რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მაცივრის ქვედა ნაწილიდან წყალი ჟონავს
რა ხდება
მაცივრის ქვედა ნაწილთან დიდი წყლის გუბე დადგა.
შენიშვნა:
თუ მაცივრის შიგნით წყალი გროვდება, გაეცანი სტატიას "რატომ გაჩნდა ჩემს მაცივარში ან საყინულეში წყალი ან კონდენსატი"
რა უნდა გავაკეთო
თუ საყინულის ქვედა უჯრის ქვეშ ყინულის ფენაა, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.
წყალი შეიძლება წარმოიქმნას სხვადასხვა მიზეზის გამო და ეს არ იყოს დაკავშირებული მაცივრის მუშაობასთან. მა
- საყინულიდან გადმოვარდა ყინულის კუბი და გადნა,
- მაცივრის სიახლოვეს დაიღვარა წყალი,
- მაცივრის სიახლოვეს განლაგებულია მილები, საიდანაც წყალი ჟონავს,
- სახლში გამოირთო ელექტროენერგია, რის შედეგადაც საყინულეში ყინულის დნობა დაიწყო და წყალი მაცივრის ქვედა ნაწილში დაგროვდა.
სცადე დაგროვილი წყლის გამშრალება და დააკვირდი დაგროვდება თუ არა ის ისევ. თუ პრობლემა განმეორდა, მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციებს.
თუ მაცივარი დაკავშირებულია წყლის მიწოდების ონკანთან, დარწმუნდი, რომ შლანგი საიმედოდ არის დაკავშირებული მაცივართან და წყლის მიწოდების სისტემასთან, რომ არ ჟონავს და არ არის დაზიანებული.
თუ ფიქსირდება დაზიანებები, მიმართე Samsung-ის ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
თუ კარი მჭიდროდ არ იხურება, მაცივრის კამერაში ტემპერატურა დაიწყებს მატებას და წარმოიქმნება კონდენსატი, რის შედეგადაც შეიძლება დაიწყოს წყლის გარეთ გაჟონვა.
დარწმუნდი, რომ კარი მჭიდროდაა დახურული:
- მის დახურვას ხელს არ უშლის პროდუქტები,
- კონტეინერები მყარადაა ჩამაგრებული,
- თაროები ხელს არ უშლის კარის დახურვას,
- მაცივრის კარის შუასადები არ არის დაზიანებული ან ჭუჭყიანი.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე მაცივრის კარის შუასადებს. თუ შუასადები დაზიანებული ან დეფორმირებულია, მაცივრის კამერის ჰერმეტულობა დარღვეული იქნება.
- თუ მაცივრის კარის შუასადები კარს სცილდება — ჩასვი შესაბამის ღარში.
- თუ მაცივრის კარის შუასადები დაზიანებულია (გაჭრილია ან ამოგლეჯილია) — ძველი შუასადების ახლით შესაცვლელად მიმართე უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ვერც ერთი რეკომენდაცია ვერ დაგეხმარა და მაცივრის ქვედა ნაწილში ისევ გროვდება წყალი, მოწყობილობის დიაგნოსტირებისთვის გირჩევ მიმართო ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.