რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანის ქვედა ნაწილიდან წყლის გაჟონვა დაფიქსირდა

ბოლო განახლების თარიღი : 23-12-2024

ამ სტატიაში გაიგებ, თუ რა უნდა გააკეთო, თუ Samsung-ის სარეცხ მანქანასთან იატაკზე დაღვრილი წყალი შეამჩნიე.

თავდაპირველად მნიშვნელოვანია დაადგინო, კონკრეტულად საიდან ჟონავს წყალი.

ზოგჯერ გაჟონვის აღმოფხვრა დამოუკიდებლად, სერვის ცენტრთან დაკავშირების გარეშეც არის შესაძლებელი.

მაგალითად, 

  • გაჟოვნა შლანგებიდან და მათი შეერთების ადგილებიდან,
  • გაჟონვა სარეცხი საშუალების უჯრებიდან და ლუკებიდან,
  • გაჟონვა დრენაჟის ფილტრიდან.
1 თუ წყლის გაჟონვის მომენტი ვერ დააფიქსირე, ხელახლა ჩართე მანქანა და დააკვირდი.

შენიშვნა:
მანქანის ჩართვამდე, მოამზადე საწმენდი საშუალებები, რათა ხელახალი გაჟონვის შემთხვევაში იატაკიდან წყალი აწმინდო.

შესამოწმებლად აირჩიე რეჟიმი „გავლება + გაწურვა“, ჩართე სარეცხი მანქანა მასში სარეცხისა და სარეცხი საშუალების მოთავსების გარეშე. დაათვალიერე მანქანა, ხომ არ აქვს ადგილი გაჟონვას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე შლანგს, სარეცხი საშუალების უჯრას, კარს და დრენაჟის ფილტრს.

  • თუ გაჟონვა არ გამოვლინდა, დააკვირდი მანქანის მუშაობას რეცხვის რამდენიმე ციკლის განმავლობაში. შეგიძლია მანქანა 2-3-ჯერ გაუშვა რეჟიმი „გავლება + გაწურვა“. შეეცადე მუშაობის დროს მანქანა უყურადღებოდ არ დატოვო.
  • თუ გაჟონვა დაფიქსირდა, რეცხვის შესაჩერებლად დააჭირე ღილაკს „დაწყება/დაპაუზება“, გამორთე მანქანა „ჩართვა/გამორთვის“ ღილაკით და ჩახსენი როზეტიდან. დაიმახსოვრე, მანქანის რომელი ნაწილიდან ჟონავდა წყალი.

გადადი შემდეგ პუნქტზე.

2 თუ დააფიქსირე გაჟონვის მომენტი და დანამდვილებით იცი, თუ საიდან ჟონავს წყალი, აირჩიე შენი შემთხვევა ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან:

გაჟონვა დრენაჟის ან წყლის მიწოდების შლანგიდან

თუ წყალი სწორედ შლანგებიდან ჟონავს და არა მანქანასთან/კანალიზაციასთან/წყლის მიწოდების ონკანთან შეერთების ადგილიდან, გადადი სტატიაზე „რა გავაკეთო, თუ წყალი ჟონავს Samsung-ის სარეცხი მანქანის წყლის მიწოდების ან დრენაჟის შლანგიდან“.

შლანგი გატეხა შლანგი გატეხა

გაჟონვა წყლის მიწოდების შლანგის სარეცხ მანქანასთან შეერთების ადგილიდან

გაჟონვის ადგილი: უკან მარცხნივ.

შესაძლოა პრობლემა წყლის მიწოდების შლანგის მექანიკური დაზიანებითაა გამოწვეული.

შეამოწმე, ხომ არ აქვს შლანგს მექანიკური დაზიანება: ხომ არ არის გაჭრილი, გახვრეტილი, გამსკდარი, გაბზარული, დეფორმირებული. თუ დაზიანება ფიქსირდება, ამ შემთხვევას გარანტია არ ითვალისწინებს – შეიძინე ახალი შლანგი.

გაჟონვა წყლის მიწოდების შლანგის სარეცხ მანქანასთან შეერთების ადგილიდან გაჟონვა წყლის მიწოდების შლანგის სარეცხ მანქანასთან შეერთების ადგილიდან

გაჟონვა დრენაჟის შლანგის კანალიზაციასთან შეერთების, ან წყლის მიწოდების შლანგის წყლის ონკანთან შეერთების ადგილას

გაჟონვის ადგილი: უკან.

