რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მაცივარი არ ირთვება

ბოლო განახლების თარიღი : 11-12-2024

რა მოხდა

მაცივარი არ ირთვება ან არ მუშაობს:

  • მართვის პანელზე არ ანთია ინდიკატორები;
  • მაცივრის კამერაში შუქი არ ინთება (კარის გახსნისას);
  • არ ისმის კომპრესორის მუშაობის ხმა.
Samsung-ის მაცივარი არ მუშაობს

მიზეზი

  • მართვის პანელზე არ არის დაჭერილი „Power“ ღილაკზე.
  • ელექტროენერგია არ მიეწოდება ან ძაბვა არასტაბილურია.
  • დაზიანებულია კვების კაბელი ან ელექტროჩანგალი.
  • მაცივარი როზეტთან დაკავშირებულია გადამყვანის მეშვეობით.
  • როზეტი გაუმართავია.

რა უნდა გავაკეთო

1 თუ შენს მაცივარს აქვს ღილაკი „Power“, დააჭირე მას და არ აუშვა 3 წამის განმავლობაში. მაცივარი ჩაირთვება.
ღილაკის ვიზუალი და მისი მდებარეობა შეგიძლია ნახო შენი მაცივრის მოდელისთვის განკუთვნილ მომხმარებლის სახელმძღვანელოში. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია განყოფილებიდან „მხარდაჭერა“.
ღილაკი „Power“ Samsung BRB6000M მაცივარზე
2 შეაერთე მაცივარი ცალკე როზეტში პირდაპირ — გადამყვანების, გამანაწილებლების და დამაგრძელებლების გარეშე.
  • გამანაწილებელი, დამაგრძელებელი და გადამყვანი შეიძლება არ იყოს გათვლილი იმ სიმძლავრეზე, რომელსაც მაცივარი მოიხმარს.
  • თუ მაცივარი ღუმელი შეერთებულია ორბუდიან ან სამბუდიან როზეტში, ჩახსენი ელექტროქსელიდან სხვა მოწყობილობები.
არ გამოიყენო დამაგრძელებელი არ გამოიყენო დამაგრძელებელი
როზეტში შეაერთე მხოლოდ მაცივარი, სხვა მოწყობილობები უნდა გამოირთოს როზეტში შეაერთე მხოლოდ მაცივარი, სხვა მოწყობილობები უნდა გამოირთოს
3 შეამოწმე, ხომ არ არის დაზიანებული კვების კაბელი ან ელექტროჩანგალი.
  • თუ დაზიანებები აშკარაა, მაგალითად, კაბელი გაწყვეტილია ან ელექტროჩანგალი გატეხილია — საჭიროა რემონტი. არასაგარანტიო რემონტისათვის მიმართე ელექტრიკოსს ან სერვის-ცენტრს.
  • თუ დაზიანება არ არის, გადადი შემდეგ საფეხურზე.
4 შეამოწმე როზეტი, რომელშიც შეერთებული იყო მაცივარი. შეაერთე მასში სხვა ტექნიკა: ჩაიდანი ან ფენი.
უნდა შეამოწმო ზუსტად ის როზეტი, რომელში შეერთებისასაც არ ჩაირთო მაცივარი.
  • თუ ფენი ან ჩაიდანი არ ჩაირთვება — როზეტი გაუმართავია ან ასეთ სიმძლავრეზე არ არის გათვლილი. შემოწმებისთვის ან რემონტისთვის დაუკავშირდი ელექტრიკოსს.
  • თუ ფენი ან ჩაიდანი ჩაირთვება, გადადი შემდეგ საფეხურზე.
5 შეაერთე მაცივარი სხვა როზეტში.
თუ სხვა როზეტი მოშორებითაა, შეგიძლია შეაერთო მაცივარი დამაგრძელებლის მეშვეობით, მაგრამ მხოლოდ შემოწმების მიზნით. თუ მაცივარი ჩაირთვება, ამის შემდეგ ის პირდაპირ როზეტში შეაერთე.
  • თუ მაცივარი ჩაირთვება, ის გამართულია.
  • თუ მაცივარი არ ჩაირთვება, რეკომენდებულია დიაგნოსტიკისთვის მიმართო ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!