რა გავაკეთო, თუ გატყდა Samsung-ის ტექნიკის ნაწრთობი მინისგან დამზადებული დეტალი
რა მოხდა
დაზიანდა, გატყდა ან გაიბზარა ნაწრთობი (თერმომდგრადი) მინისგან დამზადებული დეტალი, მაგალითად:
- მაცივარში დაზიანდა კარის მინა, მინის თარო.
- სარეცხ მანქანაში დაზიანდა ლუკის მინა.
- ღუმელში დაზიანდა კარის მინა.
- გაზქურის სანთურებიან პანელზე დაზიანებულია მინის ზედაპირი.
რა უნდა გავაკეთო
თუ დააფიქსირე ბზარი, მაშინვე შეიძინე ახალი დეტალი (ან/და შეცვალე), რადგან მინა შეიძლება დაიმსხვრეს და სხეულის დაზიანება გამოიწვიოს.
შენიშვნა:
თუ დაზიანებულია მაცივრის ნაწრთობი მინის თარო, არ გადააგდო თაროს კიდეების დამცავი პლასტმასის კანტი.
ტექნიკის დეტალის შესაცვლელად და ახლის დასაყენებლად დაუკავშირდი სერვის-ცენტრს ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
თუ კიდევ დაგრჩა შეკითხვები, შემდგომი კონსულტაციისათვის დაუკავშირდი Samsung-ის უფასო დახმარების სამსახურს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.