რა გავაკეთო, თუ რეცხვის დროს Samsung-ის სარეცხი მანქანის კარი ზრიალებს

ბოლო განახლების თარიღი : 26-11-2024

რა მოხდა

რეცხვის დროს (გავლების ან წურვის დროს) Samsung-ის სარეცხი მანქანის ლუკის კარიდან ისმის კაკუნის, ზრიალის, ვიბრაციის ან ტკაცანის ხმა, თუმცა კარზე ხელის დაჭერისას ხმა ქრება.

რეცხვის დროს სარეცხი მანქანის ლუკის კარიდან ისმის კაკუნის, ზრიალის, ვიბრაციის ან ტკაცანის ხმა

როგორ გამოვასწორო

1 შეამოწმე, როგორ ზედაპირზეა მოთავსებული სარეცხი მანქანა.
სარეცხი მანქანა მოთავსებული უნდა იყოს თანაბარ და მყარ ზედაპირზე. არასწორად შერჩეული ზედაპირის გამო შეიძლება გაძლიერდეს ვიბრაცია.
2 დარწმუნდი, რომ სარეცხი მანქანა ზედაპირზე მყარადაა მოთავსებული (არ მოძრაობს).
სარეცხი მანქანის ფეხები ერთ სიმაღლეზე უნდა იყოს დაყენებული და კონტრქანჩით დაფიქსირებული.
3 დარწმუნდი, რომ კარის საკეტი და რაზა არ არის დაზიანებული.
ყურადღებით შეამოწმე საკეტი და რაზა და დარწმუნდი, რომ ისინი არ არის დაზიანებული. საკეტში ან რაზაში არ უნდა იყოს თმა, ძაფი ან ქსოვილის ბოჭკოები, რათა ხელი არ შეუშალოს კარის მყარად დახურვას.
4 ხელახლა ჩართე სარეცხი მანქანა იმავე რეჟიმზე.
თუ სცადე პრობლემის მოგვარება (მაგალითად დაარეგულირე სარეცხი მანქანის ფეხები, რაზიდან მოაშორე ჭუჭყი), შემოწმების მიზნით ხელახლა ჩართე სარეცხი მანქანა იმავე რეჟიმზე.
  • თუ რეცხვის დროს არ დაფიქსირდა უცნაური ხმები, ესე იგი შენი სარეცხი მანქანა გამართულად მუშაობს.
  • თუ რეცხვის დროს კვლავ ისმის უცნაური ხმები, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!