როგორ დავმუხტო სმარტფონის ან პლანშეტის ელემენტი სწორად და სხვა ხშირად დასმული კითხვები

ბოლო განახლების თარიღი : 20-03-2024
როგორ დავმუხტო სმარტფონის ან პლანშეტის ელემენტი სწორად და სხვა ხშირად დასმული კითხვები

1. საჭიროა თუ არა მოწყობილობის შეძენის შემდეგ ელემენტის რამდენჯერმე სრულად დამუხტვა და დაცლა

არა, ამის გაკეთება საჭირო არ არის, რადგან Samsung იყენებს Li-Ion ან Li-Pol ტიპის თანამედროვე ელემენტებს. უფრო მეტიც, ამ ტიპის ელემენტების ბოლომდე დაცლა არ არის სასურველი. ამიტომ მოწყობილობა დამუხტე საჭიროებისამებრ, ჩვეულ რეჟიმში გამოყენების შესაბამისად.

2. რომელი დამტენი მოწყობილობა გამოვიყენო

უმჯობესია გამოიყენო Samsung-ის ორიგინალი დამტენი მოწყობილობები. სმარტფონის უხარისხო დამტენი მოწყობილობით დამუხტვამ შეიძლება გამოიწვიოს ელემენტის დაზიანება ან ექსპლუატაციის პერიოდის შემცირება. 

3. შეიძლება თუ არა ტელეფონით, სმარტფონით ან პლანშეტით სარგებლობა მისი დამუხტვის დროს

დამუხტვის დროს შეგიძლია ისარგებლო მოწყობილობით, თუმცა ეს ანელებს დამუხტვის პროცესს.

4. როდის იმუხტება მოწყობილობა ყველაზე სწრაფად

მოწყობილობა ყველაზე სწრაფად იმუხტება მაშინ, როდესაც ის გამორთულია.

5. რომელი გამოვაერთო პირველად: დამტენი როზეტიდან თუ მოწყობილობა დამტენიდან

არა აქვს მნიშვნელობა, გააკეთე ის, რომელი ვარიანტიც უფრო მოსახერხებელია შენთვის.

6. მოწყობილობა ან დამტენი ცხელდება

დამუხტვის დროს მოწყობილობა შეიძლება გაცხელდეს. ეს ნორმალურია და არ ახდენს გავლენას მოწყობილობის სიმძლავრეზე და ექსპლუატაციის პერიოდზე. თუ ელემენტი ჩვეულებრივზე მეტად გაცხელდა, დამტენი მოწყობილობა გაითიშება. 

7. შეიძლება თუ არა ტელეფონი დავტოვო დასამუხტად შეერთებული ხანგრძლივი პერიოდით (მაგალითად მთელი ღამით)?

დიახ, შეიძლება. თანამედროვე სმარტფონები დამუხტვას წყვეტს, როდესაც მუხტი 100%-ს მიაღწევს და შესაბამისად, მათი გადახურება არ ხდება.

8. რა დონეზე უნდა შეინარჩუნო ტელეფონის ელემენტის მუხტი

მოწყობილობის ელემენტის მუხტი უნდა შეინარჩუნო 20-დან 80%-მდე დიაპაზონში. სცადე არ დაცალო ტელეფონი ბოლომდე ან სრულ გათიშვამდე. თუ ელემენტი ყოველთვის იქნება დამუხტული, ნაკლებად გაცვდება და დიდხანს მოგემსახურება.

9. შეიძლება თუ არა ტელეფონის დამუხტვა სიცივეში

სასურველია არ დამუხტო ტელეფონი 10°-ზე დაბალ ტემპერატურაზე  –  ეს შეამცირებს ელემენტის ექსპლუატაციის პერიოდს. შენობაში შესვლის შემდეგ, დაელოდე მოწყობილობის გათბობას ოთახის ტემპერატურამდე და მხოლოდ ამის შემდეგ შეაერთე დასამუხტად.

10. თუ ტელეფონს არ ვიყენებ, შეიძლება თუ არა მისი შენახვა დაცლილ მდგომარეობაში

თუ დიდი ხნის განმავლობაში არ აპირებ სმარტფონის გამოყენებას, დამუხტე ის 50-70%-მდე და გათიშე. არ შეინახო ტელეფონი ბოლომდე დაცლილი ამ სრულად დამუხტული ელემენტით  –  ეს უარყოფითად აისახება მის მუშაობაზე. 

მადლობა გამოხმაურებისთვის!