რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მტვერსასრუტი არ ირთვება

ბოლო განახლების თარიღი : 09-12-2024

მტვერსასრუტი შეიძლება არ ჩაირთოს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი მიზეზის გამო. თანმიმდევრობით შეამოწმე თითოეული მათგანი.

  1. მტვერსასრუტი გადახურდა. მტვერსასრუტი დიდხანს მუშაობდა.
  2. რობოტი მტვერსასრუტების და Stick მოდელების (უსადენო მოდელების) შემთხვევაში - ელემენტი დამუხტული არაა.
  3. როზეტი ან მტვერსასრუტი გაუმართავია.

გადახურება

შეიძლება მტვერსასრუტი გადახურდა, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. გამოაერთე მტვერსასრუტი როზეტიდან 10-15 წუთით და ხელახლა ჩართე.

  • თუ მტვერსასრუტი ჩაირთო, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს და შეგიძლია გააგრძელო მისი გამოყენება.
  • თუ მტვერსასრუტი არ ირთვება, შეასრულე შემდეგი რეკომენდაციები.

როზეტი გაუმართავია

როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, შეიძლება როზეტია დაზიანებული: ცუდი კონტაქტი აქვს ან ძაბვაა დაბალი. შეამოწმე როზეტი მასში ჩაიდნის ან თმის ფენის შეერთებით ან შეაერთე მტვერსასრუტი სხვა როზეტში.

  • თუ მტვერსასრუტი ჩაირთო, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს და შეგიძლია გააგრძელო მისი გამოყენება.
  • თუ მტვერსასრუტი არ ირთვება, შეასრულე შემდეგი რეკომენდაციები.

დაცლილი ელემენტი

ზოგიერთი მტვერსასრუტის ჩართვა შესაძლებელია შლანგთან მიმაგრებულ სახელურზე არსებული ღილაკის მეშვეობით. თუ ასეთი მტვერსასრუტი გაქვს, სცადე მისი ჩართვა კორპუსზე არსებული ღილაკის საშუალებით.

  • თუ მტვერსასრუტი ჩაირთო კორპუსზე არსებული ღილაკით, შეცვალე სახელურის ელემენტები და განაგრძე მისი გამოყენება.
  • თუ მტვერსასრუტი არ ჩაირთო კორპუსზე არსებული ღილაკის მეშვეობით, შეასრულე შემდეგი რეკომენდაციები.
მტვერსასრუტზე დენის ღილაკების მდებარეობა

მტვერსასრუტის გაუმართაობა

თუ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები ვერ დაგეხმარა, ესე იგი მტვერსასრუტი გაუმართავია. ამ შემთხვევაში გაუმართაობის მიზეზის დადგენა სახლის პირობებში და სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა სერვის-ცენტრის სპეციალისტის დახმარება.


მადლობა გამოხმაურებისთვის!