რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანა არ წურავს თეთრეულს
თუ რეცხვა არ დასრულებულა, ეკრანზე მითითებული დრო კი არ იცვლება
შეამოწმე, ბრუნავს თუ არა დოლურა.
• თუ დოლურა არ ბრუნავს
• თუ დოლურა ბრუნავს
თუ რეცხვა არ გაგრძელდა და ეკრანზე გამოჩნდა შეცდომის კოდი UE, UB ან 4E, ეს ნიშნავს, რომ მანქანამ ვერ შეძლო თეთრეულის გასწორება. ასეთ შემთხვევაში იმოქმედე ისე, როგორც მითითებულია სტატიაში „Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდი UE, UB, E4“.
თუ რეცხვა დასრულდა და ეკრანზე შეცდომის კოდი არ გამოჩნდა, მაგრამ თეთრეული სველია
თეთრეული სველი შეიძლება დარჩეს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი მიზეზის გამო. თანმიმდევრობით შეამოწმე თითოეული მათგანი.
• არჩეულია რეცხვის რეჟიმი წურვის გარეშე
დელიკატური ქსოვილების რეცხვის რეჟიმების გამოყენებისას მანქანა თეთრეულს არ წურავს. რეჟიმები დელიკატური ქსოვილებისთვის: „ხელით რეცხვა“, „შალის ხელით რეცხვა“, „შალი“, თუმცა ასევე შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სხვა რეჟიმებიც. დეტალური ინფორმაცია მოცემულია შენი სარეცხის მანქანის ინსტრუქციაში.
მანქანის გამართული მუშაობის შესამოწმებლად გაუშვი სხვა რეჟიმები: „სწრაფი რეცხვა“, „ყოველდღიური რეცხვა“ და სხვა.
• დაბალი სიჩქარით ბრუნვა წურვის დროს
შეამოწმე, ბრუნვის რა სიჩქარე იყო არჩეული წურვის ციკლისთვის. ბრუნვის დაბალ სიჩქარის გამოყენებისას თეთრეულის გაწურვა თითქმის არ ხდება.
მანქანის გამართული მუშაობის შესამოწმებლად, აირჩიე ბრუნვის მაღალი სიჩქარე — 800 ან 1000.
• საწოლის თეთრეული ან დიდი ზომის ნივთები
საწოლის თეთრეული ან დიდი ზომის ნივთები ხშირად ერთად იკვრება ან ერთმანეთში იხლართება. ასეთ შემთხვევაში მანქანა მათ ხარისხიანად ვერ წურავს.
თუ ასეთ ნივთებს რეცხავ, გამოიღე ისინი მანქანიდან, გაასწორე, მოათავსე მანქანაში და ხელახლა გაუშვი „გაწურვის“ რეჟიმი.
• მცირე რაოდენობის ნივთების რეცხვა
ერთი-ორი ნივთის რეცხვის შემთხვევაში, მანქანა თეთრეულს ხარისხიანად ვერ წურავს. სათანადოდ გაწურვისთვის მანქანაში მოთავსებული უნდა იყოს სულ მცირე 4 ნივთი.
• დაბინძურებული დრენაჟის ფილტრი
თუ დრენაჟის ფილტრი დაბინძურებულია, მანქანა წყლისგან საჭიროზე ნელა იცლება. წურვის დროს წყლის ნაწილი დოლურაში რჩება. ამის გამო ნივთები შეიძლება სველი დარჩეს.
იმისათვის, რომ მანქანა წყლისგან ნორმალურად დაიცალოს, გაწმინდე დრენაჟის ფილტრი.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.