შეამოწმე, სწორადაა თუ არა ჩასმული დრენაჟის შლანგის ბოლო ნაწილი სადრენაჟე ხვრელში (სიფონში, საკანალიზაციო მილში და ა.შ.). დარწმუნდი, რომ წყლის მიწოდების შლანგი მჭიდროდაა შეერთებული წყლის მიწოდების ონკანთან.

დრენაჟის/ წყლის მიწოდების შლანგის შეერთება არაა გათვალისწინებული საგარანტიო მომსახურებით, ეს ტექნიკის დამონტაჟების კომპონენტია.

თუ შლანგი დაზიანებულია — შეცვალე იგი ახლით. თუ დაზიანებულია წყლის მიწოდების ონკანი — საჭიროა სანტექნიკოსის გამოძახება, ამ შემთხვევაზე საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება.

დრენაჟის შლანგის ინსტრუქციების ნახვა შეგიძლია სტატიაში „როგორ დავაკავშირო სარეცხი მანქანის დრენაჟის შლანგი კანალიზაციასთან".

გაჟონვა დრენაჟის შლანგის კანალიზაციასთან შეერთების, ან წყლის მიწოდების შლანგის წყლის ონკანთან შეერთების ადგილას გაჟონვა დრენაჟის შლანგის კანალიზაციასთან შეერთების, ან წყლის მიწოდების შლანგის წყლის ონკანთან შეერთების ადგილას

გაჟონვა დრენაჟის ფილტრის მდებარეობის ადგილიდან

გაჟონვის ადგილი: თუ სახით მანქანისკენ დადგები — მარჯვენა ქვედა კუთხე.

დეტალურ ინფორმაციას გაეცანი სტატიაში „რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანის დრენაჟის ფილტრიდან დაფიქსირდა გაჟონვა“.

გაჟონვა დრენაჟის ფილტრის მდებარეობის ადგილიდან გაჟონვა დრენაჟის ფილტრის მდებარეობის ადგილიდან

გაჟონვა სარეცხი საშუალების უჯრიდან

გაჟონვის ადგილი: წინ მარცხნივ.

სარეცხი საშუალების უჯრიდან წყლის გაჟონვის შემთხვევაში გაეცანი სტატიაში „რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანის სარეცხი საშუალების უჯრიდან დაფიქსირდა გაჟონვა“.

გაჟონვა სარეცხი საშუალების უჯრიდან გაჟონვა სარეცხი საშუალების უჯრიდან

გაჟონვა სარეცხი მანქანის კარიდან (სარეცხის დასამატებელი ლუკიდან)

გაჟონვის ადგილი: წინ.

გადადი სტატიაზე „რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანის ლუკიდან დაფიქსირდა გაჟონვა“.

გაჟონვა სარეცხი მანქანის კარიდან (სარეცხის დასამატებელი ლუკიდან) გაჟონვა სარეცხი მანქანის კარიდან (სარეცხის დასამატებელი ლუკიდან)

გაჟონვა Add Wash კარიდან

გაჟონვის ადგილი: წინ შუაში.

დეტალურ ინფორმაციას გაეცანი სტატიაში „რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანის AddWash კარიდან დაფიქსირდა გაჟონვა“.

გაჟონვა Add Wash კარიდან გაჟონვა Add Wash კარიდან

გაჟონვა მფრქვევანადან, რომელიც მდებარეობს კარის შუასადების (მანჟეტის) ზედა ნაწილში

მხოლოდ წყლის ორმაგი მიწოდების „Speed Spray“ სისტემის მქონე მანქანებში: რეცხვის დასრულების შემდეგ შეიძლება მფრქვევანადან წყალი წვეთავდეს.

ეს არ წარმოადგენს დეფექტს, რადგან გასავლები წყლის მიწოდების დასრულების შემდეგ, სარეცხი მანქანის შიგნით რჩება უმნიშვნელო რაოდენობით წყალი, რომელიც შეიძლება წვეთავდეს.

გაჟონვა მფრქვევანადან, რომელიც მდებარეობს კარის შუასადების ზედა ნაწილში გაჟონვა მფრქვევანადან, რომელიც მდებარეობს კარის შუასადების ზედა ნაწილში

თუ შეამოწმე წყლის გაჟონვის ყველა ზემოთ აღნიშნული ვარიანტი და დარწმუნებული ხარ, რომ წყალი სარეცხი მანქანის ძირიდან ჟონავს, რეკომენდებულია მიმართო ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!