რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანა ითიშება რეცხვის დროს
ამ სტატიაში გაიგებ, თუ რა უნდა გააკეთო, თუ შენი სარეცხი მანქანა რეცხვის დაწყების შემდეგ ან რეცხვის პროცესში თავისით ითიშება: ყველა ინდიკატორი ქრება და რეცხვა აღარ გრძელდება.
პრობლემა შეიძლება ელექტროქსელთან არასწორი დაკავშირებით იყოს გამოწვეული. დაუკავშირდი ელექტრიკოსს ან დამოუკიდებლად შეამოწმე ელექტროქსელთან დაკავშირება.
ელექტროქსელთან კავშირი გამართულია — საჭიროა სარეცხი მანქანის მუშაობის დიაგნოსტიკა, დაუკავშირდი ავტორიზებულ სერვის ცენტრს.
სარეცხი მანქანა არასწორად იყო დაკავშირებული ელექტროქსელთან — სწორად შეაერთე სარეცხი მანქანა ქსელში და ხელახლა გაუშვი იმავე რეჟიმში.
- თუ შეცდომა აღარ გამეორდა — მანქანას ყველაფერი რიგზე აქვს, შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
- თუ შეცდომა ხელახლა დაფიქსირდა — დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.