რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მიკროტალღური ღუმელი არ აცხელებს

ბოლო განახლების თარიღი : 07-11-2024

მიკროტალღური ღუმელი შეიძლება საკვებს არ აცხელებდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, რომლებიც ჩამოთვლილია ქვემოთ. თანმიმდევრობით შეამოწმე თითოეული მათგანი.

Samsung-ის მიკროტალღური ღუმელი არ აცხელებს

გამანაწილებლები, დამაგრძელებლები, გადამყვანები

მიკროტალღური ღუმელი, ისევე როგორც ყველა სხვა მძლავრი ელექტრო მოწყობილობა — სარეცხი ან ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ელექტროზედაპირი, ელექტროღუმელი — ხარისხიან ელექტრომომარაგებას საჭიროებს.

გამანაწილებლები, დამაგრძელებლები და გადამყვანები ელექტრომომარაგების ხარისხს აუარესებს. ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ ისინი:

  • არაა გათვლილი დიდ სიმძლავრეზე
  • უმეტეს შემთხვევაში დაბალი ხარისხისაა.

ნორმალურად რომ იმუშაოს, მიკროტალღური ღუმელი პირდაპირ შეაერთე ერთბუდიან როზეტში.

  • თუ მიროტალღური ღუმელი ერთბუდიან როზეტში შეერთებისას ჩაირთვება, ეს ნიშნავს რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს და შეგიძლია გააგრძელო მისი გამოყენება.
  • თუ მიკროტალღური ღუმელი სწორად არის შეერთებული ან ერთბუდიან როზეტთან დაკავშირების შემდეგაც არ ჩაირთო, შეასრულე  შემდეგი რეკომენდაცია.

გაცხელების დაბალი სიმძლავრე

შეამოწმე გაცხელების სიმძლავრე შემდეგი გზით:

1 ჩაასხი ჭიქაში 100-150 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი.
2 ჭიქა მოათავსე მბრუნავი ლანგრის ცენტრში.
3 დააყენე „მიკროტალღური“ რეჟიმი და მაქსიმალური სიმძლავრე — როგორ წესი 800 ვატი.
4 ჩართე 3 წუთის განმავლობაში.
  • თუ მიკროტალღური ღუმელი აცხელებს, ეს ნიშნავს, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს და შეგიძლია გააგრძელო მისი გამოყენება. 
  • თუ მიკროტალღური ღუმელი არ აცხელებს, შეამოწმე შემდეგი რეკომენდაციის მიხედვით.

მიკროტალღური ღუმელის გაუმართაობა

თუ წინა რეკომენდაციების შესრულებამ შედეგი არ გამოიღო, ეს ნიშნავს, რომ მიკროტალღური ღუმელი გაუმართავია. შეუძლებელია გაუმართაობის მიზეზის დადგენა სახლის პირობებში და სპეციალური ცოდნის გარეშე, ამიტომ საჭიროა სერვის ცენტრის ხელოსნის დახმარება.


მადლობა გამოხმაურებისთვის!