რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანა ცუდად რეცხავს
რაზეა დამოკიდებული რეცხვის ხარისხი
გამოიყენე მხოლოდ სარეცხი მანქანებისთვის განკუთვნილი „ავტომატური რეცხვის“ სარეცხი საშუალებები. ასეთი სარეცხი საშუალების შესაფუთზე არის წარწერა „ავტომატური რეცხვა“ და გამოსახულია სარეცხი მანქანა.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილო ყალბი სარეცხი საშუალებების გამოყენება, შეგიძლია გამყიდველს მოსთხოვო შესაბამისობის სერტიფიკატი. ასევე რეკომენდებულია სარეცხი საშუალების მსხვილ სავაჭრო ქსელებში შეძენა.
ძველი, ძნელად ამოსაყვანი ლაქების მოშორება მანქანას შეიძლება გაუჭირდეს, ვინაიდან ის მექანიკურად ამუშავებს თეთრეულს და არ შეუძლია ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება.
ხისტი წყალი ამცირებს რეცხვის ხარისხს. გამოიყენე წყლის დამარბილებელი საშუალებები.
რეცხვის რეჟიმი შეარჩიე ქსოვილის ტიპის და დასაშვები ტემპერატურის გათვალისწინებით (მითითებულია პროდუქტის იარლიყზე).
ქვემოთ თავი მოვუყარეთ თეთრეულის რეცხვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რაც დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგის მიღებაში.
თეთრეულის რეცხვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
ცალ-ცალკე გარეცხე ბამბის, ნარევი ქსოვილების, სინთეზური, აბრეშუმის, შალის და ვისკოზისაგან დამზადებული ტანსაცმელი. დაიცავი მოვლის ინსტრუქციები, რომლებიც მითითებულია ნაკეთობის შიდა მხარეზე არსებულ ეტიკეტზე.
განაცალკევე ფერადი და თეთრი სარეცხი. სასურველია ახალი ფერადი ნივთები ცალკე გარეცხო. ფერადმა, განსაკუთრებით კი ახალმა ნივთებმა შესაძლოა წყალი გააფერადოს, ეს წყალი კი სხვა ნივთებს შეღებავს.
მანქანაში მოათავსე განსხვავებული ზომის ნივთები – ეს რეცხვის ეფექტურობას უზრუნველყოფს. რეკომენდებულია ერთად არ გაირეცხოს ერთი დიდი ზომის (მაგალითად, საბნის შალითა) და რამდენიმე მცირე ზომის ნივთი (მაგალითად, წინდები), რათა თავიდან აიცილო თეთრეულის განაწილების დისბალანსი.
არ არის რეკომენდებული ერთი ან ორი ნივთის გარეცხვა – ამან შეიძლება თეთრეულის დისბალანსი გამოიწვიოს.
დელიკატური ქსოვილებისგან დამზადებული ნივთები გარეცხე დელიკატურ რეჟიმში (მაგალითად: „დელიკატური ქსოვილები“, „შალი“, „ხელით რეცხვა“).
დაცალე ყველა ჯიბე. მცირე ზომის მყარმა და ბასრმა საგნებმა (მონეტები, ქინძისთავები, ქაღალდის სამაგრები და სხვ.) შეიძლება სარეცხი მანქანის დაზიანება გამოიწვიოს.
ტანსაცმელზე არსებულმა ლითონის აქსესუარებმა (ბალთები, ღილები და სხვა) შეიძლება დააზიანოს დოლურა, კარის შუასადები, კარის მინა და სხვა ტანსაცმელი. ასეთი აქსესუარების მქონე ნივთები გარეცხვამდე გადმოაბრუნე სარეცხი.
რეკომენდებული წონა – საწოლის თეთრეულის წონა მშრალ მდგომარეობაში არ უნდა აღემატებოდეს 2 კგ-ს.
რეცხვის დროს, ბალიშისპირებსა და საბნის შალითაში შესაძლებელია სხვა ნივთები მოხვდეს, ამიტომ გირჩევთ, საწოლის თეთრეული სხვა ნივთებისგან განცალკევებით გარეცხო. თუ შესაძლებელია ბალიშისპირებისა და საბნის შალითების შეკრვა, გააკეთე ეს რეცხვის დაწყებამდე.
ცხვირსახოცი, წინდები, ხელთათმანები, ქვედა საცვლები და სხვ. შეიძლება კარში გაიჭედოს. ბიუსტჰალტერის ლითონის ნაწილები შეიძლება მოიხსნას და ტანსაცმელი და სარეცხი მანქანის კომპონენტები დააზიანოს. გარეცხვამდე ასეთი ნივთები მოათავსე თხელი ქსოვილისგან დამზადებულ სპეციალურ ბადისებრ ტომარაში (იყიდება ცალკე).
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.