რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მტვერსასრუტი მუშაობის დროს გაითიშა
ბოლო განახლების თარიღი : 09-12-2024
Samsung-ის მტვერსასრუტი აღჭურვილია სენსორით, რომელიც იცავს მოტორს გადახურებისგან. ტემპერატურის მკვეთრად გაზრდის შემთხვევაში, მტვერსასრუტი ითიშება მოტორის დასაცავად.
არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ ცხელდება მოტორი. რეკომენდებულია თითოეული მათგანის თანმიმდევრობით შემოწმება.
1
გამორთე მტვერსასრუტი კორპუსზე/სახელურზე არსებული ღილაკის მეშვეობით და გამოაერთე კვების წყაროდან (როზეტიდან).
2
აცადე 30 წუთი, რომ გაგრილდეს. ჩვეულებრივ ცხელდება მტვერსასრუტის ის ნაწილი, სადაც მოთავსებულია გამომავალი ჰაერის ფილტრი.
3
გაწმინდე ფილტრები (შემავალი და გამომავალი ჰაერის).
თუ ფილტრში შედის ჰაერი და არ გამოდის გაჭედილი ფილტრის გამო, შედეგად მოტორი გადახურდება.
თუ ფილტრში შედის ჰაერი და არ გამოდის გაჭედილი ფილტრის გამო, შედეგად მოტორი გადახურდება.
4
შეამოწმე გაჭედილი ხომ არ არის შლანგი, ტელესკოპური მილი და ჯაგრისები.
თუ შლანგი, მილები ან ჯაგრისები გაჭედილია, მოტორი იძულებულია იმუშაოს მაქსიმალური სიმძლავრით, რაც გადახურებას იწვევს.
თუ შლანგი, მილები ან ჯაგრისები გაჭედილია, მოტორი იძულებულია იმუშაოს მაქსიმალური სიმძლავრით, რაც გადახურებას იწვევს.
5
ყველა კომპონენტის გაწმენდის შემდეგ, შეაერთე მტვერსასრუტი როზეტში და ხელახლა ჩართე ის (კორპუსზე/სახელურზე არსებული ღილაკის მეშვეობით).
6
თუ მტვერსასრუტი მაინც ითიშება, დახმარებისთვის მიმართე Samsung-ის მხარდაჭერის გუნდს ან მის ერთ-ერთ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.