარებლის სახელი უკვე გამოიყენება, გამოჩნდება შეცდომის შეტყობინება: ამ შემთხვევაში დაამატე ან წაშალე რამდენიმე სიმბოლო და სცადე ხელახლა.

მიუთითე დაბადების თარიღი და სქესი და დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“ მიუთითე დაბადების თარიღი და სქესი და დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“

9. მიუთითე დაბადების თარიღი და სქესი და დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“.

აირჩიეთ ან მოიფიქრე მომხმარებლის სახელი აირჩიეთ ან მოიფიქრე მომხმარებლის სახელი

10. აირჩიეთ ან მოიფიქრე მომხმარებლის სახელი: ეს უნდა იყოს ინგლისური ასოებისა და ციფრების უნიკალური კომბინაცია ინტერვალის გარეშე. დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“.

მოიფიქრე პაროლი მოიფიქრე პაროლი

11. მოიფიქრე პაროლი: ინგლისური ასოების, ციფრების და სპეციალური სიმბოლოების კომბინაცია. შეიყვანე პაროლი და დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“.

დააჭირე ღილაკს „გამოტოვება“ დააჭირე ღილაკს „გამოტოვება“

12. გამოჩნდება ანგარიშის ტელეფონის ნომერზე მიბმის შემოთავაზება. დააჭირე ღილაკს „გამოტოვება“. ნომრის დამატება მოგვიანებითაც შეგიძლია.

დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“ დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“

13. დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“.

აირჩიე პუნქტი „ვეთანხმები“ აირჩიე პუნქტი „ვეთანხმები“

14. შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ანგარიშის გამოყენების პირობები. წაიკითხე ის, გადააადგილე კურსორი დაბლა და დააჭირე ღილაკს „ვეთანხმები“.

ანგარიში დამატებულია ანგარიში დამატებულია

15. მზადაა, ანგარიში დამატებულია.

  • Google შექმნის ანგარიშს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ ხარ მინიმუმ 13 წლის. თუ დაბადების თარიღის მიხედვით, შენი ასაკი 13 წელზე ნაკლებია, გამოჩნდება შეცდომის შეტყობინება: „ვერ შექმნი Google-ის ანგარიშის ასაკობრივი შეზღუდვის გამო“.
  • მომხმარებლის სახელად ჯობია გამოიყენო ტელეფონის ნომრის რამდენიმე ციფრი და სახელის პირველი ასო, ეს მარტივია სათქმელად და დასამახსოვრებლად.
  • საიმედო პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 12 სიმბოლოსგან. მაგალითად: Zx34_29vdPCW.
  • ჩაიწერე მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომ არ დაგავიწყდეს.

თუ ეკრანზე გამოჩნდება შეცდომის შეტყობინება „ვერ მოხერხდა სანდო კავშირის დამყარება სერვერთან“

ეს შეცდომა ნიშნავს, რომ დაფიქსირდა ინტერნეტთან კავშირის პრობლემა. ამის აღმოფხვრისთვის:

  1. დარწმუნდი, რომ მოწყობილობაზე სწორედაა დაყენებული თარიღი, დრო და სასაათო სარტყელი.
  2. გადატვირთე მობილური მოწყობილობა.
  3. დაუკავშირდი ინტერნეტის სხვა წერტილს (სხვა Wi-Fi-ს ან მობილურ ინტერნეტს).
  4. ხელახლა სცადე ანგარიშის რეგისტრაცია.

არ გამოდის ანგარიშის შექმნა სმარტფონიდან ან პლანშეტიდან

შექმენი ანგარიში კომპიუტერზე და შემდეგ დაამატე ის მობილურ მოწყობილობაზე.

მადლობა გამოხმაურებისთვის!