რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანის კარი არ იკეტება
ამ სტატიაში გაიგებ, თუ რა უნდა გააკეთო, თუ შენი სარეცხი მანქანის კარი არ ხურება, არ იბლოკება ან მის დახურვას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამისათვის მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.
თუ კარის ბლოკირების ფუნქცია აქტიურია, მართვის პანელზე გამოჩნდება ბლოკირების ინდიკატორი, რომელიც შესაძლოა ასეა გამოიყურებოდეს:
ზოგიერთ მოდელში შეიძლება სწორედ ეს იყოს კარის დახურვასთან და დაფიქსირებასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზი.
- კარსა და კარის შუასადებს შორის (ხომ არ არის კარში გაჭედილი სარეცხი);
- ან თვით საკეტში (თმები, ძაფები, სარეცხის ბოჭკოები და სხვ.).
- თუ დაზიანება აღმოაჩინე, სამწუხაროდ ასეთ შემთხვევაზე გარანტია არ ვრცელდება. დაზიანებული დეტალის შესაცვლელად დაუკავშირდი არასაგარანტიო რემონტის უახლოეს სერვის ცენტრს
- თუ საკეტზე დაზიანება არ არის, გადადი შემდეგ საფეხურზე.
- თუ კარი არ ფიქსირდება და მაშინვე იღება — ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
- თუ კარი დაიხურა (დაფიქსირდა), გადადი შემდეგ საფეხურზე.
- თუ რეცხვის რეჟიმი გაეშვა (დაიწყო წყლის შევსების პროცესი და ა.შ.) — შენი სარეცხი მანქანა გამართულია.
- თუ წყლის ჩასხმა არ დაიწყო (მანქანამ ამ დროს შეიძლება გუგუნის ხმა გამოსცეს), მანქანა არ გამორთო — 20 წუთის განმავლობაში ის დაადგენს გაუმართაობის მიზეზს, რის გამოც რეცხვის პროცესი არ იწყება და ეკრანზე გამოჩნდება შესაბამისი შეცდომის კოდი.
► „DE“ / „DE1“ / „DE2“ / „DC“ / „DC1“ / „DC2“, ნიშნავს, რომ პრობლემა აქვს ბლოკირების საკეტს ან ლუკის დასაკეტ მექანიზმს. გადადი სტატიაზე «"Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდები DE, DE1, DE2, DС, DC1, DC2, ED".
► თუ შეცდომის სხვა კოდი გამოჩნდა — გადადი სტატიაზე "Samsung-ის სარეცხი მანქანის შეცდომის კოდები".
თუ ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებაში არ დაგეხმარა, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.