რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანა არ ირთვება
რა მოხდა
სარეცხი მანქანა არ ირთვება. ჩართვის ღილაკზე დაჭერისას, ეკრანზე და მართვის პანელზე ინდიკატორი არ ინთება. ჩართვის დროს შეიძლება გაისმას ხმოვანი სიგნალი.
მიზეზები
- ელექტროენერგია არ მიეწოდება ან ძაბვა არასტაბილურია.
- დაზიანებულია კვების კაბელი ან ელექტროჩანგალი.
- მანქანა როზეტთან დაკავშირებულია გადამყვანის მეშვეობით.
- როზეტი გაუმართავია.
რა უნდა გავაკეთო
გამანაწილებლები, დამაგრძელებლები და გადამყვანები ელექტროენერგიის ხარისხს აუარესებს. ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ ისინი:
- არ არის გათვლილი დიდ სიმძლავრეზე
- უმეტეს შემთხვევაში დაბალი ხარისხისაა
- თუ დაზიანებული არ არის, გადადი შემდეგ რეკომენდაციებზე.
- თუ დაზიანებები აშკარაა, მაგალითად კაბელი გაწყვეტილია ან ელექტროჩანგალი გატეხილია — საჭიროა რემონტი.
შეაერთე ამ როზეტში სხვა მოწყობილობა. გაითვალისწინე, რომ ამ მოწყობილობის სიმძლავრე დაახლოებით სარეცხი მანქანის სიმძლავრის ტოლი უნდა იყოს. შეგიძლია გამოიყენო ფენი ან ჩაიდანი.
თუ ორბუდიან როზეტს იყენებ, შეამოწმე როზეტის სწორედ ის ბუდე, რომელში შეერთებისას მანქანა არ ჩაირთო.
- თუ ფენი ან ჩაიდანი არ ჩაირთო, ეს იმას ნიშნავს, რომ როზეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შეამოწმე, არის თუ არა ელექტროენერგია სახლში, ხომ არ არის გააქტიურებული წრედის ავტომატური ამომრთველი (ავტომატი) ან მცველების სისტემა. თუ სახლში ელექტროენერგია არ არის გათიშული და ავტომატი არ არის გააქტიურებული, სავარაუდოდ როზეტია დაზიანებული.
- თუ ფენი ან ჩაიდანი ჩაირთვება, გადადი შემდეგ პუნქტზე.
გახსოვდეს, რომ მანქანა პირდაპირ უნდა იყოს შეერთებული ცალკე როზეტში, გადამყვანების და დამაგრძელებლების გარეშე. ორბუდიანი როზეტის გამოყენების შემთხვევაში, მასში უნდა შეაერთო მხოლოდ სარეცხი მანქანა.
თუ სხვა როზეტი მოშორებითაა, მანქანა შეგიძლია შეაერთო დამაგრძელებლის მეშვეობით, მაგრამ მხოლოდ შემოწმების მიზნით. დაუშვებელია რეცხვის პროცესის დაწყება, თუ სარეცხი მანქანა ელექტროქსელთან დამაგრძელებლის მეშვეობით არის დაკავშირებული.
- თუ სარეცხი მანქანა ჩაირთო, ის გამართულია.
- თუ სარეცხი მანქანა არ ჩაირთვება, რეკომენდებულია დიაგნოსტიკისთვის მიმართო სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.