რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მაცივარი ზედმეტად ყინავს პროდუქტებს

ბოლო განახლების თარიღი : 10-12-2024

რა ხდება

მაცივრის კამერა ძლიერად ყინავს პროდუქტებს.

მაცივარი ზედმეტად ყინავს პროდუქტებს

მიზეზი

  • მაცივრის განყოფილებაში დაყენებულია ძალიან დაბალი ტემპერატურა.
  • „Cool Select Zone“ განყოფილებაში დაყენებულია დაბალი ტემპერატურა.
  • პროდუქტები იმ ხვრელებთან ახლოს არის მოთავსებული, საიდანაც მაცივარს ცივი ჰაერი მიეწოდება.
  • პროდუქტები მაცივრის კედელთან არის მოთავსებული.
  • ხილი და ბოსტნეული მოთავსებულია „fresh zone“ განყოფილებაში.

რა უნდა გავაკეთო

მაცივრის მუშაობის შემოწმება შესაძლებელია თერმომეტრით: მოათავსე თერმომეტრი ცივ წყლიან ჭიქაში და შედგი მაცივრის განყოფილებაში 3 საათის განმავლობაში. 

თუ თერმომეტრის ჩვენებასა და დაყენებულ ტემპერატურას შორის სხვაობა:

  • 3°C-ზე ნაკლებია — ეს დასაშვები ცდომილებაა. მაცივარი ნორმალურად მუშაობს. იმისათვის რომ თავიდან აიცილო პროდუქტების ზედმეტად გაყინვა, შეასრულე ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები.
  • 3°C-ზე მეტია — მიმართე ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტის უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს
1 შეამოწმე მაცივრის კამერისა და „Cool Select Zone“-თვის (თუ შენს მაცივარს აქვს ასეთი განყოფილება) დაყენებული ტემპერატურა.
თუ დაყენებული გაქვს +1°C ან უარყოფითი ტემპერატურა, გაზარდე +3°C -მდე (სტანდარტული მნიშვნელობა).
2 თუ პროდუქტები ძალიან ახლოსაა მოთავსებული კედელთან ან ხვრელებთან, საიდანაც მაცივარში ჰაერი შემოდის - ადგილი შეუცვალე პროდუქტებს.
კედელი და ჰაერის შესასვლელი ხვრელი მაცივარში
3 შეამოწმე, რომელი პროდუქტებია განთავსებული Fresh Zone განყოფილებაში. ეს განყოფილება განკუთვნილია ხორცისა და თევზისათვის და არ არის განსაზღვრული ბოსტნეულისა და ხილისათვის.
განყოფილება "Fresh Zone"

რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, დააკვირდი მაცივრის მუშაობას 1-2 დღის განმავლობაში.

  • თუ პროდუქტები აღარ გაიყინება — მაცივარი გამართულად მუშაობს.
  • თუ მაცივარი ისევ ზედმეტად ყინავს პროდუქტებს — მაცივრის კამერის მუშაობის დიაგნოსტიკისათვის რეკომენდებულია მიმართო ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!