Samsung-ის სარეცხი მანქანა წყალს არ აცხელებს

ბოლო განახლების თარიღი : 09-12-2024

რა ხდება

სარეცხი მანქანა არ აცხელებს წყალს, ხოლო კარის მინა ცივია. რეცხვა ჩვეულებრივ მიმდინარეობს და არ ფიქსირდება შეცდომა.

როგორ შევამოწმო სარეცხი მანქანა

1 შეამოწმე შეერთებულია თუ არა ის ელექტროქსელში სწორად. თუ არასწორად არის შეერთებულია, შეიძლება ენერგია არ იყოს საკმარისი გასათბობად. სიმძლავრეს განსაკუთრებით ამცირებს დამაგრძელებლები და სამბუდიანი გამანაწილებლები.
2 გაუშვი სარეცხ მანქანაზე „ბამბის“ რეჟიმი და აირჩიე 95ºС.
3 25 - 30 წუთის შემდეგ შეამოწმე გათბა თუ არა მინა. ფრთხილად შეამოწმე, მინა შეიძლება ცხელი იყოს.
  • თუ მინა თბილი ან ცხელია, ესე იგი სარეცხ მანქანას პრობლემა არ აქვს. სხვა რეჟიმებზე წყლის ტემპერატურა ნაკლებია, ამიტომ შეიძლება იფიქრო, რომ მინა ცივია.
  • თუ მინა ცივია, არ გამორთო სარეცხი მანქანა, დაელოდე შეცდომის დაფიქსირებას. შემდეგ მიჰყევი სტატიაში „Samsung-ის სარეცხი მანქანის შეცდომის კოდები“ მოცემულ ინსტრუქციებს.
  • თუ რეცხვის პროცესში მინა არ თბება, თუმცა შეცდომა არ დაფიქსირდა, შესაძლოა გამაცხელებელი ელემენტი (TЭН) გამოვიდა მწყობრიდან. დაუკავშირდი Samsung-ის სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!