Samsung-ის სარეცხი მანქანიდან გამოდის დამწვრის სუნი
ბოლო განახლების თარიღი : 10-12-2024
თუ სარეცხი მანქანის მუშაობის დროს იგრძენი დამწვრის სუნი, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.
1
დარწმუნდი, რომ ეს სუნი სარეცხი მანქანის კაბელს აქვს და არა გაცხელებულ პლასტმასს. სარეცხ მანქანას არ უნდა ასდიოდეს კვამლი.
2
შეამოწმე სარეცხი მანქანის კვების კაბელისა და ელექტროჩანგლის მდგომარეობა. მათზე არ უნდა იყოს გამდნარი ადგილები ან მექანიკური დაზიანებები.
- თუ სარეცხი მანქანის ელექტროსადენი დადნა ან დაზიანდა როზეტი, მიმართე ელექტრიკოსს.
- თუ კაბელზე შეინიშნება მექანიკური დაზიანებები, მის შესაცვლელად შეგიძლია დაუკავშირდე სერვის-ცენტრს.
3
შეაერთე სარეცხი მანქანა ცალკე როზეტში გადამყვანის ან დამაგრძელებლის გარეშე. მსგავსი გაუმართაობისას შეიძლება ისინი იყოს სუნის მიზეზი.
4
მოძებნე ადგილი, საიდანაც სუნი გამოდის. ეს სუნი შეიძლება კაბელს ან თვითონ სარეცხ მანქანას ასდიოდეს. შედეგების გათვალისწინებით, გადადი ინსტრუქციის შესაბამის განყოფილებაში და მიჰყევი მასში მოცემულ რეკომენდაციას.
თუ დამწვრის სუნი კვების კაბელს ასდის
ჩართე სარეცხი მანქანა ნებისმიერ რეჟიმში შესამოწმებლად.
თუ სარეცხი მანქანის მუშაობის დროს კვების კაბელი ან როზეტი ძალიან ცხელდება, მიმართე ელექტრიკოსს. სუნის მიზეზი შესაძლოა დაზიანებული სადენები ან გაუმართავი როზეტი იყოს.
თუ სუნი ისევ იგრძენი, ტექნიკის რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
თუ დამწვრის სუნი სარეცხი მანქანის კორპუსიდან გამოდის
- თუ ახალი სარეცხი მანქანა გაქვს, შესაძლოა იგრძნო უსიამოვნო სუნი მაღალ ტემპერატურაზე პირველი რამდენიმე რეცხვისას. მაგალითად, „ბამბის“ რეჟიმში 95°С/90°С-ზე ან რეჟიმში „სინთეტიკა“ 60°С-ზე რეცხვის დროს.
მაღალ ტემპერატურაზე რეცხვის დროს პლასტმასის მასალისგან დამზადებული ნაწილები შეიძლება გაცხელდეს და სუნი აუვიდეს. დროთა განმავლობაში ეს სუნი გაქრება. ამას შეიძლება 5-ზე მეტი რეცხვა დასჭირდეს. იმაში დასარწმუნებლად, რომ სუნი წარმოიქმნა გახურებული პლასტმასის მასალისგან დამზადებული ნაწილის გამო და არა შიდა გაუმართაობის შედეგად, შეგიძლია დაბალ ტემპერატურაზე ჩართო სარეცხი მანქანა. ასეთ შემთხვევაში, პლასტმასის მასალისგან დამზადებული დეტალები ნაკლებად გახურდება და სუნი შემცირდება.
სუნის სიმძაფრე შეიძლება დამოკიდებული იყოს ვენტილაციის მუშაობაზე და იმ სივრცეზე, რომელშიც დამონტაჟებულია სარეცხი მანქანა.
- თუ სარეცხმა მანქანამ შეასრულა 10-ზე მეტი რეცხვა, მაგრამ სუნი ისევ არ გაქრა, გირჩევ დაუკავშირდე ტექნიკოსს სარეცხი მანქანის შესამოწმებლად. ამისთვის დაუკავშირდი სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.